ანზორ ქოქოლაძე: „ტექნიკის ბაზარზე გაყიდვების შემცირების მიუხედავად, „ტექნობუმი“ წელს 7%-იანი ზრდით ასრულებს“

ანზორ ქოქოლაძე: „ტექნიკის ბაზარზე გაყიდვების შემცირების მიუხედავად, „ტექნობუმი“ წელს 7%-იანი ზრდით ასრულებს“

access_time2017-12-30 10:00:52

„2017 წელი ტექნიკის ბაზრისთვის რთული წელი იყო, ბაზარზე გაყიდვები დაახლოებით 5%-ით შემცირდა“ - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ საახალწლო ეთერში „ტექნობუმის“ დამფუძნებლმა ანზორ ქოქოლაძემ განაცხადა.


როგორც ქოქოლაძე აღნიშნავს, როდესაც ჩვენს სამეზობლოში კრიზისი იყო, ბაზარზე გაყიდვები მნიშვნელოვნად შემცირდა საქართველოშიც.

 

„ტექნიკის სექტორი საკმაოდ მზარდი იყო, 2012-დან 2014-წლამდე აღმავლობის პერიოდი იყო. 2015-2016 წლებში ვალუტების დევალვაციის პირობებში, როდესაც ჩვენს სამეზობლოში  კრიზისი იყო, მნიშვნელოვანი ვარდნა მოხდა, ტექნიკის ბაზარმა მნიშვნელოვანი კლება განიცადა. 2017 წელს შეიძლება ვთქვათ, რომ ფსკერს უახლოვდებოდა სექტორი. დაახლოებით 5%-იანი ვარდნა იყო ბაზრის, თუმცა „ტექნობუმის“ გაყიდვები 7%-ით გაიზარდა. სირთულეები, რომელიც 2017 წელს ტექნიკის ბაზარს ჰქონდა, სწორედ მომხმარებლის ქცევიდან გამომდინარე იყო. მოკლედ, ტექნიკის ბაზარზე გაყიდვების შემცირების მიუხედავად, „ტექნობუმი“ წელს 7%-იანი ზრდით ასრულებს “, - განმარტა ანზორ ქოქოლაძემ.


 

ბიზნესმენი კონკურენციაზე საუბრისას აცხადებს, რომ „კონკურენცია ამ სექტორში საკმაოდ ჯანსაღია და ისტორიულადაც ჯანსაღი იყო. კონკურენტებს ხშირად ჰგონიათ, რომ ჩვენ მათი მტრები ვართ, მაგრამ ეს ასე არ არის. ჩვენი კონკურენტი გვაჯანსაღებს, რომ ვიყოთ უფრო აქტიურები და არ მოვდუნდეთ“, - განაცხადა ანზორ ქოქოლაძემ.



კომერსანტი




კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს
access_time2020-07-11 12:55:09
ავიაკომპანია Emirates-ის დირექტორის, ტიმ კლარკის განცხადებით, 9 ათასამდე სამუშაო ადგილს გაუქმებას გეგმავენ. მიზეზი პანდემიაა, - ამის შესახებ BBC...

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო
access_time2020-07-11 19:00:04
ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში, რომელსაც ყოველდღიურად ანახლებს Bloomberg-ი, მეშვიდე ადგილი დაიკავა. ამ შედეგით მან საინვესტიციო ფონდ...

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა
access_time2020-07-11 18:00:17
ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, 11.3 მლნ ლარით (13.9%) გაიზარდა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია...

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება "ჭკუით მოქცევა"

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება
access_time2020-07-11 16:00:42
რისი მანიშნებელია ამერიკის საბიუჯეტო კანონპროექტის ჩანაწერი საქართველოსთვის შესაძლო სასჯელის დაწესების თაობაზე? რისი მანიშნებელია ოლიგარქებისა და არაფორმალური მმართველობის ხსენება თანდართულ განმარტებებში? არის ეს დიდი სურათის ნაწილი თუ მხოლოდ ცალკეული კონგრესმენების იდეებია? აქვს ...

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან
access_time2020-07-11 14:00:11
პანდემიისა და ზაფხულის ცხელ დღეების გამო დეზერტირების ბაზრობის დახლებთან სავაჭროდ მისული ადამიანები კანტი-კუნტად შეიმჩნევა. ხანშიშესული ქალები ე.წ. საკიდი დახლებით ქოლგებს აფარებენ თავს და გამვლელებს სხვადასხვა პროდუქციას სთავაზობენ. პანდემიის დროს გამოწვეული სირთულეების შესახებ მოვაჭრებებთან საუბარი გვსურდა, მათი უმრავლესობა მედიასთან...


მსგავსი სიახლეები

up