ანტიკრიზისული გეგმით ნათქვამია,რომ სახელმწიფო შედგა და ამ დიდ გამოწვევას, სახელმწიფო სტრუქტურებმა მთლიანად უპასუხა

ანტიკრიზისული გეგმით ნათქვამია,რომ სახელმწიფო შედგა და ამ დიდ გამოწვევას, სახელმწიფო სტრუქტურებმა მთლიანად უპასუხა

access_time2020-04-25 12:00:30

პრემიერმინისტრის მიერ კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის წინააღმდეგ შემუშავებული გეგმას დადებითად აფასებს კომერსანტთან დეველოპერული კომპანია ჯიდიჯი ჯგუფის დამფუძნებელი ბეჟან წაქაძე. მისი თქმით, გეგმაში გაწერილი კონკრეტული ნაბიჯები დიდი სტიმული იქნება ბიზნესისთვის.


საქართველომ დამოუკიდებლობის მიღებიდან დღემდე ბევრი კრიზისი გამოიარა. დღევანდელი კრიზისი და გეგმა,რომელიც პრემიერმა წარადგინა, არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური. ეს არის მაქსიმუმი იმისა,რაც შეუძლია ჩვენს ქვეყანას საერთო შესაძლებლობებიდან გამომდინარე. ანტიკრიზისული გეგმით ნათქვამია,რომ სახელმწიფო შედგა და ამ დიდ გამოწვევას, სახელმწიფო სტრუქტურებმა მთლიანად უპასუხა. რაც არ უნდა ბევრი იყოს დახმარება, ბიზნესი და ფიზიკური პირი სრულად კმაყოფილი მაინც არ იქნება. გეგმა შემდგომ კიდევ გადაიხედება, ეს დამოკიდებულია იმაზე,თუ როგორ მოვახდენთ ვირუსთან გამკლავებას.


ბიზნესებს,რომლებიც დაასრულებენ უკვე დაწყებულ პროექტებს და ახალ პროექტებზე დაიწყებენ ზრუნვას, ბანკებისგან აღებული სესხის 80%-ს სახელმწიფო დაუფინანსებს. მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ,რომ ეს არის უდიდესი სტიმული კომპანიებისთვისა და ორგანიზაციებისთვის,- აღნიშნავს ბეჟან წაქაძე.

იგი კომერსანტთან საუბარში ასევე გამოეხმაურა მოსაზრებას იმის შესახებ,რომ პრემიერ მინისტრის მიერ წარმოდგენილი ანტიკრიზისული გეგმა ეკონომიკური მნიშვნელობის არ არის და მას მხოლოდ სოციალური დატვირთვა გააჩნია.


აბა, სხვა ეკონომიკა, რა არის? თუ ვინმეს ეგონა,რომ ყველაფერს ჩამოაწერდა სახელმწიფო და ეტყოდა, აწი,რასაც დახარჯავ, მე გადაგიხდიო - არარეალურია. ადამიანი თუ პოლიტიკურად არ ჩხირკედელაობს, მაშინ, აბა დამისახელეთ,რომელიმე მთავრობა,რომელმაც კრიზისის დროს შემოგვთავაზა ანტიკრიზისული გეგმა და არა მისი გადავლის შემდეგ, მთლად რომ ჩამოიქცეოდა კომპანიები, და მხოლოდ ამის შემდეგ,რომ ჩამოწერდა სახელმწიფო ვალებს.



დარწმუნებული ვარ, თუ ჩვენი მოსახლეობა გაითვალისწინებს რეკომენდაციებს პოსტ კრიზისული პერიოდი გაცილებით უკეთესი გვექნება. სახელმწიფოს რაც შეეძლო გააკეთა, რა თქმა უნდა, ეს არ არის იდეალური, ამდენსაც არ მოველოდი, თუმცა წარმოიდგინეთ, უკრაინას, რომელზეც მოსახლეობით 14-ჯერ ნაკლები ვართ, არ მისცეს დონორმა კომპანიებმა 4 მილიარდი დოლარი. ჩვენმა მთავრობამ მოახერხა და 3 მილიარდი დოლარი მოიპოვა დონორებისგან, ეს ნიშნავს,რომ შენს სახელმწიფოს ენდობიან და ქვეყნის პერსპექტივებს ხედავენ. - ამბობს ბეჟან წაქაძე.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up