ანზორ მელია: „ კლინიკებში ფასები უნდა დასტაბილურდეს და ეს არანაირად არ იქნება კერძო ბიზნესში ჩარევა “

ანზორ მელია: „ კლინიკებში ფასები უნდა დასტაბილურდეს და ეს არანაირად არ იქნება კერძო ბიზნესში ჩარევა “

access_time2019-09-09 15:00:50

საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსების მექანიზმი ცვლილება კარდიოლოგიური კლინიკა „გულის“ დამფუძნებელი ანზორ მელია „კომერსანტთან“  ეხმაურება და  აცხადებს, რომ ინიციატივა მისასალმებელია.  მისი ინფორმაციით, ერთი და იგივე მანიპულაციაზე სხვადასხვა კლინიკაში სხვადასხვა ფასები დღეს საკმაოდ დიდი პრობლემაა. კლინიკა „გულის“ დამფუძნებელი თვლის, რომ ფასები უნდა დასტაბილურდეს და ეს არაირად არ იქნება კერძო ბიზნესში ჩარევა.


„კერძო ბიზნესში ჩარევაა ის, როდესაც ბიზნესს ავალდებულებ ისეთ რამეს, რაც შეუძლებელია. მაგალითად, ახლა მივიღე ინფორმაცია, რომ 1 საწოლზე 900 ლიტრი  რეზერვი უნდა გქონდეს წყლის. გამოდის, 70 ტონა რეზერვუარი მჭირდება, რომ კლინიკამ  ფუნქციონირება გააგრძელოს. ეს შეუძლებელია. აქამდე ეს ასე არ იყო,“–აცხადებს მელია.

 

მისი განმარტებით, თუ სამინისტრო და პარლამენტი ფასებს დაარეგულირებს, მაგაზე კარგი არაფერი იქნება.


„დღეს კლინიკა „გულს“ ძველი ფასები აქვს და არ დაუკორექტირებია. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ძვირდება და ლარი უფასურდება,“– აცხადებს მელია.


 

რაც შეეხება პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებას, რომ მნიშვნელოვანი თანხები მიდის არაპესონალის  ანაზღაურებაზე, არამედ არაფექტურ სამეურნეო დანახარჯებზე და აუცილებელია მისი რეგულირება, მელია განმარტავს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ეს უკვე ჩარევაა და კერძო კლინიკა ამ კუთხით რას გააკეთებს, ეს მისი გადასაწყვეტია.

 

„ვერ მართავენ ესენი სახლემწიფოს, არ იციან. როდესაც  ოპერაცია არის დაფინანსებული 15 500 ლარად, კორონალური შულტირება, პენიოსნერმა უნდა გადაიხადოს 10%–3.650 ლარი ,ხოლო არაპენსიონერმა–5000–მდე. სახელმწიფომ თუ აიღო ვადლებულება, მთლაინად დაუფინანსოს და შემდეგ კლინიკებისადმი კონტროლი გააძლიეროს, ეს ჯიბიდან გადახდას შეამცირებს,“–აღნიშნავს მელია.


როგორც ცნობილია, საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსების მექანიზმი იცვლება .ჯანდაცვის სამინისტრო გეგმავს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში არსებული ტარიფები ყველა კლინიკისთვის გაათანაბროს, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებული სხდომაზე განაცხადა.

 

მისი თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების მიუხედავად, პაციენტების ჯიბიდან გადასახადის მაჩვენებელი 20-22 პროცენტს აღემატება, კერძო სექტორის მოგება კი, 35 პროცენტს აჭარბებს.


