ანტონ ობოლაშვილი – „ჩვენი ხელისუფლებისთვის, ყველაზე დიდ ღირებულებას წარმოადგენს ადამიანი, მასზე ზრუნვა და მისი უფლებების დაცვა“

ანტონ ობოლაშვილი – „ჩვენი ხელისუფლებისთვის, ყველაზე დიდ ღირებულებას წარმოადგენს ადამიანი, მასზე ზრუნვა და მისი უფლებების დაცვა“

access_time2020-10-12 15:54:12

„ჩემთვის დიდი პატივია ვიყო ბორჯომის მუნიპიპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. ქალაქის, რომელიც არის ისტორიული მესხეთის კარიბჭე და ქალაქის, რომელსაც ბევრი ჩვენი ქვეყნის საამაყო მოქალაქე და გმირები გაუზრდია. ვიყო ამ ქალაქის მუნიპიპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, დიდი პასუხისმგებლობაა. მზად ვარ, რომ ვიყო ბორჯომის და ბორჯომელების სამსახურში“ – განაცხადა  „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ანტონ ობოლაშვილმა ბორჯომში, წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას. ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.



„მე ძალიან კარგად ვიცნობ ჩვენს რეგიონს და ბორჯომის მუნიციპალიტეტს. ასევე, კარგად ვიცი თუ რა უნდა გავაკეთოთ, რათა შევქმნათ მეტი დოვლათი ჩვენს მუნიპალიტეტში და ამით თითოელმა ჩვენგანმა მიიღოს მეტი სიკეთე და მეტი სარგებელი. ჩემთვის რომელიც 22 წლის განმავლობაში ვიყავი ბიზნესით დაკავბული, უმთავრესი იქნება გავაძლიეროთ ბორჯომის მუნიციპალიტეტის ეკონომიკა და დავასაქმოთ მეტი ადამიანი, შევქმნათ მეტი სამუშაო ადგილი და ჰქონდეს მეტი სარგებელი თითოეულ ჩვენთაგანს.



ჩვენი ხელისუფლებისთვის, ყველაზე დიდ ღირებულებას წარმოადგენს ადამიანი, მასზე ზრუნვა და მისი უფლებების დაცვა. დღეს ყველაზე მეტად არის დაცული ჩვენი მოქალაქეების უფლებები, დღეს ყველაზე მეტადაა დაცული ბიზნესი და დღეს ყველაზე მეტადაა დაცული საკუთრების უფლება. სახელმწიფომ ყველა ძირითადი მიმართულებით არსებითი პროგრესი განიცადა, რასაც სხვადასხვა სფეროში არსებული კარდინალურ გაუმჯობესებასა და მოქალაქეებს განწყობებთან ერთად, ავტორიტეტული საერთაშორისო რეიტინგებიც ადასტურებს.



გასული წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა ხელისუფლების მიერ ბორჯომის მუნიციპალიტეტში განხორციელებული პროგრამებისა და პროექტების მოცულობა. ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლები 2013 წლიდან დღემდე 14 მილიონი ლარიდან 33 მილიონ ლარს გადასცდა. მნიშვნელოვანი შედეგები გვაქვს სოფლის მეურნეობის, მეწარმეობის, ენერგეტიკის, ტურიზმის და ინფრასტრუქტურის განვითარების სფეროში. აქტიურად ხორციელდება გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი, სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“.




ბორჯომის მუნიციპალიტეტში პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ სასტუმროს კომპონენტში, ხელი შეეწყო 17 სასტუმროს მშენებლობას. პროექტების ჯამურმა საინვესტიციო მოცულობამ შეადგინა 57 მილიონ ლარზე მეტი. აღნიშნულ სასტუმროებში პროგრამის ფარგლებში დასაქმდა 441 ადამიანი. მუნიციპალიტეტს 696 ახალი სასტუმრო ნომერი შეემატა. ენერგეტიკული პროგრამების მშენებლობით სამცხე- ჯავახეთის რეგიონში დამატებით 470 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია განხორციელდება. მშენებლობის ეტაპზე ხელი შეეწყობა ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას.



ვისაუბროთ ბორჯომზე და არ შევეხოთ ტურიზმს არ შეიძლება. ტურიზმის განვითარების მიზნით მუნიციპალიტეტში განხორციელდა რეგიონის ტურისტული რესურსების სრული ინვენტარიზაცია. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტში ტურისტული ობიექტების მიმზიდველობის მაქსიმალური ზრდისა და არსებული ტურისტული პოტენციალის ათვისების მიზნით განხორციელდა რიგი ინფრასტრუქტურული პროექტები - დაბა ბაკურიანში ხელოვნური გათოვლიანების სისტემა და სათხილამურო ტრასებზე ღამის განათების პროექტი, კოხტა გორის საბაგიროს შუალედური სადგურის და სასრიალო ტრასის პროექტი, დაბა მიტარბში ორი საბაგირის მშენებლობის პროექტი, ბორჯომ - ხარაგაულის ტყე - პარკში განახლდა საგანმანათლებლო ბილიკები და ასევე ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში განახლდა საგამოფენო დარბაზები. თვალშისაცემია ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ბორჯომის მუნიციპალიტეტში ბოლო წლებში განხორციელდა.



2013-2019 წლებში ადგილობრივი მნიშვნელობის გზების სარეაბილიტაციოდ და მშენებლობისათვის დახარჯული იქნა 27 მილიონ ლარზე მეტი.



აღარ გავაგრძელებ ყველა განხორციელებული პროექტის ჩამოთვლას, თუმცა დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ „ქართული ოცნების“ სახელისუფლებო გუნდი განვითარების სწორ გზას ადგას, აქვს მომავლის ხედვა და უნარი, რომ საკუთარ მოქალაქეზე, საკუთარ ქვეყანაზე იზრუნოს და ეტაპობრივად ყველა გამოწვევას გაუმკლავდეს. ბორჯომში ჯერ კიდევ ბევრია გამოწვევა, რომელთა გადასჭრელად ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ - უნდა გავაძლიეროთ ბორჯომის საკურორტო, ბალნეოლოგიური მნიშვნელობა მთელი რეგიონის მასშტაბით.



ჩემი უპირველესი ამოცანა იქნება დავიცვა და გავატარო თითოეული თქვენგანის ინტერესები. ვთვლი, მაქვს გამოცდილება და ძალა იმისა, რომ ჩემი რეგიონის კიდევ უფრო მეტ განვითარებას შევუწყო ხელი.



ამ რეგიონის შვილი ვარ და მზად ვარ ვიყო ამ რეგიონის ღირსეული და თქვენი საამაყო წარმომადგენელი ჩვენი ქვეყნის უმაღელს საკანონმდენბლო ორგანოში. ჩვენ ერთად გავაძლიერებთ ჩვენს მუნიციპალიტეტს და ხელს შევუწყობთ ჩვენი მოსახლეობის დასაქმებას და კეთილდღეობას. დარწმუნებული ვარ, ერთად დგომით, სამშობლოს სიყვარულით აუცილებლად გავიმარჯვებთ და მომდევნო წლების განმავლობაში უამრავ წარმატებას მივაღწევთ“ – განაცხადა ანტონ ობოლაშვილმა.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up