თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ანკარა მოსკოვისგან დამატებით S -400-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის შეძენას გეგმავს. თურქეთს აშშ-ისთვის შეკვეთილი ჰქონდა F-35 თვითმფრინავები, რისთვისაც 1.4 მილიარდი დოლარი ჰქონდა კიდევაც გადახდილი, თუმცა აშშ-ს ჯერ პროდუქცია არ მიუწოდებია. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა CBS-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
,,მომავალში ვერავინ ჩაერევა იმაში, თუ რა თავდაცვის სისტემას ვიყიდით,რომელი ქვეყნისგან ან რა დონის იქნება ეს სისტემა. მხოლოდ ჩვენ შეგვეძლება მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება. დიახ, ჩვენ ვიყიდით S-400-სს. ვესაუბრე აშშ-ს პრეზიდენტს F-35 თვითმფრინავების შესყიდვაზე, რაშიც 1.4 მილიარდი დოლარი გადავიხადეთ თუმცა თვითმფრინავი ჯერაც არ მიგვიღია. ჩვენ გვსურდა მათგან თავდაცვის სისტემა გვეყიდა, თუმცა უარი გვითხრეს. თქვენ არ მომყიდეთ თავდაცვის სისტემა, ასე რომ, სხვა ქვეყნებისგან ვიყიდი მას. მაშინ ვერავინ ჩაერევა“ , - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
კითხვაზე , შეძლებს თუ არა აშშ ამის შემდეგ თურქეთს ენდოს, ერდოღანმა უპასუხა, რომ მათ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რისკებს ვერავინ გაიზიარებს.
,,როგორ უნდა მივიღოთ აუცილებელი ზომები საფრთხეების თავიდან ასარიდებლად? იმ ქვეყნისგან ველოდოთ თავდაცვის სისტემის მოწოდებას , რომელიც ამაზე უარს გვეუბნება?“, - განაცხადა თურქეთის ლიდერმა.
წყარო: ინტერპრესნიუსი