ანრი ოხანაშვილის განცხადებით, დღევანდელი დღე ნათელი დემონსტრირებაა, თუ როგორ შეიძლება “მაქსიმალურად მოზომილად და ფრთხილად აღასრულო კანონი ზედმიწევნით სწორად”

ანრი ოხანაშვილის განცხადებით, დღევანდელი დღე ნათელი დემონსტრირებაა, თუ როგორ შეიძლება “მაქსიმალურად მოზომილად და ფრთხილად აღასრულო კანონი ზედმიწევნით სწორად”

access_time2021-02-23 17:30:00

“ქართული ოცნების” დეპუტატის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, დღევანდელი დღე იყო ნათელი დემონსტრირება იმისა, თუ როგორ შეიძლება “მაქსიმალურად მოზომილად და ფრთხილად აღასრულო კანონი ზედმიწევნით სწორად”.


როგორც ნიკა მელიას დაკავების თაობაზე ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით შეფასება ვერ იქნება, თითქოს ადგილი ჰქონდა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას.


“პოლიცია მოქმედებდა მაქსიმალური სიფრთხილით, მოზომილად, პროპორციულად, იყო ორიენტირეული კანონის ზედმიწევნით სწორად აღსრულებაზე და არა ძალისმიერი მეთოდების დემონსტრირებაზე. ძალისმიერი მეთოდების დემონსტრირება არის “ნაციონალური მოძრაობის” წარსული, მათი სახე და ჩვენ ჩვენს თავს უფლებას არ მივცეთ და არავინ დაუშვებს იმას, რომ რაიმე არაცივილური ფორმით მოხდეს კანონის აღსრულება. ამიტომ დღევანდელი დღე იყო ნათელი დემონსტრირება, როგორ შეიძლება მაქსიმალურად მოზომილად, ფრთხილად აღასრულო კანონიზედმიწევნით სწორად. ამიტომ ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით ვერანაირი შეფასება ვერ იქნება, თითქოს ადგილი ჰქონდა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, ვინაიდან სწორედ ევროპული სტანდარტებით აღსრულებულმა კანონმა მოგვცა საშუალება, რომ მაქსიმალურად ფრთხილად აღსრულებულიყო ეს კანონი და არავინ დაშავებულიყო”,- განაცხადა ოხანაშვილმა.


რაც შეეხება საერთაშორისო პარტნიორების შეფასებებს, ოხანაშვილი ამბობს, რომ მათ არცერთ განცხადებაში საუბარი არაა, რომ პოლიციას ნიკა მელიას დაკავების ღონისძიების ჩატარების უფლება არ ჰქონდა.



“ჩვენი საერთაშორისო თანამეგობრობის ვერცერთ განცხადებაში ვერ ნახავთ შეფასებას, რომ კანონით პოლიციას არ ჰქონდა ამ ღონისძიების ჩატარების უფლება და რომ არაპროპორციული ძალა იქნა გამოყენებული ან არასწორად ჩატარდა ეს ღონისძიება. ჩვენთვის სტრატეგიული პარტნიორების მოწოდება არის ძალიან ძვირფასი, მნიშვნელოვანი და ჩვენ ყურადღებით ველოდებით ამას”, - განაცხადა ოხანაშვილმა.


ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია დაკავებულია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მელიას აყვანის სპეცოპერაცია პარტიის ცენტრალურ ოფისში გამთენიისას დაიწყო. ოპერაციის ფარგლებში შსს-მ სპეციალური ტექნიკა და სპეცდანიშნულების რაზმი გამოიყენა. გაუშვა ე.წ. წიწაკის სპრეი, რითაც პარტიის ოფისში მყოფი პირები დაშალა.



IPN.GE








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up