ანტიკრიზისული ბიუჯეტის გამო ადამიანების დიდი ნაწილი სიღარიბიდან სიღატაკეში აღმოჩნდება

ანტიკრიზისული ბიუჯეტის გამო ადამიანების დიდი ნაწილი სიღარიბიდან სიღატაკეში აღმოჩნდება

access_time2020-06-15 10:00:39

2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტის მიხედვით, ანტიკრიზისული გეგმით განსაზღვრული ღონისძიებებისთვის საჭირო რესურსი 3,4 მილიონი ლარს შეადგენს. პროექტის თანახმად, აღნიშნული თანხა 18 მიმართულებით დაიხარჯება, მათ შორის არის: შემოსავლის გარეშე დარჩენილი და სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დახმარება; კომუნალური ხარჯების სუბსიდირება; ბიზნესის ხელშეწყობა, რომელიც გულისხმობს საგადასახადო შეღავათებს, სესხების პროცენტების სუბსიდირებასა და სხვა.


„საქართველოს უნივერსიტეტის“ პროფესორი ალექსანდრე რაქვიაშვილი „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ მთავრობის ღიად ნათქვამი დაპირება 1 მლრდ-მდე ხარჯების შემცირების თაობაზე მორიგი ტყუილი აღმოჩნდა.


„ანტიკრიზისულ ბიუჯეტში მთავრობამ მინიმუმ ის მოგვატყუა, რომ ხარჯებს შეამცირებდნენ, რადგან დაპირება იყო, რომ 1 მლრდ-ით შემცირდებოდა, ამის ნაცვლად კი პირიქით გაზარდეს. შემოსავლები მცირდება და ეკონომიკაში საქმე ცუდად გვაქვს, მთავრობა კი ხარჯებს ზრდის. ასევე, ეს ყველაფერი ვალის მეშვეობით  ფინანსდება ანუ ჩვენ შემდგომ თაობებს ვბეგრავთ იმისთვის, რომ რაღაც „აწარმოე საქართველოს“ მსგავსი პროექტები ვაფინანსოთ, რომლებიც არანაირ შედეგს არ იძლევა. შთაბეჭდილება რჩება, რომ  არჩევნებისთვის აკეთებენ ყველაფერს, ამიტომ ხარჯები რეალურად ვერაფერს ვერ დააკლეს და უბრალოდ მეტი ვალი აიღეს, რომ წელი გადააგორონ. ღიად ნათქვამი დაპირება 1 მლრდ-მდე ხარჯების შემცირების თაობაზე მორიგი ტყუილი გამოუვიდათ. თითქოს ამბობენ, პრემიებს აღარ გადავუხდით ერთმანეთსო, მაგრამ არჩევნები რომ გადაივლის რას გადაუხდიან ერთმანეთს წლის ბოლოს არავინ იცი. ხარჯები ისეთ პროექტებზე იზრდება, რომლებიც ძირითადად პოლიტიკური ნიშნით არჩეულია, მაგალითად კარანტინში გამოყენებული სასტუმროებიც უცნაური წესით შეირჩა და არავინ იცის რის მიხედვით დააფინანსეს“, - აცხადებს ალექსანდრე რაქვიაშვილი.


ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი აცხადებს, რომ ანტიკრიზისული ბიუჯეტის მიხედვით, აღებული თანხები უსამართლოდ ნაწილდება და პენსიონერები,  სოციალურად დაუცველთა ნაწილი და თვითდასაქმებულების დიდი რაოდენობა დახმარების გარეშე რჩებიან.



„ანტიკრიზისული ბიუჯეტის მიხედვით, აღებული თანხები უსამართლოდ ნაწილდება, რადგან მაგალითად სოციალურ უზრუნველყოფაში ჩადებული არის 1.4 მლრდ ლარით მეტი და ეს მარტივად რომ გაგვეყო 3 მლნ ადამიანზე, თითოეულს 400 ლარის დახმარება გამოუვიდოდა. თუმცა, ისე  გადაანაწილეს ეს თანხა პროგრამებში, რომ პენსიონერები,  სოციალურად დაუცველთა ნაწილი და თვითდასაქმებულების დიდი რაოდენობა დახმარების გარეშე დარჩნენ და ფაქტიურად ადამიანების დიდი ნაწილი სიღარიბესთან პირისპირ დატოვეს. დღეს არსებული ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო ბიუჯეტის სამართლიანი განაწილებით შესაძლებელია ყველა პენსიონერმა მიიღოს ყოველწლიურად 500 ლარიანი ჯანმრთელობის დაზღვევის ვაუჩერი, რომლითაც დაუფინანდება მედიკამენტების მინიმუმ 50%. ანტიკრიზისული ბიუჯეტის გამო, ადამიანების დიდი ნაწილი სიღარიბიდან სიღატაკეში აღმოჩნდება“, - განმარტა ირაკლი ყიფიანმა.


