„APM Terminals-ი ანაკლიის პორტის წინააღმდეგ ფარულ ლობირებას ეწევა არამარტო საქართველოში, არამედ უცხოეთში“

„APM Terminals-ი ანაკლიის პორტის წინააღმდეგ ფარულ ლობირებას ეწევა არამარტო საქართველოში, არამედ უცხოეთში“

access_time2017-12-01 17:00:23

„ძალიან კარგია, რომ APM Terminals-მა თავი გამოაჩინა,- ასე უპასუხა მამუკა ხაზარაძემ ფოთის პორტის გენერალური დირექტორის კლაუს ჰოლმ ლოურსენის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ის საქართველოში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საჭიროებას ვერ ხედავს.


„რა იცის კონტი ჯგუფმა ან რა იციან ბანკირებმა ტრანსპორტირების შესახებ,- აღნიშნა ლოურსენმა ანალიტიკასთან ინტერვიუში და ანაკლიის პორტის განმახორციელებელი „თიბისი ჯგუფი“ და ამერიკული „კონტი ჯგუფი გააკრიტიკა.


ფოთის პორტის დირექტორის შეფასებებს კი მამუკა ხაზარაძემ უპასუხა:


„ის, რაც მოვისმინე, არის შემაშფოთებელი. ეს განცხადება კეთდება მაშინ, როდესაც საქართველო ატარებს აბრეშუმის გზის ფორუმს, მოწვეული ჰყავს 60 ქვეყნის წარმომადგენელი და აკეთებს იმის დემონსტრირებას, რომ საქართველო იყოს ღირსეულად წარმოდგენილი ამ მარშრუტზე. ამ მარშრუტზე ღრმაწყლოვანი პორტის არსებობის გარეშე წარმოდგენა არის შეუძლებელი.



ძალიან უხერხულია, დანიის წარმომადგენელი გვეუბნებოდეს საქართველოს, რომ ჩვენ არ გვჭირდება ღრმაწყლოვანი პორტი, როდესაც დანიას 5 ღრმაწყლოვანი პორტი აქვს და სწორედ ასე შექმნეს ის პოტენციალი ქვეყნის განვითარების, რომელიც აქვს.


მე მინდა მას გადავცე, ძალიან კარგი, რომ APM Terminals-მა თავი გამოიჩინა და ღიად წარსდგა საზოგადოების წინაშე. ის ფარულ ლობირებას ეწევა არამარტო საქართველოში, არამედ უცხოეთში, ანაკლიის პორტის წინააღმდეგ და ჩვენი ქვეყნის პერსპექტივის წინააღმდეგ. კარგია, რომ სახე გამოიჩინა. ეს არის, ჩემი როგორც ერთ-ერთი ქართველის შეფასებით, საბოტაჟი ქვეყნის წინააღმდეგ. ასეთი განცხადებები წინ ეღობება იმ შესაძლებლობებს, რომელიც საქართველომ უნდა მიიღოს,- განცახადა მამუკა ხაზარაძემ.



bm.ge




წელს ყურძნის მინიმალური ფასი 80 თეთრი იქნება

წელს ყურძნის მინიმალური ფასი 80 თეთრი იქნება
access_time2020-07-09 11:07:40
„წელს ყურძნის მინიმალური ფასი 80 თეთრი იქნება“-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მთრობამ მიიღო გადაწყვეტილება, მოახდენს რთველის სუბსიდირება, საუბარია რქაწითელის და კახური მწვანის ჯიშებზე.  „ამისთვის ბიუჯეტი უკვე გამოყოფილია, შესაბამისი დავალება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უკვე მიცემული აქვს, თუ საჭირო გახდა სახელმწიფოც ჩაერთვება გაყიდვებში თუ ამის აუცილებლობა გახდა. ქართველმა...

აკვაპარკი Gino Paradise-ი დღეს იხსნება

აკვაპარკი Gino Paradise-ი დღეს იხსნება
access_time2020-07-09 10:48:13
ქვეყანაში პირველი მსხვილი აკვაპარკი Gino Paradise-ი დღეს იხსნება. ამის შესახებ კომპანიამ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა.„მოვიდა ნანატრი დრო! გავიარეთ ყველანაირი შემოწმება და დღეს, 9 ივლისს ვიხსნებით! დიდი ხნის განშორების შემდეგ, მოუთმენლად ველოდებით თქვენთან შეხვედრას მზის მცხუნვარე სხივებისგან გაგრილება, ჩვენს გრილ, ჩუხჩუხა აუზებში დღეიდან შეგიძლიათ! მზე, აუზები, სრრიალ-ბზზრიალა ტობოგანები, წყლის ატრაქციები, უგემრიელესი კოქტეილები - ესაა ყველაფერი, რაც ნანატრი...

ახალი სატარიფო გეგმა ენერგეტიკაში ინვესტიციებს გაზრდის

ახალი სატარიფო გეგმა ენერგეტიკაში ინვესტიციებს  გაზრდის
access_time2020-07-09 10:00:31
საქართველოს მთავრობამ მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგურების განვითარებისთვის განახლებადი ენერგიის წყაროების მხარდაჭერის ახალი მექანიზმი დაამტკიცა. მხარდაჭერის სქემა მოიცავს შემდეგ კომპონენტებს: მხარდაჭერის პერიოდს და პრემიალურ ტარიფს. საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით მხარდაჭერის პერიოდი განისაზღვრება სადგურის ექსპლუატაციაში შესვლისა და წარმოების ლიცენზიის (კანონმდებლობით ასეთი საჭიროების შემთხვევაში) გაცემიდან ათი წლის ვადით, წელიწადში 8 თვის...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-08 21:30:06
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.აშშ-ს ეს დამოკიდებულება ცოტა გადაჭარბებულია -ბიზნესი ამერიკის კონგრესის განცხადებაზე კომპანია „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ღვინის მწარმოებელი კომპანია „ვაზიანის“ ხელმძღვანელი ირაკლი იაშვილი „კომერსანტთან“...

ჩვენი ხელისუფლება აშშ-ს მუდმივად ატყუებს,ისინი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავენ- ფრონტერა

ჩვენი ხელისუფლება  აშშ-ს  მუდმივად ატყუებს,ისინი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავენ- ფრონტერა
access_time2020-07-08 17:00:38
 „ჩვენი ხელისუფლება მუდმივად ატყუებს აშშ-ს და ისინი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავენ. ეკონომიკის მინისტრმა ამერიკის ელჩს შეხვედრაზე უთხრა, რომ 34 პროცენტითაა გაზრდილი ამერიკული ინვესტიციები საქართველოში. თუმცა, ამ ამერიკულ კომპანიებში ჩამოთვლილია რატომღაც ქართული ტელეკომპანია   POSTV და  სხვა კომპანიები, რომელთა 90 პროცენტი შექმნილია ირანული კაპიტალით საქართველოში. არანაირი ინვესტიციები არ გაზრდილა ჩვენს ქვეყანაში და  რაც დრო გადის მეტი სიცხადე შედის...


მსგავსი სიახლეები

up