პარლამენტში უახლოეს დღეებში ანტიდემპინგური კანონმდებლობის განხილვა განახლდება

პარლამენტში უახლოეს დღეებში ანტიდემპინგური კანონმდებლობის განხილვა განახლდება

access_time2019-01-15 10:00:35



ანტიდემპინგური კანონმდებლობის არ არსებობის გამო კონკრეტული კომპანიები თუ ბიზნესსუბიექტები ხშირად საუბრობენ ზარალზე, რომელსაც ისინი ბაზარზე ჭარბად არსებული უხარისხო და იაფფასიან საქონელთან კონკურენციის გამო იღებენ. ზოგჯერ ზარალი იქამდეც მიდის, რომ კომპანიები კოტრდებიან, წყვეტენ ბაზარზე ოპერირებას და ა.შ. შედეგად, უქმდება სამუშაო ადგილებიც. მაგალითად, 2018 წლის ბოლოს, რუსთავის მეტალურგიულმა ქარხანამ ერთი ღუმელი გააჩერა და მეორის გაჩერებას მიმდინარე თვეს გეგმავს. მიზეზი ირანიდან შემოსული დემპინგური არმატურაა და ზოგადად დემპინგის პრობლემაა, რაზეც ქარხნის ხელმძღვანელობა რამდენიმე თვეა საუბრობს.სწორედ ხელისუფლების მხრიდან საკითხის მოგვარების გაჭიანურება შეიძლება გახდეს 2000 ადამიანისთვის სამსახურის დაკარგვის და შესაბამისად, უმუშევრად დარჩენის მიზეზიც.


„კომერსანტი“ დაინტერედა, რას ხდება ანტიდემპინგური კანონდებლობის კუთხით და რას გეგმავს ხელისუფლება? როგორც გაირკვა, კანონპროექტის საბოლოო ვერსია ეკონომიკის სამინისტრომ გადაამუშავა და მისი შეტანა პარლამენტში იგეგმება. პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია „კომერსანტთან“ განმარტავს, რომ ანტიდემპინგურ კანონმდებლობაზე უახლოეს დღეებში პარლამენტი იმსჯელებს. მისი განცხადებით, ეკონომიკის მინისტრთან ყველანაირი მოლაპარაკებები გავლილია, მისგან თანხმობაც მიღებულია იმაზე, რომ საკანონდებლო ორგანოში კანონპროექტი უახლოეს დღეებში შევა.


„ახლა ვართ მოლოდინის რეჟიმში. ასეთია ჩვენი ბოლო შეთანხმება. გარდა ამისა, ვაპირებ, ძალიან აქტიურად ვიმუშაო კონკურენციასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზე.აქაც თანამშრომლობის რეჟიმში ვიქნებით როგორც პრემიერის აპარატთან, ისე ეკონომიკის სამინისტროსთან“-აღნიშნავს კაკულია.



კითხვაზე, იქნება თუ არა ანტიდემპინგური კანონის განახლებულ ვარიანტში არსებითი ცვლილებები, კაკულია ამაზე დეტალურად ვერ საუბრობს.


„ძირეულს ვერ დავარქმევდი იმიტომ, რომ აქ ჩვენ ვიმეორებთ იმ პრინციპებს, რაც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ფარგლებშია გაწერილი და რომელიც ასეთ შემთხვევაში უნდა განხორციელდეს. ინსტიტუციონალურად როგორ დავლაგდებით, ეს იქნება გადასაწყვეტი. ზოგადად, ფუნქციების და ინსტრუმენტების თვალსაზრისით, აქ რაიმე სიახლეს ვერ შემოვიტანთ. ვიმსჯელებთ და ვნახოთ და იქნება“-აღნიშნავს კაკულია.



ჩაერთვება თუ არა ბიზნესი ანტიდემპინგური კანონმდებლობის განხილვაში აღნიშნულ საკითხზე „კომერსანტი“ „საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციის“ პრეზიდენტ ლევან სილაგავას ესაუბრა. მისი განმარტებით, სამინისტროს მიერ გადამუშავებული ვარიანტის შემუშავებაში ფედერაცია ჩართული არ ყოფილა, თუმცა, აღნიშნავს, რომ ეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ღონისძებების შესაბამისი იქნება.
მისივე განმარტებით, ბოლო ხანებში ეს პრობლემა დიდ კომპანიებს შეეხო, მათ შორისაა, რუსთავის მეტალურგიულ ქარხანა და ცემენტის წარმოება. სილაგავა იმედოვნებს, რომ ანტიდემპინგურ კანონს მთავრობა ახლა მაინ მიიღებს.



„ეს საკმაოდ რთული კანონია და საკმაოდ დიდი რესურსი სჭირდება იმ ინტიტუციას, ვისაც ეს დაევალება. საუბარია, კადრების მომზადებაზე, ცოდნაზე,“-აღნიშნავს სილაგავა.



