ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ვანო ზარდიაშვილის მიერ დეპუტატის მანდატის დატოვების საკითხი გუნდში „არც განხილულა და არც განიხილება“

ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ვანო ზარდიაშვილის მიერ დეპუტატის მანდატის დატოვების საკითხი გუნდში „არც განხილულა და არც განიხილება“

access_time2019-10-07 11:15:18

მსგავსი საკითხი არ დასმულა, არც უმსჯელია უმრავლესობას და არაფერი მსგავსი არ განხილულა. ეს არის არასწორი ინფორმაცია, - ეს განცხადება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა, ვანო ზარდიაშვილის მიერ დეპუტატის მანდატის შესაძლო დატოვებასთან დაკავშირებით გააკეთა.

 

"მსგავსი ინფორმაცია უმრავლესობაში არც განხილულა. მე მსგავსი ინფორმაცია პირველად გავიგე. არანაირი მსგავსი რამ არც განიხილება და არც განხილულა გუნდში", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ არ ესწრება სხდომებს ზარდიაშვილი, ოხანაშვილი პასუხობს, რომ ზარდიაშვილმა კომიტეტი გაცდენის შესახებ საქმის კურსში ჩააყენა.

 

"დღეს დასწრებას რაც შეეხება: პარლამენტის წევრი, როდესაც კომიტეტს თუ პლენარულ სხდომას ვერ ან არ ესწრება, არსებობს შესაბამისი საფუძველი. აღნიშნულს

 

ატყობინებს კომიტეტს. ჩვენ შეგვატყობინა ბატონმა ვანომ, რომ ის ვერ ესწრება საპატიო მიზეზით. რაც შეეხება შემდგომ რა მიზეზით ვერ ესწრება და რა არის საპატიო საფუძველი, აღნიშნულის წარდგენის ვალდებულება აქვს შესაბამის დეპარტამენტში და ამის შემდეგ იქნება განხილული, საპატიოა თუ არა მისი გაცდენა", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

წყარო:IPN





ნათია თურნავა: დარჩება ქვეყნები, რომლებთანაც ალბათ სავალდებულო კარანტინს შევინარჩუნებთ

ნათია თურნავა: დარჩება ქვეყნები, რომლებთანაც ალბათ სავალდებულო კარანტინს შევინარჩუნებთ
access_time2020-06-06 21:27:10
„გვექნება ძალიან გამჭვირვალე, მკაფიო კრიტერიუმები და პირველ რიგში იმ ქვეყნებიდან დავიწყებთ ტურისტების მიღებას, რომლებიც ამ კრიტერიუმებს უპასუხებენ“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ „ქრონიკაში“...

იაპონია საქართველოს სამედიცინო დანადგარებით დაეხმარება

იაპონია საქართველოს სამედიცინო დანადგარებით დაეხმარება
access_time2020-06-06 17:31:53
დღეს იაპონიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს აღმოუჩინოს მხარდაჭერა სამედიცინო დანადგარებით. დეტალები დაზუსტდება ორმხრივი შეთანხმების შედეგად. ამჟამად მიმდინარეობს სამუშაო პროცესი იაპონიისა და საქართველოს მთავრობებს შორის რათა დროულად მოეწეროს ხელი ორმხრივ შეთანხმებას. საქართველოს მოსახლეობა გაერთიანებულია ახალი კორონავირუსის საფრთხის წინაშე და შედეგიც შთამბეჭდავია. იაპონიის მთავრობამ გადაწყვიტა საქართველოს აღმოუჩინოს სამედიცინო მხარდაჭერა მსოფლიოში ახალი კორონა ვირუსის...

რატომაა წამლები იაფი თურქეთში, ვიდრე ჩვენთან?- ვთავაზობთ სამინისტროს, თურქეთი გავხსნათ

რატომაა წამლები იაფი თურქეთში, ვიდრე ჩვენთან?- ვთავაზობთ სამინისტროს, თურქეთი გავხსნათ
access_time2020-06-06 16:00:33
...

ლიბერთის მობაილ ბანკით სარგებლობა უკვე მობილური ინტერნეტის გარეშეც შესაძლებელია

ლიბერთის მობაილ ბანკით სარგებლობა უკვე მობილური ინტერნეტის გარეშეც შესაძლებელია
access_time2020-06-06 13:00:27
ლიბერთი აგრძელებს ზრუნვას სოციალური პასუხისმგებლობის...

Wizz Air-ი ქუთაისიდან ფრენის მიმართულებებს ამცირებს, ცვლილებებია ავიაკომპანიის ბაზირების სხვა აეროპორტებშიც

Wizz Air-ი ქუთაისიდან ფრენის მიმართულებებს ამცირებს, ცვლილებებია ავიაკომპანიის ბაზირების სხვა აეროპორტებშიც
access_time2020-06-06 13:38:15
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის აეროპორტიდან ფრენებს ამცირებს. საუბარია 19 მარშრუტზე, მათ შორის შარლერუას და ეინდჰოვენის მიმართულებაზე. დაბალბიუჯეტიანი გადამზიდველის ოპერირების გეგმები აღმოსავლეთ ევროპის სხვა ბაზირების აეროპორტებთან...


მსგავსი სიახლეები

up