„სახელმწიფო მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსს ხარჯავს 2013 წლიდან. მაგრამ ჩვენთვის ცნობილია, რომ ეს არ არის საკმარისი და კვლავ დიდი რჩება მოსახლეობის ჯიბიდან გადახდილი თანხები. ბოლო 7 წლის განმავლობაში საყოველთაო ჯანდაცვის მხრიდან მოხდა 3 მილიარდნახევარზე მეტი თანხის დაფინანსება პაციენტების ჯანმრთელობისთვის. 2013 წლიდან 2 მილიონ 400 ათასზე მეტმა მოქალაქემ მიმართა საყოველთაო ჯანდაცვით სამედიცინო დაწესებულებებს. მკურნალობა ჩატარდა 6 მილიონ 700 ათასზე მეტი შემთხვევაში. მიხედავად ამისა, პაციენტების ჯიბიდან გადახდილი თანხა 20-22 პროცენტს აღემატება. ხოლო კერძო სექტორის მიერ სარგებლობა ამ შემთხვევაში 35 პროცენტზე მეტია. აღნიშნული მონაცემები ნათლად წარმოაჩენს სისტემური ცვლილებების საჭიროებას. სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება შევცვალოთ დაფინანსების მექანიზმი და სახელმწიფო ბიუჯეტიდან განხორციელდეს შესყიდვა ტარიფიკაციის პრინციპით. რაც ითვალისწინებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში არსებული ტარიფების გათანაბრებას ყველა კლინიკისთვის. ეს არის ფასწარმოქმნის აპრობირებული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ბაზრის რეგულაციას და ხარისხსაც. ეს სისტემა გახდება ქვეყნის მასშტაბით ერთიანი სტანდარტი“, - განაცხადა ტიკარაძემ.


სოფო ქსოვრელი 





დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება
access_time2020-07-04 18:00:12
გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა დღეს მმართველ გუნდს პირდაპირ უთხრა, რომ სექტემბერში სწავლა ჩვეულ რეჟიმში უნდა განახლდეს. ღასან ხალილი ხელისუფლებას მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესების დაცვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სკოლების დაკეტვა ბავშვებზე ნეგატიურ გავლენას...

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს
access_time2020-07-04 16:00:24
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას ინფორმაციით, დაგროვებითი საპენსიო სქემის დანაზოგებით, მთავრობა სახელმწიფო საწარმოების დაფინანსების შესაძლებლობას...

ტრამპი ბაიდენს თითქმის ყველა გამოკითხვაში ჩამორჩება

ტრამპი ბაიდენს თითქმის ყველა გამოკითხვაში ჩამორჩება
access_time2020-07-04 20:00:13
ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე 5 თვეზე ნაკლები დრო რჩება. რესპუბლიკელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი ეროვნული მასშტაბით ჩატარებულ გამოკითხვებში მნიშვნელოვნად ჩამორჩება მის სავარაუდო მეტოქეს დემოკრატიული პარტიიდან. დემოკრატი ჯო ბაიდენი, შეერთებული შტატების ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მას ისეთ შტატებშიც კი უსწრებს, რომელიც ტრადიციულად კონსერვატიული არჩევანით იყო ცნობილი. ასეთებია მაგალითად, მისური და ტეხასი. პრეზიდენტს დღეს ფართოდ აკრიტიკებენ პანდემიის ცუდად მართვისთვის. შეერთებული...

Hotsale.ge-ზე განთავსებულ 400-ზე მეტ სასტუმროში ერთ კვირაში 2000 ჯავშანი გაიყიდა

Hotsale.ge-ზე განთავსებულ 400-ზე მეტ სასტუმროში ერთ კვირაში 2000 ჯავშანი გაიყიდა
access_time2020-07-04 17:30:40
დას­ვე­ნე­ბის სე­ზო­ნი მალე აქ­ტი­ურ ფა­ზა­ში შევა, დამ­სვე­ნე­ბელ­თა დიდი ნა­წი­ლი კი, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ კუ­რორ­ტებს შე­არ­ჩევს. სა­ინ­ტე­რე­სოა, წელს სად შე­იძ­ლე­ბა ხა­რის­ხი­ა­ნად დას­ვე­ნე­ბა და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და­ნა­ზო­გე­ბის გა­კე­თე­ბა. რო­მე­ლი სას­ტუმ­რო­ე­ბია ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი და რო­გო­რია მათი ფა­სე­ბი? ამის შე­სა­ხებ  HOTSALE.GE-ს დი­რექ­ტორს თა­თუ­ლი ზა­კა­ლაშ­ვილს...

ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა

ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა
access_time2020-07-04 13:00:42
კორონავირუსის გამო შემოღებული 3 თვიანი კარანტინი აშშ-ში უძრავი...


მსგავსი სიახლეები

up