კინოთეატრ „აპოლოს”  რესტავრაცია 2020 წლიდან იგეგმება -ისტორიული შენობა,რომლის ფასადიც ინგრევა

კინოთეატრ „აპოლოს” რესტავრაცია 2020 წლიდან იგეგმება -ისტორიული შენობა,რომლის ფასადიც ინგრევა

access_time2019-12-13 15:30:31

 კინოთეატრ „აპოლოს“ ფასადი რამდენიმე დღის წინ  ჩამოინგრა,  „კომერსანტი“ დაინტერესდა რა მდგომარეობაშია  ისტორიული შენობა-ნაგებობა და  გიორგი გეგელიას დაუკავშირდა, რომელიც  კინოთეატრ  „აპოლოს“ 100%-იანი წილის  მფლობელია და კომპანია „კონფიდენს გრუპის“ ხელმძღვანელია.  როგორც გეგელია  აღნიშნავს,  შენობის ფასადი  სიცოცხლისთვის საშიში არ არის, რადგან  დაზიანებული ფასადის დემონტაჟი მოხდა. 

 

 გიორგი გეგელია აცხადებს, რომ ისტორიული შენობის, „კინოთეატრი აპოლოს”  რესტავრაცია 2020 წლიდან  იგეგმება, რომლის შემდეგაც დედაქალაქი  გრანდიოზულ კულტურულ სივრცეს მიიღებს. 

 

 მისი თქმით ,არ შეიცვლება შენობის იერსახე და თეატრი მაქსიმალურად მიუახლოვდება პირვანდელ სახეს, რომელიც მას დაარსების დროს ჰქონდა.  შენობაში რამდენიმე სივრცე განთავსდება, სადაც კულუტურული ღონისძიებების ჩატარება გახდება შესაძლებელი. 


„მზად გვაქვს რეაბილიტაციის პროექტი, თუმცა, პატარა შეფერხება გვაქვს, ელექტრონულ სისტემაზე გადასვლის დროს ხარვეზი მოხდა, წითელ ხაზში არ ვართ შესული, განაცხადი გვაქვს რეესტრში, შემდეგ მერიაში შევიტანთ რეაბილიტაციის პროექტს და დაველოდებით დამტკიცებას.“-აღნიშნავს  გეგელია.

 


 კინოთეატრ  „აპოლოს“ მესაკუთრე დაგეგმილ სამუშაო პროცესებსა და პროექტის ინვესტიციაზე საუბრობს და  განმარტავს,რომ პროექტი დაწყებიდან  დაახლოებით 3 წლის შემდეგ დასრულდება, რადგან სამუშაოები მოცულობითია.


„სავალალო მდგომარეობაა შენობაში. გვინდა, შენობაში აღმოჩენილი ძველი ნახატები და ფრესკები პირვანდელი სახით შევინარჩუნოთ  ესეც გარკვეულ დროს მოითხოვს. კინოთეატრს მთავარ ფუნქციას შევუნარჩუნებთ, მაგრამ დაემატება საგამოფენო სივრცე, პატარა  საკონცერტო დარბაზი, კვების ობიექტიც, ყველა სივრცე  ერთი სახელის- კინოთეატრ აპოლოს“ ქვეშ  გაერთიანდება. პროექტში  5 მლნ. დოლარზე მეტის ინვესტირება იგეგმება. არ არის გამორიცხული აქტივი ან მთლიანად, ან ნაწილობრივ გასხვისდეს “ აცხადებს გეგელია. 

 

ბიზნესმენი  მედიის მიერ გავრცელებულ  განცხადებასაც ეხმიანება, სადაც ნახსენებია, რომ   კინოთეატრს ორი- მდიდრების და ღარიბების  შესასვლელი ექნებოდა. გეგელია ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ  კინოთეატრში საზოგადოების ფენებად დაყოფა არ მოხდება.

 

„ის, რომ კინოთეატრს  ორი შესასვლელი ექნება,  მდიდრების და ღარიბების,  არის კონტექსტიდან ამოგლეჯილი  სიტყვები. ჩვენმა არქიტექტორმა ერთ-ერთ გადაცემაში მაგალითისთვის „ლა სკალას“ სცენა მოიყვანა, სადაც დღესაც შესაძლებელია, რომ 800 დოლარიან წარმოადგენას ვიღაც, ვისაც ფინანსური რესურსი არ აქვს 40 დოლარად დაესწროს. ჩვენც ვგეგმავთ საქართველოს მოსახლეობას ხელი შევუწყოთ ამ მხრივ. როგორც გითხარით ეს მხოლოდ კინოთეატრი არ იქნება, შენობაში აუცილებლად დაიგეგმება დიდი ღონისძიებები, ჩამოვიყვანთ მსოფლიო დონის შემსრულებლებს, თუნდაც, ჯაზმომღერალს  ან დიჯეის, რომლის  ბილეთი,  სიტყვანზე, 200 ლარი ეღირება, ჩვენთან კი მისი შეძენა სტუდენტს, ან ადამიანს რომელსაც მცირე შემოსავალი აქვს, გაცილებით ნაკლებად შეეძლება. ეს ხომ ფენებად დაყოფა არ არის, ეს ხელშეწყობაა.“-ამბობს გეგელია.

