ანტიკრიზისულად წოდებული გეგმა, რომელიც საქართველოს მთავრობამ წარადგინა ვერ პასუხობს იმ გამოწვევების და  მოსალოდნელი პრობლემების მასშტაბს, რომელიც ქვეყანაშია

ანტიკრიზისულად წოდებული გეგმა, რომელიც საქართველოს მთავრობამ წარადგინა ვერ პასუხობს იმ გამოწვევების და მოსალოდნელი პრობლემების მასშტაბს, რომელიც ქვეყანაშია

access_time2020-05-07 10:50:10

„ანტიკრიზისულად წოდებული გეგმა, რომელიც საქართველოს მთავრობამ წარადგინა სრულებით ვერ პასუხობს იმ გამოწვევების და იმ მოსალოდნელი პრობლემების მასშტაბს, რომელიც ქვეყანაშია“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ გადასახადის გადამხდელთა კავშირის პრეზიდენტმა და ემ სი ბი ჯორჯიას“ მმართველმა პარტნიორმა ალექსანდრე რატიშვილმა განუცხადა. ბიზნესმენი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა კორონავირუსს ქართველი მედიკოსების დახმარებით სამედიცინო თვალსაზრისით წარმატებით მართავს, თუმცა, რადიკალურად განსხვავებულია ხელისუფლების მიღწევევბი ეკონომიკური თვალსაზრისით.

 

„როდესაც კორონავირუსის არსებობის შესახებ მსოფლიოში გაცხადდა და შემდეგ უკვე საქართველოშიც შემოვიდა, ვერაფერს დაუწუნებ, მთავრობამ თავიდანვე ძალიან ადექვატურად, სწორად, მიზანმიმართულად და პროფესიონალურად იმოქმედა, რაშიც გადამწყვეტი როლი ცხადია პროფესიონალ ვირუსოლოგებსა და ეპიდემიოლოგებს მიუძღვით, რომელთაც მთავრობამ დაუჯერა და მათ რეკომენდაციებს მიჰყვა. აი ამაში გამოიხატა მთავრობის კომპეტენტურობა იმ ეტაპზე და ამან ობიექტურად აღვნიშნოთ, რომ საკმაოდ მალე, შესანიშნავი შედეგი მისცა როგორც ეპიდემიოლოგებს, ჯანმრთელობის დაცვის მუშაკებს ისე მთავრობას. მაგრამ მთავრობისვე განცხადებით, ჩვენ გვიწევს 2 ფრონტზე ბრძოლა. კოვიდ პანდემიამ რასაკვირველია გამოიწვია ეკონომიკური აქტივობების კატასტროფულად დაქვეითება მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში და პრემიერ-მინისტრმაც ბრძანა ძალიან კარგად, რომ ორ თანაბარძალოვან ფრონტზე გვიწევს ბრძოლა და ერთი თუ ჯანმრთელობაა, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ, მეორე გახლავთ ეკონომიკური ფრონტი, სადაც ასეთივე წარმატებების შესახებ სამწუხაროდ ვერ ვისაუბრებთ“, - განაცხადა ალექსანდრე რატიშვილმა.

 

ალექსანდრე რატიშვილი „კომერსანტთან“ საუბარში ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ გახარიას გუნდს ანტიკრიზისული გეგმა არაერთმა საკონსულტაციო კომპანია და პოლიტიკურმა პარტიამ შესთავზა, თუმცა, ხელისუფლებამ ყველა მათგანი დაიწუნა და დამოუკიდებლად გადაწყვიტა მოქმედება.

 

„პოლიტიკური ორგანიზაციებით დაწყებული, გაგრძელებული სხვადასხვა ექსპერტებით, თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციებით, მათ შორის ბიზნესგაერთიანებების მხრიდან, არაერთი შეფასება და ამ შეფასებაზე დაყრდნობილი შემდეგ რეკომენდაციაც მოვისმინეთ, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ, სამთავრობო გუნდმა, რომელსაც აკისრია მთავარი პასუხისმგებლობა ქვეყნის ბედ-იღბალზე არ მოინდომა ამ სხვა ჯგუფების აქტიურად და ფართო მასშტაბით ჩართვა დისკუსიაში. სიტყვიერად ყველამ მოვისმინეთ, რომ ახლა არ არის დაპირისპირებების და განცალკევების დრო, ახლა არის გაერთიანების დრო, რაც უდავო ჭეშმარიტებაა, თუმცა, საქმით ვნახეთ, რომ უამრავი პროფესიონალის, ეკონომიკის დარგში მოღვაწე ექსპერტის აზრიც იქნა იგნორირებული. როდესაც ჯანმრთელობის დაცვის კუთხით მთავრობამ ხელშესახებ წარმატებას მიაღწია, რაც თავიდანვე სწორი ნაბიჯების გადადგმით იყო განპირობებული,როგორც ჩანს  ჩათვალეს, რომ ეკონომიკური მიმართულებითაც არავის რჩევა მათ არ სჭირდებათ, ისინი სრულად მართავენ ყოველმხრივ ქვეყანაში სიტუაციას და ამიტომაც თვითონ მიხედავენ და მოუვლიან ამ ეკონომიკურ პროცესსაც. თუმცა, სახეზე რაც გვაქვს დღეს ქვეყანაში, რა მდგომარეობაცაა, საპირისპიროს მეტყველებს“ , - განმარტავს ალექსანდრე რატიშვილი.


