„ანტიდემპინგური კანონის აღსრულება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ იმოქმედებს კონკურენციის სააგენტო“

„ანტიდემპინგური კანონის აღსრულება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ იმოქმედებს კონკურენციის სააგენტო“

access_time2019-07-01 17:30:52

„ანტიდემპინგური კანონის აღსრულება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ იმოქმედებს კონკურენციის სააგენტო,“— ამის შესახებ „კომერსანტს“ „მწარმოებელთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა  ლევან სილაგავამ განუცხადა. მისი ინფორმაციით, მხოლოდ კანონი, რაც არ უნდა კარგი იყოს,  არაფრის მომტანი იქნება, თუ მისი აღსრულების ნება არ იქნა სახელმწიფოს მხრიდან გამოხატული.


როგორც სილაგავა განმარტავს, ამ კანონის ირგვლივ მუდმივად ჩნებოდა კითხვები. კერძოდ,  ხომ არ შეაჩერებდა იმპორტს.


„მინდა ვთქვა, რომ ეს არის საკმაოდ მაღალი ლეგიტიმაციის და ხარისხის კანონი. ჩვენ და ყველა ბიზნეს ასოციაცია  მის განხილვაში ვმონაწილეობდით და ეს არის ერთობლივი განხილვის შედეგად მიღებული კანონი. საკმაოდ მაღალი ევროპული სტანდარტის,“— აღნიშნავს სილაგავა.


მისი განცხადებით, კანონში დაფიქსირებული და გათვალიწიენბულია ორივე მხარის (ადგილობრივი მწარმოებლები, იმპორტიორები) ინტერესები. მაგალითად, მნიშვნელოვანია ისიც, რომ გამოძიების დასაწყებად აუცილებელია ინდუსტრიის და არა ერთი კომპანიის მიმართვა. თუმცა, ამ შემთხვევაშიც არის გამონაკლისი, კერძოდ, თუ კონკურენციის სააგენტოს დემპინგურ ფასებთან დაკავშირებით მოკვლევის დასაწყებად ერთი კომპანია მიმართავს, მას ბაზრის მნიშვნელოვანი წილი უნდა ეკავოს.


„იმპორტიორების დასაცავი ძალიან ბევრი პროცედურებია. მათ შორის, როდესაც მთავრობა ხედავს, რომ კონკრეტულ დარგს უჭირს, არის მიმართვიანობა, მთავრობას შეუძლია  მიიღოს გადაწყვეტილება, რომ შეაჩეროს გარკვეული პროდუქციის იმპორტი და დაიწყოს კვლევა. ამავდროულად, იმპორტიორი გააფრთხილოს, დაუწესოს კოეფიციენტი. თუ კვლევის პერიოდში  დამტკიცდა, რომ იმპორტი არ იყო დემპინგური, მათ კომპენსაცია მისცეს, “ აცხადებს სილაგავა.


კითხვაზე, რამდენად იქნება ქმედითი კონკურენციის სააგენტო, სილაგავა განმარტავს, რომ რადგან კანონი ჩვენთვის ახალია, არსებობს რისკები იმისა, თუ როგორ ჩატარდება კვლევები. აქედან გამომდინარე, კანონის ამოქმედებამდე მოხდება კონკურენციის სააგენტოს თანამშრომლების გადამზადება.



ხომ არ გამოიწვევს ანტიდემპინგური კანონის ამოქმედება ქართულ პროდუქციაზე ფასის ზრდას, სილაგავა განმარტავს,რომ ეს შეიძლება კანონის ამოქმედების პირველ ეტაპზე, ძალიან მოკლევადიან პერიოდში მოხდეს.


