პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ეკონომიკურ გუნდს ანტიკრიზისული გეგმის წარდგენა დაავალა. რამდენიმე დღის წინ, საზოგადოება გეგმის მხოლოდ მცირე ნაწილს გაეცნო. იქამდე სანამ მთავრობა ანტიკრიზისული გეგმის სრულყოფილ დოკუმენტს დადებს, ვენეციის, ვერონას და პადოვას უნივერსიტეტების ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი ირაკლი ყიფიანი და ეკონომიკის მაგისტრი ( ISET) დურუ მახარაძეანტიკრიზისული გეგმის პრინციპებს აქვეყნებენ.
„ჩვენ გვჯერა რომ, COVID-19-ით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისით მიღებულ ზარალთან გამკლავების გეგმა, საქართველოში, დღეს, ადამიანების, ოჯახების მხარდაჭერასა და ხელშეწყობაზე გადის.