 

 კინოთეატრი „აპოლო“ გიორგი გეგელიამ, როგორც თავად აცხადებს,  4-5 წლის წინ  ფიზიკური პირისგან შეიძინა. 


 ნათია ლომიძე






„კომერსანტის“ 28 იანვრის TOP 10 თემა

„კომერსანტის“ 28 იანვრის TOP 10 თემა
access_time2020-01-28 21:30:47
„კომერსანტის“ 28 იანვრის TOP 10 თემა 1.„არჩევნების წინ ბიუჯეტში უფრო მეტი სახსრების მობილიზებას ცდილობენ“ – „საქსტატი“ ჩრდილოვანი ეკონომიკის დარგების აღრიცხვას იწყებს 2.„ქართული ოცნების“ პრემიებზე დახარჯული მილიონები და 112-ის გაუმართავი...

„ხალხი ცდილობს თავი შეიკავოს როგორც ჩინური პროდუქციისგან, ასევე დაწესებულებებში სტუმრობისგანაც“-კორონავირუსის გავლენა ჩინურ რესტორნებზე

„ხალხი ცდილობს თავი შეიკავოს როგორც ჩინური პროდუქციისგან, ასევე დაწესებულებებში სტუმრობისგანაც“-კორონავირუსის გავლენა ჩინურ რესტორნებზე
access_time2020-01-28 18:15:26
ჩინეთში დაფიქსირებული კორონავირუსი მსოფლიო ყურადღების ცენტრშია. რამდენიმე ქვეყანამ ჩინეთიდან პროდუქციის შეტანაც კი აკრძალა. ინტენსიურად მოწმდება აეროპორტებში მგზავრების მდგომარეობაც. საქართველოში ჩინეთიდან ცოცხალი ცხოველის შემოყვანა აიკრძალა. აკრძალვების ფონზე „კომერსანტი“ დაინტერესდა რა მდგომარეობაა საქართველოში არსებულ ჩინურ რესტორნებში. შემცირდა თუ არა სტუმრების რაოდენობა ან შეჩერებულია თუ არა დაწესებულებების იმ ნედლეულით მომარაგება, რომელიც ჩინეთიდან...

ჩინეთის კორონავირუსმა iPhone-ის წარმოება საფრთხის წინაშე დააყენა

ჩინეთის კორონავირუსმა iPhone-ის წარმოება საფრთხის წინაშე დააყენა
access_time2020-01-28 20:20:26
ჩინეთში გავრცელებული კორონავირუსი, რომელმაც უკვე 100 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, iPhone-ების წარმოებას აფერხებს.  Bloomberg-ის მონაცემებით,  ჩინეთის ხელისუფლების მიერ მიმოსვლაზე შეზღუდვების დაწესებამ Apple-ის საწარმოო ჯაჭვში რღვევები შეიტანა. „ვერ წარმომიდგენია სცენარი, რომლის შემთხვევაშიც მიწოდების ჯაჭვი არ გაირღვევა, ამისთვის საკმარისია ნედლეულის, წარმოების, ტესტირებისა და მიწოდების მცირე სერიოზული შეფერხებაც კი“ - განუცხადა Bloomberg-ს ანალიტიკოსმა...

ბათუმში Ibis Styles-ისა და Novotel living-ის სასტუმროები გაიხსნება

ბათუმში Ibis Styles-ისა და Novotel living-ის სასტუმროები გაიხსნება
access_time2020-01-28 17:15:35
ბათუმში, კახაბრის დასახლებაში მრავალფუნქციურ კომპლექსში სასტუმროების 2 საერთაშორისო ბრენდი იქნება წარმოდგენილი. ბრენდების შემოყვანაზე Ibis Styles-სა და Novotel living-თან კომპანია „ეიერ-მერიდიანსმა“ მოლაპარაკებებს უკვე მიაღწია. ამ დროისთვის გაფორმებულია 20 წლიანი ხელშეკრულება Ibis Styles-თან, Novotel living-თან კი გაფორმებულია მემორანდუმის თანახმად, 20 წლიანი ფრანშიზა უახლოეს 3 თვეში გაფორმდება. ეს ორი შეთანხმება გახდა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის...

მაია ცქიტიშვილი: „მსოფლიოში მესამე ადგილზე ვართ საგადასახადო ტვირთის სიმცირის მიხედვით“

მაია ცქიტიშვილი: „მსოფლიოში მესამე ადგილზე ვართ საგადასახადო ტვირთის სიმცირის მიხედვით“
access_time2020-01-28 17:00:05
ზოგადად, ქვეყანაში საგადასახადო ტვირთის შესაფასებლად გამოიყენება მაჩვენებელი, რომელიც საგადასახადო შემოსავლების მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობას ზომავს. მაია ცქიტიშვილი საწარმოს კომერციულ მოგებაში პირდაპირი გადასახადების ფარდობით მაჩვენებელს გულისხმობს, რომელიც მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგის ერთ-ერთი კომპონენტია. რადგან გამოსვლისას პოლიტიკოსი ბიზნეს-კონიუნქტურაზე საუბრობდა, აღნიშნული მაჩვენებლის გამოყენება მიზანშეწონილია, თუმცა საბოლოო ჯამში, კონკრეტიკა არასაკმარისია და განცხადება...


მსგავსი სიახლეები

up