როგორც ცნობილია, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მთავრობამ უკვე დაამტკიცა ანტიდემპინგური კანონი და ის 2020 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.კანონის მიზანს ადგილობრივი მეწარმეებისა და ინდუსტრიის დემპინგური ფასებისგან დაცვა წარმოადგენს.ამისთვის უნდა დადგინდეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დემპინგურ იმპორტსა და ადგილობრივი ინდუსტრიის მატერიალურ ზიანს შორის. თუ საკითხის შესწავლა დაადგენს, რომ არსებობს კავშირი ამ ორ ფაქტორს შორის, ადგილობრივი ინდუსტრიის დაცვის მიზნით, უცხოური კომპანიის მიმართ, რომელიც აწარმოებს დემპინგურ იმპორტს, ანტიდემპინგური ღონისძიება გატარდება. კანონპროექტის მიღება, დაიცავს ადგილობრივ წარმოებას დემპინგური იმპორტისგან, ასეთის არსებობის შემთხვევაში და ხელს შეუწყობს ადგილობრივი წარმოების განვითარებას“, – აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.


კანონპროექტის მიხედვით, მოკვლევის ორგანო არის კონკურენციის სააგენტო, რომელიც დემპინგური იმპორტის შესწავლას იწყებს ყოველი კონკრეტული პროდუქტის შესახებ ადგილობრივი ინდუსტრიის მომართვის საფუძველზე. ხოლო გადაწყვეტილებას ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების თაობაზე იღებს საქართველოს მთავრობა, კონკურენციის სააგენტოს დასკვნის საფუძველზე. ანტიდემპინგური ღონისძიების შედეგად დაწესებული ტარიფის ადმინისტრირებას კი ახორციელებს საქართველოს შემოსავლების სამსახური.


კანონპროექტის თანახმად, პირები, რომლებიც ეწევიან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დემპინგურ იმპორტს, ვალდებული იქნებიან აანაზღაურონ ადგილობრივი ინდუსტრიისთვის მიყენებული ზიანი, რაც გაზრდის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს.


შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა ჯერ კიდევ 2015 წელს დაასრულავაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიებების შემოღების შესახებკანონპროექტზე მუშაობა, თუმცა,მაშინ  პროცესი სამუშაო ფორმატს ვერ სცდა.  2017-2018 წლებში ანტიდემპინგური კანონმდებლობა პარლამენტში არც მთავრობას შეუტანია და შესაბამისად ვერც პარლამენტი იმსჯელებდა.მაშინმეფრინველეობის ასოციაციის თავმჯდომარეზურაბ უჩუმბეგაშვილიკომერსანტთანაცხადებდა, რომანტიდემპინგური კანონმდებლობა წინა მთვარობის ეკონომიკურმა გუნდმა დაბლოკა“.

 

ანტიდემპინგური კანონმდებლობის არ არსებობის გამო კონკრეტული კომპანიები თუ ბიზნესსუბიექტები ხშირად საუბრობენ ზარალზე, რომელსაც ისინი ბაზარზე ჭარბად არსებული უხარისხო და იაფფასიან საქონელთან კონკურენციის გამო იღებენ. ზოგჯერ ზარალი იქამდეც მიდის, რომ კომპანიები კოტრდებიან,, წყვეტენ ბაზარზე ოპერირებას და .. შედეგად, უქმდება სამუშაო ადგილებიც. მაგალითად, 2018 წლის ბოლოს, რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ ერთი ღუმელი გააჩერა და მეორის გაჩერებას მიმდინარე თვეს გეგმავს. მიზეზი ირანიდან შემოსული დემპინგური არმატურაა და ზოგადად დემპინგის პრობლემაა, რაზეც ქარხნის ხელმძღვანელობა რამდენიმე თვეა საუბრობს.სწორედ ხელისუფლების მხრიდან საკითხის მოგვარების გაჭიანურება შეიძლება გახდეს 2000 ადამიანისთვის სამსახურის დაკარგვის  მიზეზიც.


ანტიდემპინგური კანონის შემოღების აუცილებლობაზე საუბრობდა „ჰაიდელბერგცემენტიც“, რომელიც ერთ-ერთი ის კომპანიაა, რომელიც აცხადებს, რომ ქართულ ბაზარზე უხარისხო ირანული პროდუქცია დემპინგური ფასებით შემოდის.


