სილამაზის ინდუსტრია მსოფლიოში დღითიდღე მეტად გავლენიანი ხდება. სოციალურმა ქსელებმა, ინფლუენსერმა Makeup არტისტებმა, თუ კოსმეტიკური პროდუქტების მიმომხილველმა იუთუბერებმა, ეს მიმართულება კიდევ უფრო პოპულარული გახადა. დღეს, უკვე არაერთ ცნობილ ადამიანს აქვს სილამაზის და თავის მოვლის პროდუქტების საკუთარი ხაზი. როგორც აღმოჩნდა, მალე ქართულ ბაზარზეც გაჩნდება დეკორატიული კოსმეტიკის ახალი ბრენდი და რაც, ამ ყველაფრის უკან ანუკი არეშიძე დგას.
დიზაინერმა ინსტაგრამზე – ANOUKI BEAUTY დააანონსა.
ბრენდთან დაკავშირებული დეტალები ჯერჯერობით უცნობია, ასევე უცნობია რა პროდუქტებს შესთავაზებს მომხმარებელს ANOUKI BEAUTY, თუმცა, ის ფაქტი, რომ ქართულ რეალობაში კოსმეტიკის ახალი ბრენდი ჩნდება, შესაძლოა ქართული Beauty ინდუსტრიის საინტერესო დასაწყისიც გახდეს.
Fashionholicsonline.ge