ანზორ ქოქოლაძე: სასამართლო თუ არ იქნება თავის სიმაღლეზე, ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს აზრი არ ექნება

ანზორ ქოქოლაძე: სასამართლო თუ არ იქნება თავის სიმაღლეზე, ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს აზრი არ ექნება

access_time2018-11-23 14:00:07


ვალების განულება, ლარის კურსი და სასამართლო სისტემა, რას ფიქრობს და როგორ აფასებს ქვეყანაში არსებულ პრობლემებს ბიზნესმენმა ანზორ ქოქოლაძე. „ელიტ ელექტრონიქსის“დამფუძნებელმა ამ თემებზე რადიო კომერსანტის გადაცემაში კომერსანტზე სანდრო ვეფხვაძესთან ერთად ისაუბრა.



ვალების განულება არის უპრეცედენტო გადაწყვეტილება, მსოფლიოში პრეცედენტი არ მახსენდება, როცა კერძო კომპანია დგამს ასეთ ნაბიჯს, ეს ფონდი ქართუს სოციალური პასუხისმგებლობაა, რაც მისასალმებელია და მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. მნიშვნელოვანია იმის გააზრება,რომ 600 ათას ადამიანს მოეხსნება სტრესი, მათ უთავისუფლდება ხელ-ფეხი იმისთვის,რომ დაიწყოს ეკონომიკური აქტივობა. გაიზრდება გაყიდვები, შემსუბუქდება სტრესი და ფინანსურ ინსტიტუტებსაც შეუმსუბუქდება ტოქსიკური კრედიტები.



ამ გადაწყვეტილებაში მოსახლეობის მომავალში ვალების ხელახალი აღების წახალისების საფრთხეს ხედავენ, თუმცა ვფიქრობ,რომ ეს არასწორი მოლოდინია. რისკს ამ ეტაპზე ნაკლებად ვხედავ, ბოლო რეგულაციებიდან გამომდინარე,რომლებიც ავტომატურად ზღუდავს უპასუხისმგებლო კრედიტის გაცემას და კრედიტის აღებაც ადვილი აღარ იქნება
, - ამბობს ბიზნესმენი.


რაც შეეხება ლარის კურსის გაუფასურებას, ანზორ ქოქოლაძის თქმით, კურსმა რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით მეტად შეინარჩუნა სიმყარე.


რა თქმა უნდა, კურსის ასეთი ცვლილება ბიზნესისთვის მტკინვეულია, მაგრამ რა უნდა გაეკეთებინა ხელისუფლებას? თუ ხელოვნურად მოხდებოდა ჩარევა, ეს ცოტა დროის გასვლის შემდეგ უფრო უარყოფით გავლენას მოახდენდა ქვეყნის ეკონომიკაზე. ამ მხრივ, ვფიქრობ რომ ხელისუფლება თანმიმდევრული იყო. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მეზობელ ქვეყნებში გაუფასურება 200%-საც კი გადასცდა, ქართული ლარი ყველაზე მეტად ინარჩუნებდა სიჯანსაღეს.- განაცხადა ანზორ ქოქოლაძემ.



ბიზნესმენის ქვეყანაში ყველაზე დიდ პრობლემად  სასამართოსა და სამართალწარმოების სისტემას ასახელებს.


 მისი თქმით, ქვეყნის წინსვლის ერთ-ერთი მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი სასამართლო სისტემის ხარვეზებია.



სასამართლო თუ არ იქნება თავის სიმაღლეზე, ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს აზრი არ ექნება. ჩვენ ყველანაირ ფორმატს ვიყენებთ, რომ ბიზნესის პრობლემები ხელისუფლებამდე მივიტანოთ, ხელისუფლების მხრიდან იდგმება მნიშვნელოვანი ნაბიჯები, მაგრამ სასამართლო მაინც ყრუ კედელად რჩება, - ამბობს ანზორ ქოქოლაძე.


