ანტიგაყიდვები - პირველი ქართული წიგნი გაყიდვებზე

ანტიგაყიდვები - პირველი ქართული წიგნი გაყიდვებზე

access_time2019-12-10 16:54:23

ნებისმიერი ბიზნესისთვის პროდუქტის რეალიზაცია და გაყიდვების მუდმივი ზრდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ამავე დროს, განვითარების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორია.  კითხვაზე -  როგორია წარმატებული გაყიდვების საიდუმლო? პასუხი არაერთ სპეციალისტს, წიგნისა თუ კვლევის სახით შემოუთავაზებია, თუმცა ყველა თანხმდება, რომ ერთმნიშვნელოვანი სამოქმედო გეგმა არ არსებობს და რომ ყველა წარმატებული შედეგის უკან, მდიდარი გამოცდილება და სათანადო ცოდნა დგას.


სწორედ ასეთ პრაქტიკასა და ცოდნაზეა აგებული წიგნი „ანტიგაყიდვები“, რომელსაც „საერთაშორისო გაყიდვების ინსტიტუტის“ დამფუძნებელი და ტრენერი, დავით ჩიკვაიძე გვთავაზობს.


რატომ ანტიგაყიდვები?


  • იმისთვის, რომ სწორად გაყიდო, უნდა იცოდე, როგორ არ უნდა გაყიდო;
  • თუ გეცოდინება, რა არ მუშაობს გაყიდვებში, ადვილად მივხვდები, რა მუშაობს მასში.


ეს ის მთავარი რეკომენდაციებია, რომელსაც ავტორი ადგილობრივი  ბრენდების მაგალითებზე დაყრდნობით იძლევა და ამბობს, რომ ნამდვილი, გულწრფელი ურთერთობები გაყიდვებში ყველაზე კარგი რეზულტატის მომტანია.



გაყიდვებში პირველი ქართული წიგნიდან გაიგებთ, რა არის ამ სფეროში ყველაზე მნიშვნელოვანი, ისწავლით, რა უნარები უნდა გამოიმუშაოთ იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიოთ. რაც ყველაზე მთავარია, ავტორი ამ ყოველივეს სრულიად განსხვავებული ინტერპრეტაციით, ანტიგაყიდვების სტრატეგიით გთავაზობთ.



დავით ჩიკვაიძე - „ანტიგაყიდვები“ განკუთვნილია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც არა მარტო გაყიდვებითაა დაკავებული, არამედ, ზოგადად, კომუნიკაცია უწევს ადამიანებთან. წიგნი მორგებულია ჩვენს რეალობას და სწორედ ქართულ „ქეისებზეა“  აგებული. რა თქმა უნდა, კონკრეტული კომპანიები დასახელებული არ არის, თუმცა მათი მაგალითები ბევრისთვის ნაცნობი აღმოჩნდება. ეს არის „სეილით“ დანახული რეალობა.


მარტივად რომ ვთქვათ, გაყიდვებს ძირითადად იმიტომ გაუფუჭდა სახელი, რომ გამყიდველი ასოცირდება მატყუარასთან. წიგნში სწორედ ამაზეა საუბარი, როგორ არ უნდა მოატყუო, რადგან გაყიდვებში ადამიანური, გულწრფელი ურთიერთობებით გაცილებით კარგი რეზულტატის მიღებაა შესაძლებელი“.


დავით ჩიკვაიძის „ანტიგაყიდვები“  პროექტს "ლურჯი ოკეანის" ფარგლებში გამოიცა წიგნის მაღაზიებში უკვე ხელმისაწვდომია.


(R)





ქართული კლუბები ევროტურნირებზე მაყურებლების გარეშე – უეფას ახალი გადაწყვეტილებები

ქართული კლუბები ევროტურნირებზე მაყურებლების გარეშე – უეფას ახალი გადაწყვეტილებები
access_time2020-08-10 19:00:43
6 აგვისტოს უეფას ორგანიზებით მორიგი ვიდეო კონფერენცია გაიმართა, რომელშიც ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს წევრი ასოციაციების გენერალური მდივნები მონაწილეობდნენ. აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეს-სამსახური ავრცელებს. შეხვედრაზე უეფას ეგიდით გასამართ უახლოეს საკლუბო და სანაკრებო მატჩებზე იმსჯელეს. გადაწყდა, რომ ევროპა ლიგის ოთხივე ეტაპზე და ჩემპიონთა ლიგის სამ ეტაპზე მატჩები მაყურებლის გარეშე გაიმართება, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის...

