„ანტიდემპინგური კანონის ამოქმედებამ შესაძლოა  პროდუქცია გააძვიროს“

„ანტიდემპინგური კანონის ამოქმედებამ შესაძლოა პროდუქცია გააძვიროს“

access_time2019-04-04 16:30:42

„მეფრინველეობის ასოციაციის." თავმჯდომარე“ ზურაბ უჩუმბეგაშვილი, კომერსანტთან" საუბარში აცხადებს, რომ  ქვეყანაში ანტიდემპინგური კანონმდებლობის არ არსებობა  ბაზარზე არაჯანსაღ კონკურენციას ქმნის. რა ხდება საქართველოს საკანონმდებლო სივრცეში, სადაც პერიოდულად დემპინგის თემა აქტიურდება და როგორც ამბობენ, გარკვეული ძალების დაინტერესების გამო, ისევ იკარგება. 


როგორც უჩუმბეგაშვილი აცხადებს,  ჩვენ რომ ანტიდემპინგური კანონი მივიღოთ, პროდუქცია შესაძლოა გაძვირდეს, ეს კი  სოციალური თემაა. გარდა ამისა, საქართველოს ხელისუფლებისთვის  ევროპული საქონლისთვის შეზღუდვის დაწესება  არაპოპულარულია, კანონმდებლები ერიდებიან ინიციატივისა და პასუხისმგებლობის აღებას.


„როდესაც  თურქეთის შიდა ბაზარზე კვერცხი 37 აშშ დოლარი ღირს და საქართველოში 17 აშშ დოლარად შემოდის, ამას მოკვლევა არ უნდა ისედაც ნათლად ჩანს, რომ საქმე გვაქვს დემპინგთან. ამას მაქსიმუმ 1 კვირაში უნდა მოევლოს, ეს უნდა აღმოიფხვრას,“-აცხადებს უჩუმბეგაშვილი.


ცემენტის მწარმოებელ კომპანია „ჰაიდელბერგცემენტში“ კი აცხადებენ, რომ  საქართველოში კვლავ ხდება დემპინგური/სუბსიდირებული პროდუქციის იმპორტი, რაც მნიშვნელოვნ ზიანს აყენებს ადგილობრივ ინდუსტრიას.


„დღევანდელი მდგომარეობით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ შემუშავებულია კანონპროექტი ანტიდემპინგური ღონისძიებების შესახებ, რომელიც მსოფლიოში სავაჭრო ურთიერთობებში აპრობირებული სანქციების მხოლოდ ერთ საშუალებას - ანტიდემპინგური ღონისძიებების გატარებას ითვალისწინებს და არ მოიცავს სხვა ქმედით ინსტურმენტებს (მაგალითად, როგორიცაა სუბსიდირებული პროდუქციის შემოტანის აკრძალვა), რომლებსაც აქტიურად იყენებენ საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართული განვითარებული და განვითარებადი სახელმწიფოები. კანონპროექტი განსახილველად საქართველოს პარლამენტში  ჯერ არ არის შეტანილი -აცხადებენ „ჰაიდელბერგცემენტში“. 


აღნიშნული საკითხი გააქტიურა  და ანტიდემპინგური კანონმდებლობის საჭიროებაზე ისაუბრა გასულ კვირას  პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ. დეპუტატმა ეკონომიკის მინისტრს გიორგი ქობულიას მიმართა  და მოუწოდა, ანტიდემპინგური კანონმდებლობა შეპირებულ ვადებში წარადგინოს.



ეკონომიკის მინისტრს მინდა მივმართო, ჩვენ შიდა  კონსულტაციების შედეგად ბევრ რამეზე შევთანხმდით, რომელიც შემდეგ დროში ძალიან იწელება. მაგალითად, დემპინგთან დაკავშირებული კანონმდებლობა. მეჩვენება, რომ ხდება ამ თემის გაჭიანურება. თუ კონსულტაციებისა და სემინარების საშუალებით უნდათ ჩამოაყალიბონ ის მოსაზრება, რომ ეს კანონმდებლობა ფართო აღიარებული მხარდაჭერის გამო არ არის მისაღები, მე ამას არ დავეთანხმები. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში არავის არ სჭირდება იმის ახსნა, თუ რა მნიშვნელობა აქვს ინვესტორს ჩვენი ქვეყნისთვის.


