520-ე დადგენილებამ და ლარის კურსმა გვაიძულა მასალების ჩინური ალტერნატივა ვეძებოთ - ჰოსპიტალური სექტორის კრიზისი

520-ე დადგენილებამ და ლარის კურსმა გვაიძულა მასალების ჩინური ალტერნატივა ვეძებოთ - ჰოსპიტალური სექტორის კრიზისი

access_time2020-10-07 12:00:01

ლარი დღესაც გაუფასურდა, გუშინაც, გუშინწინაც,  ლარის გაუფასურება ქვეყანაში უკვე ჩვეულებრივ ამბად იქცა. ხელისუფლებამ ეროვნული ვალუტის გაუფასურების ერთ-ერთ ფაქტორად მოახლოებული არჩევნები დაასახელა და გვითხრა, რომ ვითარება კონტროლს ექვემდებარება. თუმცა რადიკალურად განსხვავებულია რეალობა, რეალობა რომელშიც 25 წლის ლარის მასშტაბურმა გაუფასურებამ სხვადასხვა სექტორში ფასების ზრდა უკვე გამოიწვია. მოსახლეობას გაზრდილი ფასები უკვე დახვდებათ საავადმყოფეობში.

 

თბილისის გულის ცენტრის გენერალური დირექტორი არჩილ ჩუხრუკიძე აცხადებს, რომ ლარის გაუფასურება პირველ რიგში  ჰოსპიტალურ სექტორზე აისახა. ექიმის თქმით, ბოლო პერიოდში კლინიკების ხარჯი 25 პროცენტით გაიზარდა, რაც პროპორციულად აისახა სერვისების ღირებულებაზე. არჩილ ჩუხრუკიძე აცხადებს, რომ რეალურად კარდიოლოგია და კარდიოქირურგია სტაგნაციაშია და უკუგნავითარებას განიცდის, მისი თქმით, არსებული დაფინასნების პირობებით არანაირ წინსვლაზე და არანაირ პროგრესზე ჯანდაცის სექტორში საუბარი არ არის.

 

ერთჯერადი მასალები, ყველაფერი რაც კი შემოგვაქვს დოლარის კურსზეა მიბმული, შესაბამისად ჩვენ შესყიდვები გაგვიძვირდა, ვცდილობთ უფრო იაფი ვარიანტები მოვიძიოთ, რაც თავისთავად გულისხმობს არა ევროპულ არამედ ჩინურ ანალოგებს, რომელიც შეიძლება შედარებით იაფი იყოს. ჩვენი სერვისები გაძვირდა და შესაბამისად პაციენტს მომსახურება გაუძვირდა. კლინიკების ხარჯები 25 პროცენტით გაიზარდა, რასაც დაემატა COVID 19.  სახელმწიფო კერძო კლინიკას არ ეხმარება, იძლებულები ვართ ჩვენი ხარჯებით, როგორც შეგვიძლია დაცვის საშუალებებით მზადყოფნაში ვიყოთ, რამაც დამატებითი ფინანსური ტვირთი გამოიწვია.

 

520-დადგენილება, ახალი რეგულაციები, ლარის კურის გაუფასურება, ზოგადად კატასტროფული სიტუაციაა. ჩვენ მუშაობას ვაგრძელებთ, მაგრამ კლინიკები თუ არ იქნებიან ნორმალური ანაზღაურების რეჟიმში, წინსვლას და განვითარებას ვერ  მოახერხებენ და შეიძლება ბევრი კლინიკა დაიხუროს, - განაცხადა არჩილ ჩუხრუკიძემ.

 


 

მიუხედავად იმია, რომ ხარჯები მნიშვნელოვნად გაეზარდათ, ქვეყანაში შექმნილი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ფასებს არ ზრდის კლინიკა გული. კარდიოლოგი, ანზორ მელია აცხადებს, რომ პაციენტებისთვის წამლების შეძენაც კი დიდ პრობლემას წარმოადგენს, არათუ გაზრდილი მომსახურების საფასური.

 

 

ახლა როდესაც თქვენ გესაუბრებით  ბანკში ვარ, სადაც სესხის მეორე ტრანშს ვაკეთებ. ახალი დადგენილებით, ყველა კლინიკას უნდა ჰქონდეს კომპიტერული ტომოგრაფიის დანადგარი, რომელიც მინიმუმ 150 000 ევრო ღირს. ამ დანადგარის ჩამოტანა, დამონტაჟება და ოთხის მოწყობა კიდევ სხვა დამატებითი დიდი ხარჯია. ეს მაშინ, როდესაც ჩემი კლინიკიდან 50 მეტრში არის 2 კომპიუტერული ტომოგრაფი. სხვა გამოსავალი არ მაქვს. პირველი კერძო კლინიკა ვიყავი, 25 წელი გვისრულდება და ახლა ამ მთავრობას როგორ გავანადგურებინო.


3-4 თვე კიდევ შევძლებთ არსებობას იმის ხარჯზე, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით დავალიანება აქვთ ჩასარიცხი. მერე რა იქნება არ ვიცი. ალბათ ისევ პაციენტების დახმარებით გადავრჩებით, რადგან კლინიკას აქვს ავტორიტეტი და ამბულატორიული ავადმყოფები მოდიან.


ლარის კურსის მერყეობით, ყოველდღურად წაგებაში მივდივართ. წამლები გაძვირდა, სახარჯო მასალა გაძვირდა, სარქველები, სტენდები ყველაფერი გაძვირდა და ფაქტიურად მოგება კლინიკას არ აქვს, როგორ განვვითარდებით არ ვიცი. თუ ეს მთავრობა დარჩა საშინელ დღეში ჩავვარდებით. ასეთ დროს კლინიკაში ადგილი არ იყო ხოლმე, ამბოლატორიულად მინუმუმ 60 პაციენტს ვღებულობდი, ახლა 20-25 ადამიანი თუ მოვა. ხალხს ფული არ აქვს, ვერ მოდიან, რა უნდა ჰქნან? აქედან გამომდინარე ფასები არ გამიზრდია, სულ არ ავიღებ ხელფასს და ფასებს არ მოვუმატებ. თქვენ არ იცით რა საშინელ მდგომარეობაშია ხალხი, 5 ლარიან წნევის წამალი 30 ლარი, მათ კი ყიდვის შესაძლებლობა არ აქვთ,- განაცხადა ანზორ მელიამ.


ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up