ანტონიო გუტიერესი - გაერო-ს 230 მლნ დოლარის დეფიციტი აქვს და შესაძლოა, თვის ბოლოსთვის უფულოდ დარჩეს

ანტონიო გუტიერესი - გაერო-ს 230 მლნ დოლარის დეფიციტი აქვს და შესაძლოა, თვის ბოლოსთვის უფულოდ დარჩეს

access_time2019-10-09 22:00:16

გაერო-ს 230 მილიონი აშშ დოლარის დეფიციტი აქვს და შესაძლოა ამ თვის ბოლოსთვის უფულოდ დარჩეს, - ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერესმა განაცხადა. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.


წერილი, რომელიც ორგანიზაციის 37 000-მა თანამშრომელმა გაერო-ს სამდივნოდან მიიღო, იტყობინება, რომ დამატებითი „დროებითი ზომების“ მიღებაა საჭირო, რომელიც უზრუნველყოფს თანამშრომლების წინაშე არსებული ვალდებულებებისა და ხელფასების გასტუმრებას.


„წევრმა სახელმწიფოებმა მთლიანი თანხის მხოლოდ 70% გადაიხადეს, რომელიც 2019 წლის რეგულარული საბიუჯეტო ოპერაციებისთვისაა საჭირო. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ 230 მილიონი აშშ დოლარის დეფიციტი გვაქვს, რამაც შესაძლოა, სექტემბრის ბოლოსთვის, ჩვენი ფულადი რეზერვების ამოწურვა გამოიწვიოს“, - წერს გუტიერესი.



„გაერო-ს გენერალურმა მდივანმა წევრ სახელმწიფოებს არაერთხელ მიმართა კონტრიბუცია განეხორციელებინათ ორგანიზაციისთვის ფულადი სახსრების მოძიების პრობლემის თავიდან ასაცილებლად, რაზეც მათ უარი განაცხადეს“, - ამის შესახებ ანონიმურმა წყარომ მედიას განუცხადა.


ცნობისთვის, სამშვიდობო ოპერაციების ხარჯების გარდა, გაერო-ს ბიუჯეტი დაახლოებით 5 მილიარდ ევროს შეადგენს, რომლის 22% შეერთებული შტატების კონტრიბუციაა.



IPN


თეგები:
გაერო



„სოფელში უმუშევრობა უფრო დაბალ დონეზეა, მაგრამ სიღარიბე ბევრად მაღალია“

„სოფელში უმუშევრობა უფრო დაბალ დონეზეა, მაგრამ სიღარიბე ბევრად მაღალია“
access_time2019-11-19 11:45:51
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საქართველოში ივნისის აქციების შემდეგ პირველ კვლევას აქვეყნებს. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული, პირველი კვლევის მიხედვით, რომელიც საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა საქართველოში 2019 წლის ივნისის ანტირუსული საპროტესტო აქციების შემდეგ ჩაატარა,გამოკითხულთა 80%-მა ქვეყნის მასშტაბით უმთავრეს პრობლემებად დაასახელა უმუშევრობა, საცხოვრებელი ხარჯები და სიღარიბე. „ზემოაღნიშული, ასევე,...

IRI - გამოკითხულთა 80%-მა ქვეყნის მასშტაბით უმთავრეს პრობლემებად უმუშევრობა, საცხოვრებელი ხარჯები და სიღარიბე დაასახელა

IRI - გამოკითხულთა 80%-მა ქვეყნის მასშტაბით უმთავრეს პრობლემებად  უმუშევრობა, საცხოვრებელი ხარჯები და სიღარიბე დაასახელა
access_time2019-11-19 10:05:21
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საქართველოში ივნისის აქციების შემდეგ პირველ კვლევას აქვეყნებს. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული, პირველი კვლევის მიხედვით, რომელიც საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა საქართველოში 2019 წლის ივნისის ანტირუსული საპროტესტო აქციების შემდეგ ჩაატარა, ხელისუფლებისადმი ნდობის მაჩვენებელმა საგრძნობლად დაიკლო. მათივე ცნობით, არც ერთ პარტიას არ გააჩნია გამოკვეთილი უპირატესობა მომავალი...

„ფრესკო“ პროტესტის ნიშნად 24 საათით იკეტება

„ფრესკო“ პროტესტის ნიშნად 24 საათით იკეტება
access_time2019-11-18 21:29:59
„ფრესკო“ პროტესტის ნიშნად 24 საათით იკეტება. ამის შესახებ კომპანია ინფორმაცია სოციალურ ქსელში ავრცელებს. ქსელური ჰიპერმარკეტის განცხადებას კომერსანტი უცვლელად გთავაზობთ:   „მიგვაჩნია, რომ ის, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება, ჩვენთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის კონსტიტუციური უფლების წართმევაა! დღეს, კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ადამიანის ფუნდამეტური უფლება - აზრისა და სიტყვის გამოხატვის თავისუფლება იზღუდება.   რთულია, ამ სიტუაციაში იყო უმოქმედოდ, მაგრამ...

თბილისის მოვლენებს მსოფლიოს წამყვანი გამოცემები ეხმაურება

თბილისის მოვლენებს მსოფლიოს წამყვანი გამოცემები ეხმაურება
access_time2019-11-18 21:00:20
თბილისში მიმდინარე მოვლენები მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. “საქართველოში მიმდინარე პროტესტს პარლამენტთან შეერთებული შტატები და ევროკავშირი უჭერს მხარს“, - სტატიას ამ სათაურით France 24 აქვეყნებს. გამოცემა წერს, რომ მიმდინარე აქციები, ბოლო წლების მანძილზე ყველაზე მასშტაბური ანტისამთავრობო გამოსვლებია საქართველოს დედაქალაქში. გამოცემის ცნობით, დაახლოებით 20 000 ადამიანი თბილისის ქუჩებში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს. საპროტესტო აქციებზე წერს ასევე...

კახა კალაძე –სახელმწიფომ საკუთარი ვალდებულება შეასრულა და პარლამენტის უკანონო ბლოკირება აღკვეთა

კახა კალაძე –სახელმწიფომ საკუთარი ვალდებულება შეასრულა და პარლამენტის უკანონო ბლოკირება აღკვეთა
access_time2019-11-18 20:15:51
გვინდა გამოვეხმაუროთ რუსთველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს და საპოლიციო ღონისძიებას, რომელიც წესრიგის აღსადგენად ჩატარდა. საქართველოში, დაცულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, თუმცა პარლამენტთან, ოპოზიციის ქმედებები გასცდა კანონის ჩარჩოებს.   ჩვენ, ორი დღის განმავლობაში, ვაფრთხილებდით აქციის ორგანიზატორებს, რომ სახელწიფო ინსტიტუტის, პარლამენტის ბლოკირება არის უკანონო ქმედება, თუმცა, მიუხედავად ამისა, ნახეს რა, რომ არ ჰქონდათ ხალხის სათანადო მხარდაჭერა, აქციის...


მსგავსი სიახლეები

up