დონალდ ტრამპმა ამერიკელებს TikTok-ით სარგებლობა აუკრძალა

დონალდ ტრამპმა ამერიკელებს TikTok-ით სარგებლობა აუკრძალა
access_time2020-08-10 20:00:57
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკელებს ჩინური კომპანიების ByteDance და Tencent-ის სერვისებით ყოველგვარი სარგებლობა აუკრძალა - მათ შორისაა მოკლე ვიდეოჩანაწერების სერვისიTikTok და მესენჯერი WeChat. აკრძალვის ქვეშ ყველა გარიგება მოხვდება, მათ შორის მოლაპარაკებები წილების შეძენასთან დაკავშირებითაც. ტრამპის ბრძანებულება ძალაში 20 სექტემბერს შევა. გადაწყვეტილებას წინ პრეზიდენტის მუქარები უძღოდა. შემდეგ, 6 აგვისტოს, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა...

წლევანდელი წელი მთლიანად ჩავარდა - სამთო საექსპედიციო ტურიზმი ჯავშნებს მხოლოდ მომავალი წლიდან ელოდება

წლევანდელი წელი მთლიანად ჩავარდა - სამთო საექსპედიციო ტურიზმი ჯავშნებს მხოლოდ მომავალი წლიდან ელოდება
access_time2020-08-10 18:00:32
კორონავირუსის პანდემიის გამო, საზღვრების ჩაკეტვამ და ფრენების გადადებამ, ტურიზმზე დამოკიდებული კომპანიების შეჩერება გამოიწვია. ერთ-ერთი ასეთი, მთაში მოგზაურობის და თავგადასავლების სააგენტო Mountain Freak-ია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმარს ალპინისტურ, სალაშქრო, „ტრეკინგ“ თუ კულტურულ -ფოლკროლურ ტურებს სთავაზობს. პანდემიამდე მთელი სეზონი დაჯავშნილი იყო, თუმცა კორონავირუსმა გეგმები შეცვალა და წლევანდელი წელი მთლიანად ჩავარდა, ამის შესახებ „კომერსანტი“...

მთავრობა „თელასის“ კაპიტალში კუთვნილი აქციების წილს ჰყიდის

მთავრობა „თელასის“ კაპიტალში კუთვნილი აქციების წილს ჰყიდის
access_time2020-08-10 17:00:11
„საპარტნიორო ფონდი“ სს „თელასის“ კაპიტალში კუთვნილი აქციების წილის - 24.5%- ის გასასხვისებლად საჯარო აუქციონს აცხადებს. ინფორმაციას საპარტნიორო ფონდი ავრცელებს. საჯარო აუქციონის საწყისი ფასი შეადგენს 10 511 211.08 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში. ბიჯის ოდენობაა 50,000 ლარი. აუქციონის დროს დაფიქსირებული ფასი დაკონვერტირდება აშშ დოლარებში აუქციონის გამოცხადების დღისთვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად. საჯარო აუქციონი 2020 წლის...

გველის თუ არა უფრო ღრმა კრიზისი?!

გველის თუ არა უფრო ღრმა კრიზისი?!
access_time2020-08-10 16:00:18
ამომრჩევლის მოსყიდვა თუ კრიზისის დროს შეხიდება? ახალ სოციალურ პაკეტს, რომელიც მთავრობამ მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფს შესთავაზა, უკვე მოჰყვა არაერთგვაროვანი შეფასებები. რადგან არჩევნებამდე 3 თვეა, ოპოზიციამ ჩათვალა, რომ ხელისუფლება იმ ამომრჩევლის გულის მოგებას ცდილობს, ვინც შესაძლოა „ქართული ოცნების“ 8-წლიანი მმართველობით კმაყოფილი არ არის. ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ამ პროგრამებს არჩევნებთან საერთო არაფერი აქვს და აანონსებენ, რომ შესაძლოა კიდევ ერთი სოციალური პაკეტი მომავალი წლის...


მსგავსი სიახლეები

up