 

გადასახადის გადამხდელთა კავშირის პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ანტიკრიზისული გეგმის იმედად, სამწუხაროდ ვერც მოსახლეობა, რომელიც უმუშევარი დარჩა და ვერც ბიზნესი, რომელიც შემოსავლების გარეშეა ეკონომიკური აქტივობის კუთხით, ვერანაირად ვერ იქნება, მისივე განცხადებით,  ანტიკრიზისული გეგმის იმედზე ყოფნა კატასტროფისკენ მიმავალი პირდაპირი გზაა.

 

„ეს არის უპრეცედენტო მოვლენა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ეს არის ექსტრაორდინალური სიტუაცია და აქ მოქმედება ტრადიციული სტანდარტული ხერხებით, ტრადიციული სტანდარტული ღონისძიებების გატარებით ისე რომ ეს თითქოს რაღაც ჩვეულებრივი პრობლემაა და მე მთავრობა ამას ისევე გავუმკლავდები, როგორც რაღაცა რიგით პრობლემას, აბსოლუტურად არასწორი მიდგომა, ეს არის აბსოლუტურად არაკომპეტენტური მიდგომა, რაც  ძალიან მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანს, ამას მოწმობს ნებისმიერი გამოკითხვა და ვნახეთ,რომ საქართველოს ბიზნესასოციციამ გამოაქვეყნა თავისი წევრი კომპანიების გამოკითხვის რეიტინგი, სადაც უაღრესად პესიმისტური განწყობები იგრძნობა მომავლის მიმართ, დასაქმების მიმართ, უმუშევრობის მიმართ, ეკონომიკურ ზრდაზე ხომ საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია“, - განაცხადა ალექსანდრე რატიშვილმა.

 

 ემ სი ბი ჯორჯიას“ მმართველმა პარტნიორი „კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, რომ ახლა მომავლის იმედი აქვს, იმედი იმის, რომ საქართველოს მთავრობა უახლოეს მომავალში წარადგენს ეკონომიკის შემდგომი განვითარების ეფექტურ გეგმას, რომელიც რეალურად დაეხმარება ბიზნესს კრიზისის დაძლევაში და საქმიანობის გაგრძელებაში.

 

„რა თქმა უნდა ადამიანში და მით უმეტეს ბიზნესში იმედი ბოლოს კი არა საერთოდ არ კვდება, იმედია ის, რაც გვაცოცხლებს ყველას და მეც ასევე შევუერთდები ყველა იმ ადამიანს, ვისაც კიდევ აქვს იმედი და რატომ, იმიტომ რომ პრემიერ-მინისტრის პრეზენტაციაში მკაფიოდ ითქვა რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ  მიმდინარე პროცესის მენეჯმენტის გეგმა, ის პრეზენტაცია რაც ჩვენ ვნახეთ, მიმდინარე ხანძრის ჩაქრობისთვის გამიზნული ღონისძიებებია. ხოლო რაც შეეხება განვითარების, ეკონომიკის ფეხზე დაყენებისა და წინსვლის გეგმას, ამაზე შესაბამის გადაწყვეტილებას ცოტა ხანში მივიღებთ და იმ გეგმასაც შესაბამისად ცალკე წარმოგიდგენთო. გიორგი გახარიას როგორც სერიოზულ ადამიანს ისე ვიცნობ და ასე ჰაერზე ნათქვამი სიტყვა ვერაფრით ვერ ექნებოდა, ამიტომ ფაქტია, რომ მზადდება ეს ახალი გეგმა, რომელიც შეეხება უკვე პოსტკრიზისულ სიტუაციებს, რომელიც უკვე ეკონომიკის აღორძინებაზე უნდა იყოს მომართული. რაც შეეხება მოლოდინებს, როდის იქნება ეს და რა ფორმით იქნებაარ ვიცი, დიდი იმედი მაქვს, რომ განსხვავებით წარმოდგენილი ანტიკრიზისული გეგმისა, არ იქნება უბრალოდ ფოვერფოინთში გაკეთებული სლაიდური პრეზენტაციის სახით, არამედ იქნება დეტალურად გაწერილი დოკუმენტი, გეგმა რასაც ჰქვია, აი ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით და სახით. ჩვენ ვნახეთ, არამარტო პრემიერ-მინისტრის არამედ მის შემდეგ ცალკე ფინანსთა მინისტრის და მისი მოადგილის, საერთოდ ცალკე სასაუბრო თემაა ეკონომიკის მინისტრის მიერ გამართული პრეზენტაცია, რომელზეც ნუ, თუ შეიძლება „ნუ“-თი დავასრულებ “, - აცხადებს ალექსანდრე რატიშვილი.


ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up