ანრი ოხანაშვილი: ინფორმაცია, თითქოს, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ჩვენს მოქალაქეებს შევუფარდებთ თავისუფლების აღკვეთას 6 წლამდე - ტყუილი და დეზინფორმაციაა

ანრი ოხანაშვილი: ინფორმაცია, თითქოს, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ჩვენს მოქალაქეებს შევუფარდებთ თავისუფლების აღკვეთას 6 წლამდე - ტყუილი და დეზინფორმაციაა

access_time2020-04-24 12:16:09

„არ მომხდარა არავითარი გამკაცრება, არსებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, არ მოხდება ჩვენ მიერ მიღებული კოდექსის გამოყენება, არამედ მოქმედებს საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას თავისუფლების აღკვეთის სახით მაქსიმუმ სამ წლამდე“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა.


ანრი ოხანაშვილმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და სისხლის სამართლის კოდექსში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით, დამატებითი განმარტებები გააკეთა და ოპონენტების განცხადებებს უპასუხა.


„გარკვეულმა ჯგუფებმა სცადეს ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, თითქოს, საქართველოს პარლამენტმა გაზარდა სანქცია თავისუფლების აღკვეთით 6 წლამდე, თითქოს ამ სანქციას გამოყენება ექნება დღეიდან და თითქოს, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ჩვენ ჩვენს მოქალაქეებს შევუფარდებთ თავისუფლების აღკვეთას 6 წლამდე - ეს არის ტყუილი და დეზინფორმაცია. დღეს მოქმედებს საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი. საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით გათვალისწინებულია უკვე დაწესებული პასუხისმგებლობა. შესაბამისად, ეს დეკრეტი რჩება ძალაში და ეს რეგულაციებიც რჩება ძალაში. ძალას ინარჩუნებს საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას თავისუფლების აღკვეთის სახით მაქსიმუმ სამ წლამდე და ისიც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემდგომ თუკი განმეორებით ჩაიდენს პირი ქმედებას“,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.


მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სისხლის სამართლის კოდექსში მიღებული ცვლილებები შეეხება არა მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის, არამედ საომარი მდგომარეობის რეჟიმის დარღვევასაც. 



„ამისთვის გავითვალისწინეთ პასუხისმგებლობა ერთხელ ჩადენის შემთხვევაში, თუკი პირი განმეორებით ჩაიდენს - თავისუფლების აღკვეთა 6 წლამდე. ჩვენმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ეს ნიშნავს იმას, რომ თუკი პირი განზრახ გადასდებს ვინმეს დაავადებას, თუკი ამ ქმედებას ჩაიდენს ორგანიზებული ჯგუფი ან ჯგუფი, თუკი დაავადებული პირი განახორციელებს საგანგებო ან საომარი მდგომარეობის რეჟიმის დარღვევას, ან პირი დაარღვევს საგანგებო ან საომარი მდგომარეობის რეჟიმს, რაც გამოიწვევს ძალიან მძიმე შედეგებს, რასაც შესაძლებელია მოყვეს ადამიანის სიცოცხლის მოსპობაც კი - ამ შემთხვევაში გამოიყენება მხოლოდ თავისუფლების აღკვეთა 6 წლამდე. ამასთან დაკავშირებითაც იყო სპეკულაციები, რომ თითქოს, ავტომატურად 6 წლის შეფარდება მოხდება, ესეც არის ტყუილი. 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ნიშნავს თუნდაც ერთი დღით პასუხისმგებლობის დაკისრებას. ეს ნიშნავს იმას, რომ შესაძლებელია, კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე, პასუხისმგებელმა ორგანოებმა მიიღონ გადაწყვეტილება და პირს, მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმიდან გამომდინარე, პასუხისმგებლობა დააკისრონ ან ერთი დღით, ან ერთი თვით, ან ერთი წლით, ან მაქსიმუმ 6 წლით“,- განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.


მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ გუნდის მთავარი ამოცანა და ვალდებულება მოქალაქეების სიცოცხლესა და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვაა და შესაბამისად, ხელისუფლება მოქალაქეების სიცოცხლის და მათი ჯანმრთელობის დაცვის პრინციპით ხელმძღვანელობს.


„ვაცნობიერებთ რა, ამ ვალდებულებას, ჩვენ ვიღებთ ზომებს შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის, თუმცა, ჩვენმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს ძალიან კარგად, ჩვენ მიერ მიღებული რეგულაცია დღეს არ გამოიყენება, საგანგებო მდგომარეობის არსებულ სიტუაციაში არ გამოიყენება, დღეს მოქმედებს და იმოქმედებს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას მაქსიმუმ 3 წლამდე. 3 წლამდე ნიშნავს იმას, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მიიღებს გადაწყვეტილებას სასამართლო, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის მიხედვით“,- განმარტა ანრი ოხანაშვილმა.


imedinews.ge

 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up