ანრი ოხანაშვილი - „აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რამდენიმე პროექტია დაინიცირებული

ანრი ოხანაშვილი - „აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რამდენიმე პროექტია დაინიცირებული

access_time2020-02-10 22:50:39

არსებობს რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის გაერთიანებაც შესაძლოა ერთ პაკეტში მოხდეს,- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

 

 

როგორც მან განმარტა, „აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რამდენიმე პროექტია დაინიცირებული.

 

 

„ფინანსთა სამინისტროს დაინიცირებული აქვს პაკეტი, რომელიც შეეხება არა მხოლოდ აზარტული თამაშების შესახებ რეკლამებს, არამედ მთელ რიგ საკითხებს. საკითხი ასევე, დაინიცირებულია ჩვენი კოლეგების მიერ უმრავლესობიდან და ასევე, ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ მიერ. ამიტომ მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ საკითხი მხოლოდ გადავდოთ. გეთანხმებით, რომ არ შეიძლება საკითხის გაჭიანურება და ჩვენ ამას არ ვაჭიანურებთ. აღნიშნულთან დაკავშირებით, მთავრობასთან გვაქვს ინტენსიური კომუნიკაცია, ვაწარმოებთ ძალიან ბევრ სამუშაო შეხვედრას. მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით, ვათანხმებთ პოზიციებს და მათ შორის, ის პროექტიც, რომელიც თქვენ და თქვენმა კოლეგებმა დააინიცირეთ, ითვალისწინებს იმ საკითხებს, რომელთა გათვალისწინებაც შესაძლოა მთლიანად ერთ პაკეტში მოხდეს“, - აღნიშნულის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.


 

 

მისივე თქმით, ამ საკითხის თაობაზე კომიტეტებში განხილვას დაწყება მალე დაანონსდება.

 

 

„ვფიქრობ, საზოგადოებასთან ერთად, ამ საკითხს ძალიან კარგად და სწორად დავარეგულირებთ ისე, რომ დაცული იყოს ბალანსი. ადამიანებს, ვინც ამ პროცესში არიან ჩართულნი, ხელი შევუწყოთ იმისთვის, რომ არ იყვნენ თამაშობებზე დამოკიდებული და მეორე მხრივ - მაქსიმალურად არ დავაზიანოთ არავის ინტერესი. არავის ეგონოს, რომ ეს საკითხი ყურადღების მიღმა არის. ჩვენ ვმუშაობთ და ძალიან მალე, კონკრეტულ გეგმას წარმოვადგენთ თუ რას როგორ გავაკეთებთ. მათ შორის, შეხვედრები და კონსულტაციები გვექნება თქვენთანაც“, - მიმართა ანრი ოხანაშვილმა ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარეს.

 

 

ინფორმციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up