ანტიკრიზისულ ღონისძიებებს მთავრობა 2021 წელს 1,14 მლრდი ლარით დააფინანსებს

ანტიკრიზისულ ღონისძიებებს მთავრობა 2021 წელს 1,14 მლრდი ლარით დააფინანსებს

access_time2020-12-01 12:55:01

ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებებს მთავრობა 2021 წლის ბიუჯეტიდან 1,14 მლრდ ლარით დააფინანსებს.

 

მთლიანობაში ანტიკრიზისული ღონისძიებების, მოქალაქეებისა და კერძო სექტორის მხარდაჭერის მეოთხე ეტაპის დასაფინანსებლად გამოიყოფა 1,42 მლრდ ლარი, აქედან მხოლოდ 280 მლნ გამოიყოფა 2020 წლის ბიუჯეტიდან.

 

ჯანდაცვის ხარჯების დასაფინანსებლად გათვალისწინებულია 450 მლნ ლარი, მათ შორის 400 მლნ ლარი ჯანდაცვის სამინისტროს ასიგნებებში, 50 მლნ - ეკონომიკის სამინისტროს ასიგნებებში;

 

ჯანდაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია როგორც დაავადებულთა მკურნალობის ხარჯები, ასევე ტესტები, ვაქცინის შესყიდვასთან და გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული ხარჯები.

 

მოქალაქეთა სოციალური მხარდაჭერისთვის გათვალისწინებულია 540 მლნ ლარამდე, საიდანაც 230 მლნ ლარამდე მიმართული იქნება 2020 წელს (კომუნალური ხარჯების სუბსიდირებისთვის და ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაციებისთვის) 310 მლნ ლარამდე 2021 წელს, მათ შორის:

 

• მოსახლეობისათვის კომუნალური გადასახადების სუბსიდირებისათვის განსაზღვრული ასიგნება შეადგენს 60 მლნ ლარს, 200 მლნ ლარამდე მიმართული იქნება 2020 წელს;

 

• 65 000 – 100 000 ქულამდე სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარებისთვის 55 მლნ ლარამდე;

 


• სოციალურად დაუცველი იმ ოჯახებისათვის, რომელთაც ყავთ 3 და მეტი 16 წლამდე შვილი - 15 მლნ ლარამდე;

 

• შშმ ბავშვებისა და მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისათვის - 27 მლნ ლარი;

 

• 6 თვის მანძილზე 200 ლარიანი დახმარება პანდემიის გამო სამსახურიდან დათხოვილ პირებზე - 150 მლნ ლარი;

 

• გარდა ამისა, მიმდინარე წლის დეკემბერში ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაციები მიეცემათ იმ პირებს, რომლებიც დასაქმებულნი არიან იმ ობიექტებში, რომლებიც დამატებით შეზღუდვების გამო ვერ იფუნქციონირებენ. ამ მიზნით 2020 წელს მიიმართება დამატებით 30 მლნ ლარი.

 

ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით გათვალისწინებული თანხა შეადგენს 430 მლნ ლარს, მათ შორის:

 

• საშემოსავლო გადასახადის შეღავათი - 260 მლნ ლარი (დეკემბერი-მაისი), 2021 წლის შემოსავლების ნაწილში დანაკლისი გათვალისწინებულია 220 მლნ ლარით;

 

• ტურიზმის სექტორის ქონების გადასახადის შეღავათი - 45 მლნ ლარი;

 

• სამშენებლო სექტორის მხარდაჭერის მიზნით იპოთეკური სესხების სუბსიდირება - 35 მლნ ლარი (2020 წელს მოქმედი პროგრამის გარდამავალი ხარჯი);

 

• მცირე მეწარმეების საგრანტო დახმარება - 35 მლნ ლარი;

 

• საკრედიტო-საგარანტიო ფონდი - 50 მლნ ლარი;

 

• გაგრძელდება დღგ-ის ავტომატური დაბრუნება, რაც ბიზნესის ხელშემწყობი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. ჯამში, 2021 წელს მოსალოდნელია რომ დაბრუნდება 1 მილიარდ ლარზე მეტი. აღსანიშნავია, რომ დღგ-ის ზედმეტობის ავტომატური დაბრუნების შედეგად, 150 000-ზე მეტი გადასახადის გადამხდელს მომდევნო 4 წლის განმავლობაში სწრაფად, მარტივად და ყოველგვარი ბარიერის გარეშე, 4 მილიარდ ლარზე მეტი დაუბრუნდება ( ყოველწლიურად დაახლოებით 1 მილიარდი ლარი).

 


თეგები:
ბიუჯეტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up