ანტიბიოტიკები 9,5%-ით, ტკივილგამაყუჩებლები კი 1,7%-ით გაძვირდა - რით ხსნიან  მედიკამენტებზე ფასების ზრდას?

ანტიბიოტიკები 9,5%-ით, ტკივილგამაყუჩებლები კი 1,7%-ით გაძვირდა - რით ხსნიან მედიკამენტებზე ფასების ზრდას?

access_time2019-05-29 19:55:04

2019 წლის აპრილში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სამკურნალო საშუალებებზე ფასები გაიზარდა.კერძოდ, საანგარიშო პერიოდში სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტები -4.5%-ით გაძვირდა; ტკივილგამაყუჩებელ მედიკამენტებზე ფასი - 1.7%-ით არის გაზრდილი; ანტიბიოტიკებზე - 9.5%-ით; 6.4%-ით არის გაძვირებული ვიტამინები; საჭმლის მომნელებელი სისტემის პრეპარატების ფასი 5.6%-ით ; ხოლო ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების - 4.8%-ით არის მომატებული. ასევე გაზრდილია 1.8%-ით საავადმყოფოს მომსახურების ფასებიც.


ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ზოგადად მედიკამენტებზე ფასების ზრდის ტენდენცია გვაქვს. ეკონომიკის ექსპერტი ირაკლი მაკალათია „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ სამკურნალო საშუალებების გაძვირება მათ შორის იმპორტზე დამოკიდებულებით არის განპირობებული.


„აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის ფულად ხარჯვით სისტემაში ყველაზე დიდი წილი სურსათს და მედიკამენტებს აქვს. რაც შეეხება ფასის მატების მიზეზებს, ორი ძირითადი მიზეზი გვაქვს: 1-ლი - ის რომ ადგილობრივი წარმოება არ გვაქვს და იმპორტზე ვართ დამოკიდებული. შესაბამისად, ლარის გაუფასურება მნიშვნელოვნად მოქმედებს და ფასებზეც ახდენს გავლენას. გარდა ამისა, ბაზარზე არის ძირითადად ოლიგოპოლიური სისტემა, რადგან ბაზრის მცირე მოთამაშეები მნიშვნელოვან გავლენას ვერ ახდენენ და ერთნაირად მზარდი ფასებია, რადგან თვითონ კომპანიები ზრდიან ფასებს,“-აღნიშნავს მაკალათია.



რაც შეეხება ფასების ცვლილებას მიმდინარე წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით, ოფიციალური მონაცემებით, სისხლძარღვთა გამაფართოებელი და ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები - 0.03%-ით გაიაფდა; ანტიბიოტიკებზე ფასები - 0.02%-ით გაიზარდა; 0.11%%-ით არის შემცირებული ვიტამინების ღირებულება; საჭმლის მომნელებელი სისტემის პრეპარატების ფასი 0.07%-ით შემცირდა; ხოლო ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ღირებულება - 0.08%-ით არის შემცირებული. ასევე შემცირებულია 0.15%-ით საავადმყოფოს მომსახურების ფასებიც.


bpn.ge





სპეცრაზმმა აქციის დაშლა წყლის ჭავლის გამოყენებით დაიწყო

სპეცრაზმმა აქციის დაშლა წყლის ჭავლის გამოყენებით დაიწყო
access_time2019-11-18 17:16:22
სპეცრაზმმა პარლამენტის შესასვლელთან აქციის დაშლა წყლის ჭავლის გამოყენებით დაიწყო. ადგილზე რამდენიმე კორდონათ არიან მობილიზებული რობოკოპები, პარალლეურად აფრთხილებენ აქციის მონაწილეებს და დაშლისკენ მოუწოდებენ.

პოლიცია აქციის მონაწილეებს დასაშლელად 30 წუთს აძლევს

პოლიცია აქციის მონაწილეებს დასაშლელად 30 წუთს აძლევს
access_time2019-11-18 16:19:11
პოლიცია აქციის მონაწილეებს დასაშლელად 30 წუთს აძლევს. ამის შესახებ შინაგან საქმეთ სამინისტროს წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან განაცხადა.30 წუთის გასვლის შემდეგ პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად, — თქვა მან. ბოლო რამდენიმე წუთია სპეცრაზმის თანამშრომელები სპეციალური ეკიპირებით იმოსებიან. უცნობია, რა დავალება აქვთ მათ მიღებული. on.ge

„თუ მთავრობამ გამოსავალი ვერ იპოვა, ქართულ ეკონომიკას დიდი რყევები ემუქრება“

„თუ მთავრობამ გამოსავალი ვერ იპოვა, ქართულ ეკონომიკას დიდი რყევები ემუქრება“
access_time2019-11-18 16:25:44
14 ნოემბერს ათასობით დემონსტრანტის რუსთაველის გამზირზე გამოსვლამ ამ წელიწადში უკვე მეორედ შექმნა შიში იმისა, რომ ქვეყანაში პოლიტიკურ რყევებს ავტომატურად ეკონომიკური რყევები და ვალუტის კურსის გაუარესება შეიძლება მოჰყვება. დოლარის კურსი ბოლო რამდენიმე დღეში უკვე 3 პუნქტით გაუარესდა. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 19 ივნისის მდგომარეობით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2,7664 ლარის უტოლდებოდა, 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების შედეგ კი მალევე 2,98-ის ნიშნულს მიაღწია. ამ ყველაფრის მიზეზი...

“ბიძინა ივანიშვილი, ანუ ტყუილებისა და სიცრუის შვიდი წელი...” - ფადი ასლის მიმართვა ივანიშვილს

“ბიძინა ივანიშვილი, ანუ ტყუილებისა და სიცრუის შვიდი წელი...” - ფადი ასლის მიმართვა ივანიშვილს
access_time2019-11-18 15:23:04
საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტის (ICC Georgia) თავმჯდომარე და Channel Georgia Consulting-ის დამფუძნებელი ფადი ასლი საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს მიმართავს, რომელსაც „ბიზნესპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ: „მას მერე, რაც 2012 წლის ოქტომბერში ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანაში თავისი კონტროლი დაამყარა, მმართველობა დამყარებული იყო ტყუილისა და სიცრუეზე. ივანიშვილის ატყუებდა ქართველებს, ატყუებდა საერთაშორისო თანამეგობრობას,...

„ლარს მიხედე, ბიძინა, ლარს“

„ლარს მიხედე, ბიძინა, ლარს“
access_time2019-11-18 14:30:56
ქვეყანა ისევ დესტაბილიზაციისა და კოლაფსის საფრთხის წინაშეა“ ინტერვიუ ანალიტიკოს ვაჟა ბერიძესთან – ბატონო ვაჟა, როგორ შეაფასებდით ქვეყანაში შექმნილ...


მსგავსი სიახლეები

up