გარკვეული პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა ანტიდემპინგურ კანონმდებლობას. პირადი საუბრების მიუხედავად, ეს საკითხი ძალიან გაიწელა და და ამიტომ გადავწყვიტე კომიტეტის ტრიბუნიდან მივმართო, რომ თუ შეიძლება თქვენი დაპირება ანტიდემპინგურ კანონმდებლობასთან დაკავშირებით შეპირებულ ვადაში შემოიტანეთ“, - განაცხადა რომან კაკულიამ. მისი თქმით, მიუხედავად პირადი საუბრებისა და გარკვეული შეთანხმებებისა, ანტიდემპინგურ კანონმდებლობაზე მუშაობა მაინც ჭიანურდება.


რატომ აჭიანურებს ეკონომიკის სამინისტრო ანტიდემპინგურ კანონმდებლობაზე მუშაობის დასრულებას და რა ეტაპზეა ამჟამად აღნიშნული საკითხი, ამაზე ეკონომიკის სამინისტროში არ საუბრობენ.


შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა ჯერ კიდევ 2015 წელს დაასრულა „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიებების შემოღების შესახებ“ კანონპროექტზე მუშაობა, თუმცა, პროცესი სამუშაო ფორმატს ვერ გსცდა.  2017-2018 წლებში ანტიდემპინგური კანონმდებლობა პარლამენტში არც მთავრობას შემოუტანია და შესაბამისად ვერც პარლამენტი იმსჯელებდა.მაშინ „მეფრინველეობის ასოციაციის თავმჯდომარე“ ზურაბ უჩუმბეგაშვილი „კომერსანტთან“ აცხადებდა, რომ „ანტიდემპინგური კანონმდებლობა წინა მთვარობის ეკონომიკურმა გუნდმა დაბლოკა“.


ანტიდემპინგური კანონმდებლობის არ არსებობის გამო კონკრეტული კომპანიები თუ ბიზნესსუბიექტები ხშირად საუბრობენ ზარალზე, რომელსაც ისინი ბაზარზე ჭარბად არსებული უხარისხო და იაფფასიან საქონელთან კონკურენციის გამო იღებენ. ზოგჯერ ზარალი იქამდეც მიდის, რომ კომპანიები კოტრდებიან,, წყვეტენ ბაზარზე ოპერირებას და ა.შ. შედეგად, უქმდება სამუშაო ადგილებიც. მაგალითად, 2018 წლის ბოლოს, რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ ერთი ღუმელი გააჩერა და მეორის გაჩერებას მიმდინარე თვეს გეგმავს. მიზეზი ირანიდან შემოსული დემპინგური არმატურაა და ზოგადად დემპინგის პრობლემაა, რაზეც ქარხნის ხელმძღვანელობა რამდენიმე თვეა საუბრობს.სწორედ ხელისუფლების მხრიდან საკითხის მოგვარების გაჭიანურება შეიძლება გახდეს 2000 ადამიანისთვის სამსახურის დაკარგვის  მიზეზიც.


ანტიდემპინგური კანონის შემოღების აუცილებლობაზე საუბრობდა „ჰაიდელბერგცემენტიც“, რომელიც ერთ-ერთი ის კომპანიაა, რომელიც აცხადებს, რომ ქართულ ბაზარზე უხარისხო ირანული პროდუქცია დემპინგური ფასებით შემოდის.


