რა თქმა უნდა, პირველივე ტურში გამარჯვებას ველოდებოდი, თუმცა შედეგი, რომელიც დაფიქსირდა, ეს არ არის ბოლო და დარწმუნებული ვარ, კიდევ შეიცვლება და გაიზრდება მხარდაჭერა, – ამის შესახებ ახალციხის, ადიგენის, ასპინძისა და ბორჯომის მე-17 მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატმა ანტონ ობოლაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მოსახლეობასთან შეხვედრისას გამოიკვეთა, რომ არსებობს საკითხები, რომლებსაც სასწრაფოდ სჭირდება გადაწყვეტა, მათ შორის პირველი არის დასაქმება.
„ბევრი შეხვედრა მქონდა მოსახლეობასთან და მათი განწყობა ვიცოდი. ზეწოლებზე არ მსმენია, თუ არგუმენტი აქვთ, გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები. მქონდა 238 შეხვედრა და კიდევ კარკადკარ ვაპირებდი გაგრძელებას, თუმცა დროში ვერ ჩავეტიე. მოსახლეობასთან შეხვედრისას გამოიკვეთა, რომ არის საკითხები, რომლებსაც სასწრაფო რეჟიმში სჭირდება გადაწყვეტა. პირველი არის დასაქმება, მეტი ხელშეწყობა კერძო სექტორს და აუცილებელია რეგიონში ეკონომიკის გაძლიერება“, – განაცხადა ანტონ ობოლაშვილმა.
წყარო: პირველი არხი