აპირებთ თუ არა გადახედოთ 520-ე დადგენილებას, რომელმაც  ჯანდაცვის სისტემის ფინანსურ მდგრადობას უზარმაზარი ზარალი მიაყენა-  ჭაბერაშვილი გახარიას

აპირებთ თუ არა გადახედოთ 520-ე დადგენილებას, რომელმაც ჯანდაცვის სისტემის ფინანსურ მდგრადობას უზარმაზარი ზარალი მიაყენა- ჭაბერაშვილი გახარიას

access_time2020-05-27 15:50:33

„აპირებთ თუ არა გადახედოთ 520-ე დადგენილებას, რომელმაც პანდემიამდე უზარმაზარი ზარალი მიაყენა  ჯანდაცვის სისტემის ფინანსურ მდგრადობას“, - ამ კითხვით მიმართა პარლამენტში ანგარიშის წარსადგენად მისულ საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. ოპოზიციონერმა დაპუტატმა თავის გამოსვლაში ყურადღება ჰოსპიტალურ სექტორში შექმნილ პრობლემებზე გაამახვილა.


„ბ.ნ გიორგი, თქვენ თქვენი დროის უდიდესი ნაწილი დაუთმეთ იმაზე საუბარს რა გაკეთდა, მაგრამ ძალიან ცოტა ილაპარაკე იმასთან დაკავშირებით რა უნდა გაკეთდეს მომავალში და მინდა გითხრათ, რომ ჩვენ საზოგადოებას, რომელიც ძალიან გაჭირვებული იყო კრიზისამდეც ახლა კიდევ უფრო მეტად გაუჭირდა და აინტერესებთ ის, რა იქნება ხვალ და როგორ გაუმკლავდნენ იმ შიმშილს, რომლის წინაშეც დადგნენ.



თუმცა, გარდა იმ ეკონომიკური და სოციალური პრობლემებისა და სიღარიბის, უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რომ ჩვენს ქვეყანას, როგორც თქვენი მრჩევლები ამბობენ, ელოდება (იმედია ეს არ გამართლდება) მეორე ან მესამე ტალღა. მნიშვნელოვანია ის, რომ ამას  ჯანდაცვის სისტემა შეხვდეს მომზადებული და მინდა საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვუთხრა, რომ 22 მაისს 9 კლინიკამ წერილით მიმართა პრემიერ-მინისტრს. ჩამოვთვლი ამ კლინიკებს ეს არის „ჯოენის სამედიცინო ცენტრი“, „ნიუ ჰოსპიტალსი“, „თბილისის გულის ცენტრი“, კლინიკა „გული“, კლინიკა „ჯერარსი“, „პინეო ეკოსისტემა“, „თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი“, „ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა“. ეს არის ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილი და როდესაც ამ პირობებში უწევთ კლინიკებს დამატებითი ხარჯის გაწევა, იმ რეგულაციების შესასრულებლად რაც მოდის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან. ამ პირობებში   გეგმიური ოპერაციები პრაქტიკულად გაჩერებული იყო და მნიშვნელოვნად არის შემცირებული ზოგადად ფინანსური ნაკადები კლინიკებში და თქვენ და ჯანდაცვის მინისტრი აპირებთ თუ არა გადახედოთ 520-ე დადგენილებას, რომელმაც პანდემიამდე უზარმაზარი ზარალი მიაყენა  ჯანდაცვის სისტემის ფინანსურ მდგრადობას.სხვათაშორის, იმის გამო რომ 6 თვიანი დაგვიანებებია ამ ფულის ჩარიცხვის, სწორედ ახლა დაეწყო კლინიკებს იმ შემცირებული თანხის ჩარიცხვები, რომელიც მოდის ნოემბრიდან“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.


ბაჩო ადამია 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up