სოფო ქსოვრელი

 





დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-08-04 21:00:25
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. ლაშა ტალახაძე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონი მეორედ გახდა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა. ოლიმპიურ ოქროსთან ერთად ტალახაძემ ტოკიოში 3 მსოფლიო რეკორდიც (ატაცი 223 კგ, აკვრა 265 კგ, ორჭიდის ჯამი 488 კგ) მოხსნა.   2. სებ–მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი...

ნათია თურნავას ობიექტების 1 ლარად გაყიდვის იდეა არ მოსწონს

ნათია თურნავას ობიექტების 1 ლარად გაყიდვის იდეა არ მოსწონს
access_time2021-08-04 17:00:28
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას თქმით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია არამარტო ერთჯერადი ეფექტი, რომელიც სჭირდება ბიუჯეტს, არამედ ის, თუ რა ინვესტიციას განახორციელებს ბიზნესი და რამდენ ადამიანს დაასაქმებს. “იმ პირობებით, რომლითაც ჩვენ დღეს ვყიდით ობიექტებს უპრეცედენტო ციფრზე გავედით 6 თვეში, თანაც პანდემიის ფონზე. ზუსტი ციფრის თქმა გამიჭირდება, რადგან ყოველდღე მიმდინარეობს აუქციონები, თუმცა უკვე 240 მლნ ლარს გადავაჭარბეთ. უამრავი შემთხვევაა აუქციონების, სადაც...

რეფინანსირებაზე მიბმული 140 ათასზე მეტი სესხი გაძვირდა

რეფინანსირებაზე მიბმული 140 ათასზე მეტი სესხი გაძვირდა
access_time2021-08-04 14:00:38
ეროვნული ბანკის მონეტარული კომიტეტის გადაწყვეტილებით რეფინანსირების განაკვეთი 0.5%-ით 10%-მდე გაიზარდა, რითაც 140 000-ზე მეტ პირს ლარში აღებული სესხი გაუძვირდა. 2008 წლის ოქტომბრის შემდეგ რეფინანსირების განაკვეთი ორნიშნა არასდროს ყოფილა. ლარში გაცემული იპოთეკური სესხები ძირითადად რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. წლის დასაწყისიდან დღემდე განაკვეთი სამ ეტაპად ჯამში 2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. რეფინანსირების განაკვეთის ზრდამდე 1 დღით ადრე ცნობილი...

ლუკაშენკომ ევროკავშირს ათასობით აზიელი ლტოლვილი შეასია

ლუკაშენკომ ევროკავშირს ათასობით აზიელი ლტოლვილი შეასია
access_time2021-08-04 20:00:48
2 აგვისტოს მონაცემებით, ლიეტუვივს მესაზღვრეებმა 3832 არალეგალი მიგრანტი აღმოაჩინეს, რომლებიც ბელარუსის საზღვართან იმპროვიზირებულ კარვების ქალაქში ცხოვრობდნენ. მათ შორის 2555  - ერაყელი იყო.   ეს ოპონენტების წამებით განთქმული მინსკელი დიქტატორის მხრიდან ევროკავშირის მიმართ შურისძიების ახალი ხერხია.   2021 წელს ერაყიდან ბელარუსის მიმართულებით ავიარეისები აღდგა, რომლებიც მოთხოვნის არარსებობის გამო გაუქმდა. მარგამ მოხდა საოცრება და ერაყელებმა...

ოლიმპიადამ ტოკიოში პანდემიის მძლავრი ტალღა გამოიწვია

ოლიმპიადამ ტოკიოში პანდემიის მძლავრი ტალღა გამოიწვია
access_time2021-08-04 19:00:31
როდესაც მომავალში ისაუბრებენ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, პირველი რასაც გაიხსენებენ, იქნება ის, რომ ერთი კვირის მანძილზე ქალაქში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 217%-ით გაიზრდა და დღიურმა დაინფიცირებამ 10 000-ს გადააჭარბა.   ხელისუფლება შექმნილ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ვერ უმკლავდება  - იაპონიის პრემიერ-მინისტრის ესუხიძე სუგის გამოსვლები ამ საკითხზე ნაკლებად შთამბეჭდავია, მოსაწყენი, მონოტონური და არავის არაფერში არ არწმუნებს.   პარალელურად...


მსგავსი სიახლეები

up