ეკონომიკის ექსპერტი ზვიად ხორგუაშვილისთვის გაუგებარია რატომ არ მცირდება ისეთი არასაჭირო პროექტების ხარჯები, რომლებიც წლების განმავლობაში წამგებიანია. მისივე თქმით, პრობლემაა, რომ ეკონომიკის სტიმულირების გეგმაში, ხელისუფლებამ ძალიან ბევრი საკითხი მოიცვა, რომელიც ადამიანებისთვის თანხების დარიგებას გულისხმობს, არადა ამით გადასახადების მკვეთრი შემცირება იქნებოდა შესაძლებელი, რაც უფრო შედეგიანია.


„საბიუჯეტო შემცირებები ჯამურად 300 მლნ-ს შეადგენს, მაგრამ რატომ ხდება 4-5%-იანი შემცირება შესყიდვებში? - ეს მიუთითებს იმაზე, რომ რელურად მაშინ როცა ბევრი რაღაც გაჩერებული იყო, მთავრობამ ეს ხარჯები მაინც გასწია და მისი კიდევ უფრო შემცირება არ მოახდინა. ასევე თვალშისაცემია, რომ კაპიტალურ ხარჯებს ამცირებენ 350 მლნ ლარით, მაშინ როცა შესაძლებელია ბევრად შემცირდეს. სამწუხაროა, რაღაც კონკრეტულ სააგენტოებს და სამთავრობო უწყებებს მიდგნენ, რომლების შემცირება კიდევ უფრო მეტადაც შეიძლება, მაგრამ გაუგებარია რატომ არ მცირდება ისეთი არასაჭირო პროექტების ხარჯები, მაგალითად როგორიცაა „ერთიანი აგროპროექტი“, რომლისთვისაც 90 მლნ. ლარია გამოყოფილი და ფიზიკურად ამდენი წლის მანძილზე წამგებიანია. ხშირად იყო აპელირება, რომ ბევრი მსგავსი პროექტის დაფინანსება უნდა შემცირებულიყო, ახლა კი მათ არ ეხებიან, უბრალოდ სამინისტროებს და სააგენტოებს მინიმალური თანხები ჩამოაჭრეს. საშემოსავლო ნაწილში რომ ვნახოთ, ამბობენ რომ 400 მლნ ლარის გადასახადებს დატოვებენ კერძო სექტორში, საერთო ჯამში ზედმეტი 1 ლარის დატოვებაც კარგია ბიზნესისთვის, უბრალოდ პრობლემაა ის, რომ საშემოსავლო გადასახადი არა დროებით უნდა შემცირებულიყო, არამედ ზოგადად, იმისათვის რომ ინვესტორები მოვიზიდოთ. ასევე პრობლემაა, რომ ეკონომიკის სტიმულირების გეგმაში, ხელისუფლებამ ძალიან ბევრი საკითხი მოიცვა, რომელიც ადამიანებისთვის თანხების დარიგებას გულისხმობს, არადა ამით გადასახადების მკვეთრი შემცირება იქნებოდა შესაძლებელი, რაც უფრო შედეგიანია. ამიტომ გასაკვირია რატომ ჰგონიათ რომ ფულის ჩადებით ეკონომიკას უფრო მეტად დაასტიმულირებენ, ვიდრე გადასახადების შემცირებით, ეს ეკონომიკის ვარდნასთან ბრძოლის საუკეთესო გზაა“, - განმარტა ზვიად ხორგუაშვილმა.


აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის პანდემიის შედეგებიდან გამომდინარე, 2020 წელს ქართული ეკონომიკის 4%-ით შემცირებაა მოსალოდნელი. ნომინალური ჯამური შიდა პროდუქტი პროგნოზირებულია 50,3 მლრდ ლარის დონეზე. ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს დააკლდება 1,8 მილიარდი ლარი, ხოლო მიმდინარე და კაპიტალური ხარჯები შემცირდება დაახლოებით 600 მილიონი ლარით. გარდა ამისა,  ბიუჯეტის საპროგნოზო დეფიციტი დაახლოებით 8.5% იქნება. შესაბამისად, მთავრობის ვალი მშპ-სთან მიმართებით 55,7 პროცენტამდე იზრდება. წლის ბოლომდე დაგეგმილია 1,5 მილიარდი დოლარის საგარეო დაფინანსების მიღება.


ნინო თამაზაშვილი

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up