ანრი ოხანაშვილი - მამუკა ხაზარაძისნაირი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები ჩვენს ქვეყანას არ სჭირდება

ანრი ოხანაშვილი - მამუკა ხაზარაძისნაირი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები ჩვენს ქვეყანას არ სჭირდება

access_time2019-10-10 17:10:32

მამუკა ხაზარაძე ჯერ პოლიტიკაში არ შემოსულა და უპასუხისმგებლო, გაურკვეველი ტერმინოლოგიით საუბრობს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნარი ოხანაშვილმა განაცხადა.


როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, მამუკა ხაზარაძისნაირი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები ქვეყანას არ სჭირდება.


„დამატებითი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები ჩვენს ქვეყანას არ სჭირდება, ისეთ პოლიტიკოსებთან ერთად როგორებიც არიან „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი განშტოებების მსგავსი პოლიტიკოსები. იმედი მაქვს, რომ ეს ადამიანი მიხვდება, რას ნიშნავს პოლიტიკაში შემოსვლა, თუ მას ამის სურვილი აქვს და სასამართლოში პოლიტიკით არ ივაჭრებს, პოლიტიკას არ ამოეფარება საკუთარი პასუხისმგებლობიდან გაქცევის გამო. ყველას მოუწევს კანონის წინაშე პასუხისმგებლობის აღება. თუმცა მე უდანაშაულობის პრეზუმფციას ვიცავ და შეფასებებში ვერ შევალ. ელემენტარულია, რომ თუ კი პოლიტიკაში გსურს შემოხვიდე და ხალხის სახელით ისაუბრო, ელემენტარული ტერმინოლოგია უნდა გააკონტროლო. ამის შემდეგ გაქვს და გექნება ადამიანს პრეტენზია ხალხის სახელით ისაუბროთ. თუმცა აქამდე ჩვენ ვერ ვხედავთ საფუძველს, რომ ამ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, ხალხის სახელით ისაუბროს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.



საზოგადოებრივი მოძრაობის „ლელოს“ დამფუძნებელმა დღეს განაცხადა, რომ არც მას და არც ბადრი ჯაფარიძეს ბრალი არ მიუძღვით. ამასთან, მამუკა ხაზარაძის თქმით, ის აპირებს, „ქვეყანა გაწმინდოს და ღირსეული ადამიანების ხელში დატოვოს“. „მინდა, „ოცნების“ წევრებს ვუთხრა, ცოტა შეგრცხვეთ, სად დგახართ, თქვენს შვილებს ჩახედეთ თვალებში, რას ჰპირდებოდით ხალხს და რა მივიღეთ რეალურად. ჩვენ მივიღეთ აბსოლუტურად დიდი ჭაობი. აქ არის საუბარი სამშობლოზე, ჩვენს შვილებზე, სახელმწიფოს ჩამოყალიბებაზე“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.


1tv






სითი მოლში ZARA-ს ახალი მაღაზია გაიხსნა

სითი მოლში ZARA-ს ახალი მაღაზია გაიხსნა
access_time2019-10-18 11:38:15
ZARA-ს ახალი მაღაზია ახალ სავაჭრო ცენტრში, სითი მოლი საბურთალო, 17 ოქტომბრს გაიხსნა. ეს ბრენდის უკვე მეოთხე მაღაზიაა საქართველოში. პირველი მათგანი 2012 წლის აპრილში თბილისი მოლში გაიხსნა, რასაც მოჰყვა მაღაზიები რუსთაველის გამზირზე სავაჭრო ცენტრ მერანში და ისთ ფოინთში.  2800 კვადრატულ მეტრზე მეტ ფართობზე, ზარას უახლესი კონცეფციის მაღაზიაში, წარმოდგენილია ქალის, მამაკაცისა და ბავშვის განყოფილებები. ეს ერთადერთი უახლესი კონცეფციის მაღაზია კავკასიის რეგიონში....

თანამდებობის პირების ოჯახის წევრები საჯარო სამსახურში

თანამდებობის პირების ოჯახის წევრები საჯარო სამსახურში
access_time2019-10-18 11:00:52
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” სახელმწიფო თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციები შეისწავლა და გამოავლინა შემთხვევები, როდესაც თანამდებობის პირების ოჯახის წევრები დასაქმებულნი არიან იმავე უწყებაში ან მასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ ორგანოებში ან მის საქვეუწყებო დაწესებულებებში. შემთხვევების უმეტესობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში გამოვლინდა, თუმცა მსგავსი ფაქტები გვხვდება ცენტრალურ ხელისუფლებასა და სასამართლო სისტემაში. ჩვენ ყურადღება...

ჭიათურის მაღაროში მუშა დაიღუპა - „ჯორჯიან მანგანეზის განცხადება

ჭიათურის მაღაროში მუშა დაიღუპა - „ჯორჯიან მანგანეზის განცხადება
access_time2019-10-18 08:01:19
როგორც „ჯორჯიან მანგანეზში“ აცხადებენ, 17 ოქტომბერს, დაახლოებით 21:00 საათზე, ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში ჯორჯიან მანგანეზის თანამშრომელი, 29 წლის გ.ბ დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით, ინციდენტი სანგრევი სამუშაოების დროს მოხდა. „ამ დროისთვის ჯორჯიან მანგანეზის თანამშრომლის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ცნობილი არ არის. ფაქტზე გამოძიებას შსს აწარმოებს. „ჯორჯიან მანგანეზი მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და გარდაცვლილის ოჯახს და...

დევიდ ბლოსი: “პროგრეს ბანკის” შესწავლისას მასში საეჭვო ტრანზაქციები აღმოვაჩინეთ

დევიდ ბლოსი: “პროგრეს ბანკის” შესწავლისას მასში საეჭვო ტრანზაქციები აღმოვაჩინეთ
access_time2019-10-17 20:00:53
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი  არჩილ მესტვირიშვილი „თიბისი ბანკისა“ და საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელს, მამუკა ხაზარაძეს მოუწოდებს „პროგრეს ბანკში“ საეჭვო ტრანზაქციების ამსახველი დოკუმენტი, არსებობის შემთხვევაში  სამართალდამცავ ორგანოებს მიწოდოს. მესტვირიშვილის თქმით, ასეთი დოკუმენტის არსებობის შესახებ ეროვნული ბანკისთვის ცნობილი არ არის. ფულის სავარაუდო გათეთრებაზე მიუთითებს  ტელევიზია „მთავარი არხი“ და TBC ბანკის დამფუძნებელი მამუკა...

Handelsblatt: რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების გამო გერმანია თვეში 700 მილიონ დოლარს კარგავს

Handelsblatt: რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების გამო გერმანია  თვეში  700 მილიონ დოლარს კარგავს
access_time2019-10-17 19:00:27
საჯარიმო სანქციები ზოგჯერ აზარალებს იმასაც, ვინც ისინი შემოიღო. ეს პირველ რიგში,რუსეთის წინაამღდეგ შემოღებულ შეზღუდვებს ეხება. უკვე 5 წელია,რაც  რუსეთის წინააღმდეგ სავაჭრო და ფინანსური სანქციები  მოქმედებს, თუმცა, ბოლო დრომდე არ იყო შეფასებული მათი ზემოქმედების დონე და რუსული სანქციების  საპასუხო  შედეგები.ასევე  არ იყო დადგენილი,ყველაზე მეტად რომელი ქვეყნები...


მსგავსი სიახლეები

up