ჩინეთის ხელისუფლება კორონავირუსისა და ინფიცირებული ადამიანების რაოდენობის შესახებ ინფორმაციას მალავდა, რათა მედიკამენტების მარაგი გაეზარდა. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის შიდა უსაფრთხოების სამინისტროს ანგარიშში, რომელსაც სააგენტო Associated Press-ი გაეცნო.
ანგარიშის ავტორთა თქმით, ჩინეთის ხელისუფლება 2020 წლის იანვარში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას კორონავირუსის შესახებ ყალბ ინფორმაციას აწვდიდა, ამავდროულად კი მედიკამენტებისა და სამედიცინო აღჭურვილობის იმპორტი გაზარდა, ექსპორტი კი შეამცირა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge