ანრი ოხანაშვილი: მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დაახლოებით ერთი წელია ცდილობენ, მათი შესაძლო დანაშაულებრივი საქმიანობა თითქოს და პოლიტიკურ აქტივობას დაუკავშირონ

ანრი ოხანაშვილი: მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დაახლოებით ერთი წელია ცდილობენ, მათი შესაძლო დანაშაულებრივი საქმიანობა თითქოს და პოლიტიკურ აქტივობას დაუკავშირონ

access_time2019-09-02 17:33:54


მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დაახლოებით ერთი წელია ცდილობენ, მათი შესაძლო დანაშაულებრივი საქმიანობა თითქოს და პოლიტიკურ აქტივობას დაუკავშირონ და პასუხისმგებლობა სხვა მიმართულებით გადაიტანონ,- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.


მისი თქმით, საზოგადოებას პერმანენტულად მიეწოდება ინფორმაცია იმ საქმის ირგვლივ გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, სადაც ბატონი ჯაფარიძე და ხაზარაძე ბრალდებულნი არიან მძიმე ფინანსური დანაშაულის ფარგლებში.



,,ჩვენთვის ცნობილია, რომ საგამოძიებო ორგანოებს ჰქონდათ ინიციატივა პროცესში ჩართული ყოფილიყვნენ დამოუკიდებელი და საერთაშორისო ექსპერტები . ეს ხელს შეუწყობს პროცესს, რომ კიდევ უფრო მეტად გამჭვირვალე. რაც შეეხება შესაძლო შეხვედრებს, მე კონკრეტულ შეხვედრასთან დაკავშირებით, პროკურატურის წარმომადგენლების ნაცვლად ვერ გეტყვით, თუმცა თუკი საკითხი ისმის, რომ რატომ შეიძლება იყვნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაინტერესებულნი - პასუხი მარტივია, ვინაიდან ეს ადამიანები დაახლოებით ერთი წელია ცდილობენ, რომ მათი შესაძლო დანაშაულებრივი საქმიანობა დაუკავშირონ მათ თითქოს და პოლიტიკურ აქტივობას და მათი პასუხისმგებლობა გადაიტანოს სხვა მიმართულებით“,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.



როგორც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე აღნიშნავს, იმისათვის, რომ არ გაჩნდეს და არ დარჩეს რაიმე სახის შეკითხვა, პროცესი იყოს გამჭვირვალე და პოლიტიკურ მანიპულაციას წერტილი დაესვას, ლოგიკურია, დიპლომატიური კორპუსის ინფორმირება, რასაც პროკურატურა ეტაპობრივად ახორციელებს.


(NS)






„საგადასახადო კოდექსში სიტყვების „პირი“ და „ფიზიკური პირი“ თამაშმა შესაძლოა ბიზნესების დაჯარიმება გამოიწვიოს“ - ნინო ზამბახიძე

„საგადასახადო კოდექსში სიტყვების „პირი“ და „ფიზიკური პირი“ თამაშმა შესაძლოა ბიზნესების დაჯარიმება გამოიწვიოს“  - ნინო ზამბახიძე
access_time2019-10-21 19:30:25
„საგადასახადო კოდექსში სიტყვების „პირი“ და „ფიზიკური პირი“ თამაშმა შესაძლოა ბიზნესების დაჯარიმება გამოიწვიოს“ - ამის შესახებ დღეს პერემიერთან შეხვედრის შემდეგ „საქართველოს ფერმერთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ნინო ზამბახიძემ ისაუბრა. დღეს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლების  შეხვედრაზე, გახარიამ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისგან ძირითადი პრობლემური საკითხები მოისმინა. ერთ-ერთი იყო სოფლის მეურნეობის გამოწვევებიც,...

ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი – მთავრობა და ბიზნესი დროის ფაქტორს სხვადასხვაგვარად აღიქვამენ

ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი – მთავრობა და ბიზნესი დროის ფაქტორს სხვადასხვაგვარად აღიქვამენ
access_time2019-10-21 17:30:49
ბიზნესში არსებულ აქტუალურ პრობლემებზე “ბანკები და ფინანსები” კომპანია “ნატახტარის” კორპორაციულ საქმეთა დირექტორს, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილს ესაუბრა. -თქვენი კომპანია უკვე მრავალი წელია საკმაოდ წარმატებულად პოზიციონირებს ქართულ ბაზარზე, თქვენი პროდუქცია საკმაოდ მოთხოვნადია, რასაც ხელს უწყობს ქართველი კაცის განსაკუთრებული სიყვარული ლუდის მიმართ, მოკლედ...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდა შენელდა

ჩინეთის ეკონომიკური ზრდა შენელდა
access_time2019-10-21 20:30:17
2019 წლის იანვარს-სექტემბერში ჩინეთის მშპ-მ  9,8 ტრლნ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელს  6,%-ით აღემატება- იტყობინება ჩინეთის სტატისტიკის ეროვნული ბიურო.ბოლო 3 კვარტლის მანძილზე ქვეყნის მშპ-ს ზრდა მცირდება - პირველ კვარტალში ამ მაჩვენებელმა შეადგინა 6,4%, მეორეში -6,2%, მესამეში - უკვე 6%. ბოლო ციფრი მოსალოდნელზე, ანუ 6,1%-ზე დაბალი აღმოჩნდა. ეს მაჩვენებელი  1992 წლიდან  ყველაზე დაბალია. 2019 წელს ჩინეთის ეკონომიკა ...

„სემეკის“ თავმჯდომარე დავით ნარმანია გახდა

„სემეკის“  თავმჯდომარე დავით ნარმანია გახდა
access_time2019-10-21 14:47:21
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) კომისიის თავმჯდომარის არჩევნები გაიმართა. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, კომისიის წევრებმა ფარული კენჭისყრით, ხმა მისცეს კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატს  დავით ნარმანიას.  ახალი რეგულაციით, კომისიის თავმჯდომარე ირჩევა 3 წლის ვადით, მაგრამ არაუმეტეს კომისიის წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადისა. კომისიაში...

ნატო ხაინდრავა - ბიძინა ივანიშვილმა ,,პროგრეს ბანკის“ წილი ბანკის გადასარჩენად იყიდა, ეს ქველმოქმედება იყო

ნატო ხაინდრავა -   ბიძინა ივანიშვილმა ,,პროგრეს ბანკის“ წილი ბანკის გადასარჩენად იყიდა, ეს ქველმოქმედება იყო
access_time2019-10-21 14:13:42
ბიძინა ივანიშვილმა 22%-იანი წილი დაახლოებით 2 მლნ დოლარად პროგრეს ბანკის გადასარჩენად იყიდა. მას პროგრეს ბანკში ანგარიშები არასოდეს ჰქონია,- ამის შესახებ ,, ქართუ ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ნატო ხაინდრავამ ,, იმედის კვირასთან“ განაცხადა. ქართუ“ ბანკის გენერალური დირექტორი იმ მძიმე პერიოდს იხსენებს, როცა უპრეცედენტო საკანონმდებლო ცვლილებით კერძო ბანკებმა პირველადი იპოთეკარების სტატუსი დაკარგეს. ,,ახალი რეგულაცია რეალურად მხოლოდ ქართუს და პროგრეს ბანკს შეეხო....


მსგავსი სიახლეები

up