ანზორ მელია: ექიმებს ან შესაბამისი ცოდნა არ აქვთ, ან ფარმაციულ კომპანიებთან არიან გარიგებულები

ანზორ მელია: ექიმებს ან შესაბამისი ცოდნა არ აქვთ, ან ფარმაციულ კომპანიებთან არიან გარიგებულები

access_time2018-08-10 15:30:00

„მივესალმები იმ ფაქტს, რომ ექიმების მიერ პაციენტებისთვის ჭარბი რაოდენობით მედიკამენტების გამოწერა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოწმდება. განსაკუთრებით კი პერიფერიებში, რადგან იქ ექიმები არ ვითარდებიან და ერთ დონეზე არიან გაჩერებულები,“ - ამის შესახებ „კომერსანტს“ კარდიოლოგიური კლინიკა „გულის“ დირექტორმა ანზორ მელიამ განუცხადა.

 

 

მისივე თქმით, ექიმები იმ წამლებს არ უნიშნავენ პაციენტებს, რაც ავადმყოფებისთვის საჭიროა, ან ერთი და იგივე დანიშნულების წამალს სხვადასხვა სახელწოდებით უწერენ.

 

 

ზემოთ აღნიშნული კომენტარიდან გამომდინარე „კომერსანტის“ კითხვაზე ექიმები გარიგებულები ხომ არ არიან ფარმაციულ კომპანიებთან  მელია გვპასუხობს, რომ „ან შესაბამისი ცოდნა არ აქვთ, ან გარიგებას აქვს ადგილი.“

 

 

  კლინიკა „გულის“ დირექტორი ექიმის მიერ გამოწერილი წამლების გადამოწმების ფაქტს, მათი კვალიფიკაციის ამაღლებასაც უაკავშირებს, რადგან ამით თითოეული პროფესიონალი დაფიქრდება პაციენტს რეალური საჭიროებით დანიშნულ წამლებს უწერს თუ არა.


 

„შემოწმება მიმდინარეობს და ექიმებს შიშის გრძნობა გაუჩნდათ. ისინი პაციენტის მედიკამენტების შესახებ ინფორმაციას სრულყოფილად წაიკითხავენ და დაფიქრდებიან შესაძლებელია თუ არა რომელიმე კონკრეტულ შემთხვევაში ამ თუ იმ წამლის დანიშვნა,“ - განმარტა ანზორ მელიამ.

 

 

 

2018 წლის 16 ივლისიდან პაციენტებს ჯანდაცვის სამინისტროში ექიმის მიერ მედიკამენტების ჭარბი რაოდენობით გამოწერის გადამოწმება შეუძლიათ. საუბარია ექიმის მიერ პაციენტისთვის 5 და მეტი მედიკამენტის გამოწერაზე.

 

ჯანდაცვის სამინისტრო პოლიფარმაციის პრევენციის მექანიზმს ნერგავს, რაც წამლების არამიზნობრივი გამოყენების რისკებს შეამცირებს.

 

პაციენტის მიმართვის შემთხვევაში, ექიმის მიერ გაცემულ დანიშნულებას სამინისტროს სამუშაო ჯგუფი შეისწავლის და შესაბამის დასკვნას გასცემს.

 

 

 

ავგტორი:ლიკა გურაბანიძე





საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა

საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა
access_time2021-06-14 17:46:59
თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ელექტრომომარაგება, სისტემური ავარიის შემდეგ, მთლიანად აღდგა. ამის შესახებ საქართველოს "სახელმწიფო ელექტროსისტემაში"...

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2021-06-14 18:00:57
14 ივნისის ვაჭრობაზე დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 7 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 112 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. 14 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და 3.2040 ლარი გახდა (ეს კურსი 15 ივნისს შევა ძალაში). ქართული ვალუტით ვაჭრობა Bloomberg-ზე...

ხვალიდან „ბელავია“ საქართველოში რეისებს აორმაგებს

ხვალიდან „ბელავია“ საქართველოში რეისებს აორმაგებს
access_time2021-06-14 18:45:14
ბელარუსულმა ავიაკომპანიამ „ბელავია“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების რაოდენობას 15 ივნისიდან მნიშვნელოვნად გაზრდის. „15 ივნისიდან ბათუმის რეისების რაოდენობა გაორმაგდება – კვირაში 7–დან 14–მდე. „ბელავია“ საქართველოს მთავარ საზღვაო ქალაქში დღეში ორჯერ იფრენს. 15 ივნისიდანვე იგეგმება თბილისის მიმართულებით ფრენების სიხშირის გაზრდაც – ნაცვლად არსებული 7 რეისისა კვირაში – 11 რეისამდე. ოთხი რეისი დაემატება: სამშაბათობით, ოთხშაბათობით და შაბათ–კვირას“, – განაცხადეს...

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები
access_time2021-06-14 16:50:28
ნატო–ს სამიტზე საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით არავითარი თარიღები და შესაძლო ვადები არ დასახელდება, მხოლოდ დადასტურდება, რომ ნატო–ს კარი ღიაა და ამ პროცესში რუსეთს ვეტოს უფლება არ გააჩნია. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანიის მარშალის ცენტრში ონლაინ–დისკუსიის დროს განაცხადა, რომელიც ნატო–ს სამიტის დაწყებას უძღოდა წინ. „საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში ჩვენ ბუქარესტის სამიტზე (2008 წლის აპრილი....

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება
access_time2021-06-14 16:45:54
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი პარლამენტში მინისტრის საათზე დეპუტატებს დაეთაბნხმა, რომ  კაპიტალის ბაზარი განუვითარებელია და მხოლოდ ერთეული ტრანზაქციები ხორციელდება. მისივე თქმით, „მოწმენდილ მინდორზე კაპიტალის ბაზარი არ ვითარდება“. „ჩვენ შემოვიღეთ კაპიტალის ბაზრის დაბეგვრის ძალიან ლიბერალური რეჟიმი. პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით ჩვენ გავანულეთ განაკვეთები. დავხვეწეთ საკანონმდებლო გარემო და მივუახლოვეთ საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებს. საპენსიო რეფორმით შევქმენით...


მსგავსი სიახლეები

up