გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ გასულ წელს, ქალები პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე იდგნენ, თუმცა უამრავ ქვეყანაში მათი მდგომარეობა გაუარესდა.
გაეროს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ქალთა ორგანიზაციებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს პანდემიასთან ბრძოლაში.
„კოვიდინფიცირებულებთან მომუშავე სამედიცინო მუშაკების 70% ქალები არიან“, - განაცხადა ანტონიო გუტერეშმა.
გაეროს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ პანდემიამ გააძლიერა გენდერული უთანასწორობა, უამრავი ქალი სიღარიბის ზღვარზე აღმოჩნდა.
„მიუხედავად იმისა, რომ ქალები პანდემიასთან ბრძოლაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ, მათი უფლებების უზრუნველყოფის კუთხით რეგრესს ვხედავთ. ეს სიტუაცია უნდა გამოვასწოროთ“, - განაცხადა ანტონიო გუტერეშმა.
imedinews.ge