ამ ბანერებს დავუმატებდი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების ამონარიდებს გირგვლიანის და ვაზაგაშვილის საქმეზე. იქ იქნებოდა ადგილი იმისთვის, რომ მათი რეალური სახე გამყარებულიყო , - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს იმ ბანერებთან დაკავშირებით განუცხადა, სადაც ოპოზიციის რამდენიმე ლიდერია გამოსახული წარწერით - „არა ნაცებს, არა ბოროტებას! არა ღალატს!“.
ოხანაშვილის თქმით, ეს იმ ხალხის რეალური სახეა, ვინც ბანერზეა გამოსახული.
"მე ამ ბანერებს დავუმატებდი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების ამონარიდებს გირგვლიანის და ვაზაგაშვილის საქმეზე და ა.შ. იქ იქნებოდა ადგილი იმისთვის, რომ მათი რეალური სახე გამყარებულიყო. ჩვენ ორიენტირებული ვართ საქმეზე და ამომრჩეველს ვთავაზობთ კონკრეტულ პროგრამას არჩევნებისთვის, თუმცა რადიკალური პოლიტიკური ჯგუფები ირჩევენ რადიკალიზაციის გზას და სიძულვილის ენას" , - განაცხადა ოხანაშვილმა და ჟურნალისტის კითხვაზე გაკრული ბანერები აღრმავებს თუ არა სიძულვილის ენას აღნიშნა, რომ ეს არანაირ სიძულვილს არ აღრმავებს და ეს არის იმ ხალხის რეალური სახე, ვინც ბანერზეა გამოსახული.
"ვინც ამის გაკვრა გადაწყვიტეს, ეს წარმოაჩენს იმ რეალურ სახეებს, ვინც იქ არის. გახარიასთან მიმართებაში, ალბათ, სხვა რამ უნდა დაემატოს. წესით წერია, რაც წერია იმაზე მეტი რა უნდა დაემატოს", - აღნიშნა ოხანაშვილმა.
Ipn.ge