შეგახსენებთ, რომ ანტიდემპინგური კანონი ჯერ კიდევ 2014 წელს შემუშავდა ,თუმცა დღემდე არ დამტკიცებულა.


ავტორი: სოფო ქსოვრელი 




ქართული არხები ხვალიდან, შესაძლოა, ფასიანი გახდეს

ქართული არხები ხვალიდან, შესაძლოა, ფასიანი გახდეს
access_time2021-07-31 13:04:25
ხვალიდან, ქართული არხები შესაძლოა, საკაბელო ტელევიზიებისთვის ფასიანი გახდეს. აღნიშნულის შესახებ საკაბელო ტელევიზიების კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.   კავშირის ცნობით, 2021 წლის ივნისში მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულმა პირებმა მიიღეს შპს “მედია რაითს ჯორჯიას“ წერილი, ტელეარხების - „იმედი“, „ჯიდიეს tv“, „რუსთავი 2“, „პოს tv“, „tv პირველი“, „ფორმულა“, „მთავარი არხის“ ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულებების გაფორმების მოთხოვნით.   კერძოდ,...

საქართველოს საფონდო ბირჟაზე 5 თვეა ნულოვანი ბრუნვა ფიქსირდება

საქართველოს საფონდო ბირჟაზე 5 თვეა ნულოვანი ბრუნვა ფიქსირდება
access_time2021-07-31 12:00:02
საქართველოს ისედაც თითქმის უმოქმედო საფონდო ბირჟა 2021 წელს მთლიანად გაჩერდა. თებერვლის შემდეგ 1 გარიგებაც კი არ შემდგარა. 7 თვის განმავლობაში კი ყველა გარიგების ჯამმა 2453 ლარი შეადგინა, რაც იმდენად ცოტაა, რომ შეიზლება 0-დაც ჩაითვალოს. 2021 წლის ივლისში საქართველოს საფონდო ბირჟის ვებგვერდზე ზოგადი ინფორმაციის ველში წერია, რომ 1-ლი ივლისის მდგომარეობით ბირჟაზე სულ 26 კომპანიის აქციები იყო განთავსებული, რომელთა კაპიტალიზაცია $754 მლრდ-ს აღწევდა, მაგრამ ივნისში დღიური...

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა
access_time2021-07-30 18:00:43
30 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებაში 0.47 თეთრით 3.1244-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. დოლარის მსგავსად ლარი ასევე გაუფასურდა ევროსთან 1.31 თეთრით 3.7174-მდე, ბრიტანლ ფუნტთან 1.28 თეთრით 4.3670-მდე, თურქულ ლირასთან 0.46 თეთრით 0.3713-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.67 თეთრით 1.8391-მდე, 100 რუსულ რუბლთან 1.88 თეთრით 4.2829-მდე. გამონაკლისი სომხური დრამი აღმოჩნდა 1000 დრამი 2.73 თეთრით 6.4197-მდე...

AstraZeneca-ს ვაქცინების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები 1,17 მილიარდ დოლარს, Pfizer-ის კი ათჯერ მეტს აღწევს

AstraZeneca-ს ვაქცინების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები 1,17 მილიარდ დოლარს, Pfizer-ის კი ათჯერ მეტს აღწევს
access_time2021-07-31 16:00:06
ბრიტანულ-შვედური ფარმაცევტული კომპანიის AstraZeneca-ს ვაქცინების გაყიდვებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2021 წლის პირველ 6 თვეში 1,17 მილიარდი დოლარი შეადგინა. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ვაქცინების გაყიდვები მეორე კვარტალში მოსალოდნელზე მეტი აღმოჩნდა და 894 მილიონი დოლარი შეადგინა.   როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, კომპანიამ და მისმა პარტნიორებმა მიმდინარე წლის 6 თვეში 700 მილიონი დოზა ვაქცინის რეალიზება მოახდინეს მსოფლიოს 170 ქვეყანაში, მათ შორის 80 მილიონი დოზა...

იანვარ-ივნისში სამშენებლო ნებართვების რაოდენობა 4400-მდე გაიზარდა

იანვარ-ივნისში სამშენებლო ნებართვების რაოდენობა 4400-მდე გაიზარდა
access_time2021-07-31 14:00:49
ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2021 წლის იანვარ-ივნისში შენობა-ნაგებობის მშენებლობაზე 4400 ნებართვა გაიცა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5,5-ით მეტია.   საერთო ჯამში, ნებართვა გაიცა 2955,0 ათასი კვ.მ ფართზე. ეს მაჩვენებელი წინა წელს 14,7%-ით უსწრებს.   აღსანიშნავია, რომ ნებართვების 71,8% მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 47,3%- ქ. თბილისზე, 9% - ქვემო ქართლის რეგიონზე, 8,6% - იმერეთის...


მსგავსი სიახლეები

up