ბეირუთში აფეთქებას გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში გამოეხმაურა.
„ბეირუთში საშინელი აფექტების შედეგად დაღუპულების ოჯახების, ლიბანის ხალხის და მთავრობას მიმართ ჩემ ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ. ყველა დაშავებულს, მათ შორის გაერო-ს პერსონალს, სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. გაერო ამ რთულ პერიოდში ლიბანის მხარდაჭერას გააგრძელებს“,- წერს გუტერეში „ტვიტერის“ გვერდზე.
ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში აფეთქებისას ლიბანში გაერო-ს დროებითი ძალების წარმომადგენლები დაშავდნენ.
ლიბანში გაერო-სა და ნატო-ს საერთო სამშვიდობო მისიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, აფეთქებისას დაზიანდა გაერო-ს სამშვიდობო მისიის გემი და მისი ეკიპაჟი. რამდენიმე ადამიანის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა.
1tv.ge