კომერსანტი









დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-04-09 21:30:56
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.„ავტომობილების 60 პროცენტი საზღვარგარეთ გადიოდა“ - კორონავირუსის და ჩაკეტილი საზღვრების გავლენა ავტობაზარზე კორონავირუსის პანდემიის პირობებში უძრავ-მოძრავ ქონებაზე მოსახლეობის მინიმუმამდე დასული ინტერესი ავტომობილების შიდა ბაზარზეც ისევე მძიმედ...

9 აპრილი - ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი უმნიშვნელოდ გამყარდა

9 აპრილი - ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი უმნიშვნელოდ გამყარდა
access_time2020-04-09 19:00:54
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის დასაწყისიდან ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება დაიწყო და წლის დასაწყისთან შედარებით, დაახლოებით 22%-ით გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაშიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, რეგიონის ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 8 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი...

დარგები, რომელიც პანდემიის დასრულების შემდეგ გაკოტრების წინაშე აღმოჩნდება-ირაკლი ბერძენაძე

დარგები, რომელიც პანდემიის დასრულების შემდეგ გაკოტრების წინაშე აღმოჩნდება-ირაკლი ბერძენაძე
access_time2020-04-09 18:00:52
ევროპის ლიბერალური ეკონომიკის ასოციაციის საერთაშორისო ეკონომიკური ექსპერტი ირაკლი ბერძენაძე facebook-ში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „კორონავირუსის პანდემია აუცილებლად დასრულდება მაქსიმუმ 2 თვის ვადაში, მაგრამ სექტორები, რომლებიც აღმოჩნდებიან ღრმა ფინანსურ კრიზისში და გარკვეულწილად გაკოტრების წინაშე იქნება შემდეგი: 1) უძრავი ქონების ბაზარი - (კომერციული და საცხოვრებელი ბინების გაქირავება, მშენებლობა).2) ტურიზმი (სასტუმრო, AirBnb ზე...

საერთაშორისო მისიების ღია წერილი საქართველოს მთავრობასა და ხალხს - „საჭიროა დაუცველი ბიზნესებისა და მოსახლეობის მხარდაჭერა, რომ შოკს გაუძლონ“

საერთაშორისო მისიების ღია წერილი საქართველოს მთავრობასა და ხალხს - „საჭიროა დაუცველი ბიზნესებისა და მოსახლეობის მხარდაჭერა, რომ შოკს გაუძლონ“
access_time2020-04-09 14:31:25
საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების წარმომადგენლები და დიპლომატები საქართველოს მთავრობასა და ხალხს ღია წერილით მიმართავენ. ღია წერილი მსოფლიო ბანკმა გაავრცელა. წერილში პანდემიისგან გამოწვეულ პრობლემებთან გასამკლავებლად საქართველოს მზაობასა და ქვეყნის მხარდაჭერაზეა საუბარი. „COVID-19–ის პანდემია და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური კრიზისი უპრეცედენტო სისწრაფით ღრმავდება და მსოფლიოს ეკონომიკას რეცესიისკენ...

რუსეთში კარანტინის პირველივე კვირას ტანსაცმლის გაყიდვები განულდა

რუსეთში კარანტინის პირველივე  კვირას ტანსაცმლის გაყიდვები განულდა
access_time2020-04-09 18:30:46
„სბერბანკის“ ინფორმაციით, პირველივე არასამუშაო კვირა რუსეთში, რომელიც 30 მარტიდან 5 აპრილამდე გაგრძელდა, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიებისთვის კრახის დასაწყისი გახდა, მოთხოვნა პრაქტიკულად განულდა - რეალიზაცია 94,2 პროცენტით შემცირდა. ავეჯსა და ინტერიერის ნივთებზე მოთხოვნა რუსეთში 81 პროცენტით დაეცა, ხოლო ტექნიკა და ელექტრონიკის გაყიდვები 58 პროცენტამდე შემცირდა. თუმცა, რუსებმა მოიმარაგეს ღვინო, საკვები და წამლები. სხვა სფეროებს კრიზისის...


მსგავსი სიახლეები

up