მედიკამენტის რეკლამირება, თუ  პოლიტიკური ნაღმები ანზორ მელიას წინააღმდეგ - ვინ და რატომ იყენებს კლინიკა „გულის“ დამფუძნებლის სახელს

მედიკამენტის რეკლამირება, თუ პოლიტიკური ნაღმები ანზორ მელიას წინააღმდეგ - ვინ და რატომ იყენებს კლინიკა „გულის“ დამფუძნებლის სახელს

access_time2019-02-27 16:00:44


ინტერნეტ სივრცეში  ანზორ მელიას სახელით ინტერვიუ გავრცელდა, სადაც   კლინიკა „გულის“ დამფუძნებელი ერთ-ერთ მედიკამენტს  პოპულარიზაციას უწევს. როგორც კომერსანტმა გაარკვია ანზორ მელიამ არათუ წამლის რეკლამა გააკეთა, არამედ ამ გამომცემლობასთან საერთოდ არ უსაუბრია. იგი გავრცელებულ ინფორმაციას სრულ სიცრუეს უწოდებს და  ამ ფაქტში მის წინააღმდეგ ჩადებულ პოლიტიკური ნაღმებს ხედავს.


„საშინელი სიტუაციაა, რომელიც კარგად ასახავს იმ მდგომარეობას, რომელშიც დღეს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროა. როგორც ირკვევა, ექიმებს ქალის მკურნალობაც არ უცდიათ. პაციენტს გაუკეთეს გადასხმები, რასაც არანაირი სამკურნალო ეფექტი არ აქვს. ექიმებმა ქალი სასიკვდილოდ გაიმეტეს. ამის მიუხედავად, ისინი პაციენტის შვილს მკურნალობის თანხას სძალავდნენ,“ - ასე იწყება სტატია, რომელიც ინტერნეტში გავრცელდა და რომლის რესპონდენტიც, თითქოს, კარდიოლოგი ანზორ მელიაა.  



„კომერსანტთან“ საუბრისას „გულის“ დამფუძნებელმა აღნიშნა, რომ სტატიაში დასახელებული მედიკამენტის საყიდლად  მოქალაქეები მის კლინიკაშიც მივიდნენ. 


„შეიძლება რაღაც პრეპარატს რეკომენდაცია გავუწიო, მაგრამ არა დამატებით კვების წამალს, რომელიც სტატიაშია დასახელებული.  43 წლის სტაჟი მაქვს კარდიოლოგის და ჩემს სიცოცხლეში წამალი არ გამიყიდია. ხომ არიან ისეთი ექიმები, რომლებიც ეუბნებიან  პაციენტებს, რომელ აფთიაქში იყიდონ მედიკამენტი, ესეც კი არ მითქვამს არასდროს. ჩემთვის ეს პრინციპულად მიუღებელია. რატომ მოუნდათ ჩემთვის ამ იარლიყის მოკერება, გაუგებარია,“ - განმარტავს ანზორ მელია.



ანზორ მელია  ეჭვობს, რომ პროცესს, შეიძლება, პოლიტიკური სარჩული ჰქონდეს და მიზეზი მისი შვილი   „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელიაა.   როგორც კლინიკა „გულის“ დამფუძნებელი აცხადებს,  დისკრედიტაციის მიზნით  არასწორი ინფორმაცია წარსულშიც გაუვრცელეს.


ადამიანებს უჭირთ, მედიკამენტს ისედაც ვერ ყიდულობენ და კიდევ ატყუებენ, თან ჩემი სახელით. სახელის გამოყენებას კიდევ არაუშავს, მგონია, პოლიტიკური ნაღმია ამ ყველაფერში ჩადებული. ცხოვრებაში ვერაფერი მომიძებნეს, ვერც მე და ვერც ნიკას და ახლა ამ მეთოდით დაიწყეს ბრძოლა. მსგავსი ფაქტი ადრეც მომხდარა, როდესაც ნიკა მერობის კანდიდატად კენჭს იყრიდა. იმ პერიოდში ერთ-ერთმა გამოცემამ დაწერა, რომ მოსკოვში კარდიოქირურგად ვმუშაობდი, რა დროსაც ინდოელ მაფიოზებს შევეკარი და ორგანოებით ვვაჭრობდი, რის გამოც, ვითომ, დაჭერილი ვიყავი. მოსკოვიდან გამოვითხოვე ცნობა, რომ ნასამართლევი არ ვიყავი და რომ  კარდიოქირურგად არასდროს მიმუშავია. ამ ყველაფერს 2 წელი მოვანდომე. შეიძლება იმ ფირმას, რომელიც უშვებს ამ წამალს და ყიდის, მყიდველის მოზიდვა უნდა და პოპულარულ ექიმებს რთავს ამ კამპანიაში, მაგრამ ჩემზე უფრო სახელოვანი ექიმებიც არიან და მაინცდამიანც ჩემზე რატომ უნდა შეეჩერებინათ არჩევანი?“ - აცხადებს ანზორ მელია.


