კორპორაცია Apple აშშ-ში ოფიციალურ მაღაზიაში აღდგენილი სმარტფონების iPhone 8 გაყიდვას იწყებს - გასაყიდი ფასი $359-ს შეადგენს. ეს სმარტფონები თითქმის 5 წლის წინ გამოუშვეს.
iPhone 8 მოძველებულ ჩიპზე Apple A11-ა აწყობილი. ამ გაჯეტის კიდევ ერთ მინუსად უნდა ჩაითვალოს ისიც, რომ მალე ვეღარ მიიღებს iOS განახლებებს.
აღდგენილ სმარტფონებს კომპლექტში მოჰყვება ყურსასმენი, კაბელი და ადაპტერი.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Apple თავის სმარტფონებში ისეთი ფუნქციის დანერგვას გეგმავდა, რომელიც მთლიანად ჩაანაცვლებს საგადახდო ტერმინალებს.
ამასთან, ხანგრძლივი ბეტა-ტესტირების შემდეგ Apple-მა 13 დეკემბერს გამოუშვა აიფონებისთვის განახლებული iOS 15.2, რომელიც მრავალ ახალ ფუნქციას შეიცავს.
შეგახსენებთ, რომ Apple უკაბელო კავშირისთვის საჭირო ჩიპების წარმოებას საკუთარი ძალებით გეგმავს. დღეისათვის კომპანია Broadcom-ისა და Skyworks Solutions-ის ჩიპებს იყენებს, თუმცა მიკროსქემების დეფიციტის გამო გადაწყვიტა საკუთარი ეკოსისტემის შექმნა, რომელიც ნაკლებად დამოკიდებულს გახდის გარე მიმწოდებლებზე.
delo.ua