„სახელმწიფოს რისი საშუალებაც აქვს იმას ანაწილებს“-თემურ ჭყონია

„სახელმწიფოს რისი საშუალებაც აქვს იმას ანაწილებს“-თემურ ჭყონია

access_time2020-04-24 16:30:43

კრიზისული მენეჯმენტისთვის 3 მილიარდ 500 მილიონი ლარის ქვეყნისთვის გამოყოფას დადებითად აფასებს ბიზნესმენი თემურ ჭყონია. „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ პრეზიდენტი მიიჩნევს რომ დღევანდელ პირობებში, საქართველოსთვის ანტიკრიზისული გეგმა მაქსიმუმია, თუმცა, ის ეკონომიკურზე მეტად სოციალური სახის მატარებელია.

 

„ეს ანტიკრიზისული გეგმა ეკონომიკაზე კი არა არსებული სიტუაციის გაუმჯობესებაზეა მორგებული.  3 მლრდ. 500 ათასს რომ სახელმწიფო ხარჯავს კრიზისული მენეჯმენტისთვის, მოტივაციას უზრდის მოსახლეობას. ვინმეს ეს თანხა ყოფნის თუ არ ყოფნის, ამის გარჩევა  არ არის სწორი. სახელმწიფო, მონდომებულია და რომ ჰქონოდა შანსი 6 მლრდ.ლარსაც  დახარჯავდა. რისი საშუალებაც აქვს იმას ანაწილებენ, თუმცა მთავარია ეს ეფექტურად იყოს გამოყენებული.

 

ასევე 30 000 ლარს აძლევენ ფერმერებს, რომ სოფლის მეურნეობა განვითარდეს. მთავარია ეს თანხა სწორად გამოიყენონ იმ ერთეულებმა, ვისაც სუბსიდირება შეეხოთ.  მომეწონა, კომუნალური გადასახადების კუთხით შეღავათები,  ხალხს შეღავათი მისცეს.სახელმწიფოს რისი შანსიც აქვს, ყველაფერს იყენებს იმისთის, რომ სიტუაცია გააუმჯიბესოს“-ამბობს თემურ ჭყონია.

 


 „კომერსანტის“ კითხვაზე არის თუ არა ანტიკრიზისული გეგმა  ზოგადად ბიზნესისთვის და  კონკრეტულად მისთვის შეღავათი, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ პრეზიდენტი პასუხობს, რომ დღეს მხოლოდ მთავრობის გეგმა და მისი ყველა პუნქტის  სწორად შესრულებაა აქტუალური.

 

 „ის რომ ბიზნესის დიდი ნაწილისთვის კორონავირუსი აღმოჩნდა სავალალო და  რამდენიმე წლით დახია უკან, ბუნებრივია, რადგან პრობლემა გლობალური და რეალურია. თუმცა,  არ მინდა ჩემს შემთხვევაზე ვისაუბრო, დღეს აქტუალურია მთავრობის გეგმა და  არასწორად მიმაჩნია იმაზე საუბარი მე რა დაკარგე როგორც ბიზენსმენმა. ჩვენზეა ყველაფერი დამოკიდებული რამდენად სწორად დავინახავთ მათ მესიჯებს და მართებულად გამოვიყენებთ.“-ამბობს ბიზნესმენი.


ნათია ლომიძე 







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up