საიტი, რომელზეც მასალა აიტვირთა, უკვე აღარ იძებნება. აღსანიშნავია, რომ სტატია რუსულ ენაზეა დაწერილი, რაც ექიმს დამატებით კითხვებს უჩენს.


 

„მოსკოვში პირველი სამედიცინო ინსტიტუტი დავამთავრე, იქ მყავს მეგობრების ფართო წრე, მაგრამ 2008 წლის შემდეგ მე, ფაქტობრივად, ჩემს მეგობრებთან ურთიერთობა შევწყვიტე. მინდა ისინი დამამახსოვრდნენ ისეთებად, როგორებიც იყვნენ. ურთიერთობა რომ გამეგრძელებინა, ისინი თავიანთ ქვეყანას დაიცავდნენ, მე ჩემსას და უთანხმოება მოგვივიდოდა. ამიტომ არავის ვეკონტაქტები. მხოლოდ ერთადერთმა ჯგუფელმა გამომიგზავნა 2008 წელს მესიჯი, რომ ჩემს გვერდით იყო. ყოველდღიური ოკუპაციის და რუსული აგრესიის შემდეგ მე რუსეთის გაგონება არ მინდა, რუსულ მედიასაც კი არ ვუყურებ და ვკითხულობ,“ - განაცხადა ანზორ მელიამ.


ბაჩო ადამია

 

 





საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა

საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა
access_time2021-06-14 17:46:59
თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ელექტრომომარაგება, სისტემური ავარიის შემდეგ, მთლიანად აღდგა. ამის შესახებ საქართველოს "სახელმწიფო ელექტროსისტემაში"...

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2021-06-14 18:00:57
14 ივნისის ვაჭრობაზე დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 7 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 112 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. 14 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და 3.2040 ლარი გახდა (ეს კურსი 15 ივნისს შევა ძალაში). ქართული ვალუტით ვაჭრობა Bloomberg-ზე...

ხვალიდან „ბელავია“ საქართველოში რეისებს აორმაგებს

ხვალიდან „ბელავია“ საქართველოში რეისებს აორმაგებს
access_time2021-06-14 18:45:14
ბელარუსულმა ავიაკომპანიამ „ბელავია“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების რაოდენობას 15 ივნისიდან მნიშვნელოვნად გაზრდის. „15 ივნისიდან ბათუმის რეისების რაოდენობა გაორმაგდება – კვირაში 7–დან 14–მდე. „ბელავია“ საქართველოს მთავარ საზღვაო ქალაქში დღეში ორჯერ იფრენს. 15 ივნისიდანვე იგეგმება თბილისის მიმართულებით ფრენების სიხშირის გაზრდაც – ნაცვლად არსებული 7 რეისისა კვირაში – 11 რეისამდე. ოთხი რეისი დაემატება: სამშაბათობით, ოთხშაბათობით და შაბათ–კვირას“, – განაცხადეს...

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები
access_time2021-06-14 16:50:28
ნატო–ს სამიტზე საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით არავითარი თარიღები და შესაძლო ვადები არ დასახელდება, მხოლოდ დადასტურდება, რომ ნატო–ს კარი ღიაა და ამ პროცესში რუსეთს ვეტოს უფლება არ გააჩნია. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანიის მარშალის ცენტრში ონლაინ–დისკუსიის დროს განაცხადა, რომელიც ნატო–ს სამიტის დაწყებას უძღოდა წინ. „საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში ჩვენ ბუქარესტის სამიტზე (2008 წლის აპრილი....

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება
access_time2021-06-14 16:45:54
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი პარლამენტში მინისტრის საათზე დეპუტატებს დაეთაბნხმა, რომ  კაპიტალის ბაზარი განუვითარებელია და მხოლოდ ერთეული ტრანზაქციები ხორციელდება. მისივე თქმით, „მოწმენდილ მინდორზე კაპიტალის ბაზარი არ ვითარდება“. „ჩვენ შემოვიღეთ კაპიტალის ბაზრის დაბეგვრის ძალიან ლიბერალური რეჟიმი. პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით ჩვენ გავანულეთ განაკვეთები. დავხვეწეთ საკანონმდებლო გარემო და მივუახლოვეთ საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებს. საპენსიო რეფორმით შევქმენით...


მსგავსი სიახლეები

up