„სახელმწიფომ უნდა დაიტოვოს მხოლოდ ძირითადი ფუნქციები, საწარმოები  კი მთლიანად კერძო სექტორის ხელში გადავიდეს

„სახელმწიფომ უნდა დაიტოვოს მხოლოდ ძირითადი ფუნქციები, საწარმოები კი მთლიანად კერძო სექტორის ხელში გადავიდეს

access_time2018-12-26 14:30:44

კომერსანტთან ბიზნესის წარმომადგენლები ეკონომიკის მინისტრის მიერ დაანონსებულ, სახელმწიფო ქონების პრივატიზებას აფასებენ.


ბიზნესმენ ანზორ ქოქოლაძის განმარტებით, სახელმწიფო საკუთრების კერძო სექტორში გადასვლა ქვეყნის კეთილდღეობას გაზრდის და კონკურენტულ პირობებს შექმნის ბაზარზე.


„ის რომ სახელმწიფოს მიერ დასუფსიდირებული კომპნაია კონკურენციას უწევს კერძო კომპანიას, ცხადია, არაჯანსაღია. რაც უფრო ნაკლები ბიზნესსუბიექტი იქნება სახელმწიფოს მფლობელობაში, მით უკეთესი. ამ არაეფექტურ სახელმწიფო კომპანიებში კი საქართველოს თითოეული მოქალაქე იხდის ფულს.


სახელმწიფომ უნდა დაიტოვოს მხოლოდ ძირითადი ფუნქციები, როგორიცაა უსაფრათხოება, სამართალწარმოების პროცესი, საკანონმდებლო ნაწილი და ასე შემდეგ.



საწარმოები კი მთლიანად კერძო სექტორის ხელში უნდა გადავიდეს, თუმცა რამდენიმე გეოპოლიტიკური მნიშვნელობის ობიექტის გასხვისება, შესაძლოა, რისკებს უკავშირდებოდეს. ასეთია ნავთობსადენები, გაზზსადენები და რკინიგზის ცენტრალური ლიანდაგი, რადგან კერძო მფლობელების პირადმა პოლიტიკურმა თუ ეკონომიკურმა ინტერესმა შესაძლოა დიდი პრობლემები წარმოშვას. თუმცა, ცხადია, გასხვისება ნაჩქარევი არ უნდა იყოს და რეალური საბაზრო ღირებულებით უნდა მოხდეს სახელმწიფო საკუთრების გასხვისება,“
-განაცხადა ანზორ ქოქოლაძემ.




სახელმწიფო ქონების პრივატიზების საკითხს დადებითდ აფასებს კარდიოლოგიური კლინიკა „გულის“ დამფუძნებელი ანზორ მელიაც.



„ ფაქტობრივად, ქვეყანაში ყველა სამედიცინო დაწესებულება კერძოა, რამდენიმე თუ არ ჩავთვლით. შესაბამისად პრივატიზების საკითხი სამედიცინო სფეროს ნაკლებად შეეხება.ზოგადად სახელმწიფო საკუთრების კერძო მფლობელობაში გადასვლა დადებითია, რადგან კერძო სექტორი ბევრად ეფექტიანად მართავს. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ კერძო კომპანიები თანაბარ პირობებში იყვნენ, ამ საკითხს კი ანტიმონოპოლიური კანონის არსებობა დაარეგულირებდა,“
-განმარტა ანზორ მელიამ.


შეგახსენებთ, რომ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ სახელმწიფო ქონების გასხვისებაზე პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.


„ჩვენ ძალიან დიდი რაოდენობით სახელმწიფო ქონება გვაქვს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობაში უნდა ჩავრთოთ. ეს ქონება თუ არ გავასხვისეთ, კერძო სექტორზე არ განვკარგეთ, ეს ჩვენი დიდი დამაბრკოლებელი ფაქტორი იქნება. ასევე, მნიშვნელოვანია სახელმწიფო კომპანიების ეფექტიანობის ზრდა,“- განაცხადა ქობულიამ .



მარიამ ტიტვინიძე




საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა

საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა
access_time2021-06-14 17:46:59
თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ელექტრომომარაგება, სისტემური ავარიის შემდეგ, მთლიანად აღდგა. ამის შესახებ საქართველოს "სახელმწიფო ელექტროსისტემაში"...

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2021-06-14 18:00:57
14 ივნისის ვაჭრობაზე დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 7 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 112 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. 14 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და 3.2040 ლარი გახდა (ეს კურსი 15 ივნისს შევა ძალაში). ქართული ვალუტით ვაჭრობა Bloomberg-ზე...

ხვალიდან „ბელავია“ საქართველოში რეისებს აორმაგებს

ხვალიდან „ბელავია“ საქართველოში რეისებს აორმაგებს
access_time2021-06-14 18:45:14
ბელარუსულმა ავიაკომპანიამ „ბელავია“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების რაოდენობას 15 ივნისიდან მნიშვნელოვნად გაზრდის. „15 ივნისიდან ბათუმის რეისების რაოდენობა გაორმაგდება – კვირაში 7–დან 14–მდე. „ბელავია“ საქართველოს მთავარ საზღვაო ქალაქში დღეში ორჯერ იფრენს. 15 ივნისიდანვე იგეგმება თბილისის მიმართულებით ფრენების სიხშირის გაზრდაც – ნაცვლად არსებული 7 რეისისა კვირაში – 11 რეისამდე. ოთხი რეისი დაემატება: სამშაბათობით, ოთხშაბათობით და შაბათ–კვირას“, – განაცხადეს...

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები
access_time2021-06-14 16:50:28
ნატო–ს სამიტზე საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით არავითარი თარიღები და შესაძლო ვადები არ დასახელდება, მხოლოდ დადასტურდება, რომ ნატო–ს კარი ღიაა და ამ პროცესში რუსეთს ვეტოს უფლება არ გააჩნია. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანიის მარშალის ცენტრში ონლაინ–დისკუსიის დროს განაცხადა, რომელიც ნატო–ს სამიტის დაწყებას უძღოდა წინ. „საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში ჩვენ ბუქარესტის სამიტზე (2008 წლის აპრილი....

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება
access_time2021-06-14 16:45:54
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი პარლამენტში მინისტრის საათზე დეპუტატებს დაეთაბნხმა, რომ  კაპიტალის ბაზარი განუვითარებელია და მხოლოდ ერთეული ტრანზაქციები ხორციელდება. მისივე თქმით, „მოწმენდილ მინდორზე კაპიტალის ბაზარი არ ვითარდება“. „ჩვენ შემოვიღეთ კაპიტალის ბაზრის დაბეგვრის ძალიან ლიბერალური რეჟიმი. პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით ჩვენ გავანულეთ განაკვეთები. დავხვეწეთ საკანონმდებლო გარემო და მივუახლოვეთ საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებს. საპენსიო რეფორმით შევქმენით...


მსგავსი სიახლეები

up