სოფო ქსოვრელი 

 

 






ამოყირავებული მანქანების ინსტალაციები შსს-ს 40 ათას ლარამდე დაუჯდა, კამპანია #მეტისიცოცხლისთვის ნახევარ მილიონზე მეტი

ამოყირავებული მანქანების ინსტალაციები შსს-ს 40 ათას ლარამდე დაუჯდა, კამპანია #მეტისიცოცხლისთვის ნახევარ მილიონზე მეტი
access_time2020-01-23 20:25:56
2019 წლის აპრილში თბილისის რამდენიმე ადგილად გამოჩნდა დამტვრეული მანქანების ინსტალაციები, რომლის ავტორი და მიზანიც თავიდან “გასაიდუმლოებული” იყო. შსს ამბობდა რომ მათ შესახებ არაფერი იცოდა, მერია კი ერთ-ერთი სარეკლამო კამპანიის ნაწილად მიიჩნევდა. საბოლოოდ, ამოყირავებული და დაზიანებული მანქანები შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი სოციალური კამპანიის ნაწილი აღმოჩნდა, რომელიც როგორც რადიო თავისუფლების მიერ შსს-დან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, ჯამში...

„კომერსანტის“ 23 იანვრის TOP 10 თემა

„კომერსანტის“ 23 იანვრის TOP 10 თემა
access_time2020-01-23 21:30:51
„კომერსანტის“ 23 იანვრის TOP 10 თემა 1.„სახელისუფლებო გუნდი შეგნებულად ხუჭავს თვალს კაზინოებში ფულის გათეთრების პროცესზე“ 2. „კონკურენცია დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებთან და...

ლაგოდეხში შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი თხილის პლანტაციებს გააშენებს

ლაგოდეხში შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი  თხილის პლანტაციებს გააშენებს
access_time2020-01-23 17:22:11
შოკოლადის მწარმოებელი ცნობილი შვეიცარიული კომპანია Camille Bloch-ი საქართველოში თხილის პლანტაციებს გააშენებს, ქართულ თხილს კი პროდუქტ რაგუსას წარმოებაში გამოიყენებს, - საინვესტიციო პროექტის განხორციელების დეტალებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა დანიელ ბლოხმა დავოსში გამართული შეხვედრისას ისაუბრეს. Camille Bloch-მა უკვე დაარეგისტრირა კომპანია საქართველოში და მოიძია 651 ჰეტრამდე მიწის ნაკვეთის ლაგოდეხის...

თბილისი – ღარიბი ქალაქი მილიონიანი მოლებით

თბილისი – ღარიბი ქალაქი მილიონიანი მოლებით
access_time2020-01-23 19:30:41
საქართველოს მოსახლეობისთვის სიღარიბე ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ითვლება. დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, ხელისუფლებებს მუდმივად იმის იმედით ირჩევდა მოსახლეობა, რომ ისინი არსებული გაჭირვების დაძლევას და ქვეყნის ეკონომიკურად გამართვას შეძლებდნენ. თუმცა, დღემდე ვერც ერთმა ხელისუფალმა ვერ შეძლო არსებული სიღარიბის მაჩვენებლის დაძლევა. ფაქტია, რომ დღესაც საქართველოში უამრავი ეკონომიკური პრობლება არსებობს, მოსახლეობის შემოსავლები არცთუ ისე მაღალი, თუმცა, მიუხედავად ამისა, თბილისში...

„სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ინვესტორები ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას ვერ მიიღებენ და ვერაფერს ვერ ააშენებენ“

„სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ინვესტორები ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას ვერ მიიღებენ და ვერაფერს ვერ ააშენებენ“
access_time2020-01-23 16:30:18
სასტუმრო „ბუდაპეშტის“ ინვესტორები ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას ვერ მიიღებენ და ვერაფერს ვერ ააშენებენ, - ასე უპასუხა თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ სასტუმრო „ბუდაპეშტის“ პროექტის ხელმძღვანელის განცხადებას, რომ ისინი მეტი დროის დაკარგვას აღარ აპირებენ და იანვრის ბოლოს მერიაში განცხადებას შეიტანენ, რომ ისევ ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმრო „ბუდაპეშტი“...


მსგავსი სიახლეები

up