Apple-ი ახალ „ემოჯის“ გამოუშვებს

Apple-ი ახალ „ემოჯის“ გამოუშვებს

access_time2019-07-18 23:00:24

Apple ახალ „ემოჯის“ გამოუშვებს - მათ შორის იქნება ეტლით მოსარგებლე, ჯოხის საშუალებით მოსიარულე და სმენის პრობლემების მქონე ადამიანების გამოსახულება.

 

ახალი ემოციები მომხმარებლისთვის „ემოჯის მსოფლიო დღეს“ იქნება ხელმისაწვდომი. ტექნიკური გიგანტი მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები უფრო მეტად წარმოაჩინოს. „ემოჯის“ ახალი დიზაინი გასულ წელს იქნა შემუშავებული და Apple-ის მომხმარებლებისთვის მიმდინარე წელს იქნება ხელმისაწვდომი.

 

Apple-ის პრესმდივნის თქმით, მრავალფეროვნების აღნიშვნა, კომპანიის ღირებულებების განუყოფელი ნაწილია.

 


„ეს ახალი ემოციები მნიშვნელოვან დანაკლისს შეავსებს“- განმარტა პრესმდივანმა.

 

ახალ დიზაინში ასევე წარმოდგენილი იქნება კანის ფერის მრავალფეროვნება, ასევე დაემატება ისეთი ცხოველები, როგორიცაა ფლამინგო და სკუნსი. ჯამში ახალი ემოციების რაოდენობა 20-ს შეადგენს.

 

ახალი ემოციების სრული ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

 

  • გამყოლი ძაღლი
  • ქალი/მამაკაცი, რომლებიც ჯოხის საშუალებით გადაადგილდებიან
  • ქალი/მამაკაცი, რომლებიც მიუთითებენ, რომ ყრუები არიან
  • ყური სმენის გასაუმჯობესებელი მოწყობილობით
  • ქალი/მამაკაცი ეტლში
  • ძაღლი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების დასახმარებლად არის გაწვრთნილი
  • ხელის პროთეზი
  • ფეხის პროთეზი
  • კანის ფერის მრავალფეროვნება ჩაკიდებული ხელის ემოციაში
  • მთქნარების ემოცია
  • ცხოველები: ზარმაცასებრნი, სკუნსი, ფლამინგო
  • საჭმელი: ნიორი, ვაფლი, ფალაფელი, კარაქი, ყინულის კუბი
  • ნივთები: პარაშუტი, ფრანი, სათამაშო იო-იო
  • ჩასაცმელი: უსაფრთხოების ჟილეტი, საცურაო კოსტუმი


bpn.ge



თეგები:
apple ემოჯი



რა გამოწვევების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს წელს რთველი?- „კომპანიები ნაკლებ ყურძენს ჩაიბარებენ“

რა გამოწვევების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს წელს რთველი?- „კომპანიები ნაკლებ ყურძენს ჩაიბარებენ“
access_time2019-08-17 18:00:58
ღვინის ეროვნული სააგენტო ვარაუდობს, რომ წელს ღვინის მწარმოებლებმა, შესაძლოა, ნაკლები ყურძენი შეისყიდონ. სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან მეხუზლა ამ ვარაუდს ივნისის ბოლოს განვითარებული პოლიტიკური მოვლენებს უკავშირებს და ამბობს, რომ ეს იყო იმის მიზეზიც, რომ ქართული ღვინის ყველაზე დიდ ბაზარზე ექსპორტი შემცირდა.   შეგახსენებთ, 2019 წლის ივლისში საქართველოდან რუსეთში 3 550 264 ბოთლი ღვინის ექსპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებზე (4 542 496) 21.8%–ით,...

ქვეშეთი-კობის მაგისტრალი - რუსული საფრთხე თუ სარგებელი საქართველოსთვის?

ქვეშეთი-კობის მაგისტრალი - რუსული საფრთხე თუ სარგებელი საქართველოსთვის?
access_time2019-08-17 20:00:57
რუსეთის მიერ ქვეშეთი-კობის ჩქაროსნული მაგისტრალის სამხედრო დანიშნულებით გამოყენების გამორიცხვა არ შეიძლება, თუმცა, სამხედრო საფრთხეზე მეტად, ეკონომიკური...

სამი პუტინი: მემკვიდრე, ოფიცერი, იმპერატორი

სამი პუტინი: მემკვიდრე, ოფიცერი, იმპერატორი
access_time2019-08-17 16:00:29
„ძალაუფლება რყვნის, ხოლო აბსოლუტური ძალაუფლება რყვნის აბსოლუტურად“.                                                                                        ...

„პოზიტიური მესიჯებით ცდილობენ დაასტაბილურონ ლარი. ადამიანები კი სხვა მდგომარეობას აწყდებიან ქუჩაში - საწვავის, პროდუქტის გაძვირებას..."

„პოზიტიური მესიჯებით ცდილობენ დაასტაბილურონ ლარი. ადამიანები კი სხვა მდგომარეობას აწყდებიან ქუჩაში - საწვავის, პროდუქტის გაძვირებას...
access_time2019-08-17 14:00:48
“როგორც არ უნდა ვისაუბროთ სხვადასხვა ფაქოტრებზე და შეცდომებზე, ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ლარის კურსის ვარდნას იწვევს არის ის, რომ ჩვენი ეკონომიკა არ იზრდება იმ დოზით, რა დოზითაც ლარს სჭირდება გასამყარებლად. ამის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ 2004-2012 წლები, როცა ლარი მყარდებოდა“, - ამბობს გია ჯანდიერი, „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ ვიცეპრეზიდენტი, რომელიც არც წინა ხელისუფლების შეცდომებზე საუბრისგან იკავებს თავს, თუმცა, თვლის, რომ მაშინდელი ეკონომიკური ზრდის ტემპი...

საქართველოში სასტუმროების ფასი 10%-ით დაეცა

საქართველოში სასტუმროების ფასი 10%-ით დაეცა
access_time2019-08-17 12:00:09
მიუხედავად მოლოდინებისა, რომ წელს, ზაფხულის სეზონზე ტურისტების შემოდინება შემცირდებოდა, რაც საქართველოს ეკონომიკაზე უარყოფითად აისახებოდა, ოფიციალური მონაცემებით, 2019 წლის მე-2 კვარტალში საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 2.2 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლთან...


მსგავსი სიახლეები

up