„ანიგოზი“ ვაკუუმის შეფუთვაში ნიგვზის გამოშვებას გეგმავს

„ანიგოზი“ ვაკუუმის შეფუთვაში ნიგვზის გამოშვებას გეგმავს

access_time2021-02-01 18:00:12

2021 წლის ზაფხულში კომპანია „ანიგოზი“ თბილისთან ახლოს ნიგვზის და ნუშის გადამამუშავებელი ქარხნის გახსნას გეგმავს. კომპანია როგორც საკუთარ ბაღებში მოყვანილ, ასევე მოსახლეობისგან შესყიდულ თხილს გამოიყენებს და საბოლოო პროდუქტი ნიგვზის გული ვაკუუმურ შეფუთვაში იქნება.


„ანიგოზი“ - ახალი კომპანიაა, რომელიც 26 წლის მეეღლეებმა გოგი ბოლქვაძემ და ანა ქევხიშვილმა შექმნეს.


„ჩვენს ოჯახს ვენახები უკვე აქვს და ჩვენ რამე ახალი საქმით დაკავება გადავწყვიტეთ. არჩევანი ნიგოზზე შევაჩერეთ. ამ დროისთვის თელავის რაიონში 6 ჰექტარი ნიგვზის პლანტაცია გვაქვს. ჩვენ ასევე თხილის გადამუშავება გადავწყვიტეთ და საქართველოს სოფლის მეურნეობის სააგენტოს შესაბამისი პროექტით მივმართეთ“ - ყვება ანა ქევხიშვილი.


გადამამუშავებელი ქარხნის საინვესტიციო ღირებულება 3 მლნ. ლარი იყო, თანხის ნაწილი საბანკო სესხია, ნაწილი კი სახელმწიფო გრანტი. ამ დროისთვის ქარხანა უკვე შენდება და მასში დამონტაჟებული თანამედროვე მაღალეფექტური ფრანგული დანადგარები იქნება.


მისი თქმით ან დროისთვის კომპანიის მთავარი ამოცანა იმპორტის ჩანაცვლება იქნება, ხოლო მოგვიანებით „ანიგოზა“ საექსპორტო ბაზრებზე გასვლასაც გეგმავს.


„ნიგოზი - ქართული ტრადიციული სამზარეულოს განუყოფელი ნაწილია და მოთხოვნა მასზე საკმაოდ მაღალია. თუმცა, მოხმარების დიდი ნაწილი - იმპორტია რადგანაც ქვეყანაში საკმარისი რაოდენობის ეს პროდუქტი არ იწარმოება. სავარაუდოდ, უახლოეს წლებში ვითარება შეიცვლება, ინტერესი ნიგვზისადმი ფერმერების მხრიდან, ისევე როგორც მოსავალი, ყოველწლიურად იზრდება“ - ამბობს კომპანიის თანადამფუძნებელი.



სადღეისოდ ნიგვზის გადამუშავების დარგში საქართველოში რამდენიმე საწარმო მუშაობს, რომელიც ძირითად აქცენტს საკუთარი ნაწარმის გადამუშავებაზე აკეთებს. „ანიგოზა“ კი მცირე და საშუალო ფერმერებისგან პროდუქტის შესყიდვას აპირებს.


ანა კევხიშვილის თქმით, ქართულ ნიგოზს კარგი საექსპორტო პერსპექტივებიც აქვს, არა ნაკლები ვიდრე ჩვეულებრივ თხილს, რომელსაც ქვეყანაში წელიწადში ათობით მილიონი დოლარი შემოაქვს.


ამ დროისთვის კომპანია ქართლის, კახეთის და აჭარის რეგიონებში ადგილობრივ მცირე და საშუალო ფერმერებთან გრძელვადიან თანამშრომლობაზე მოლაპარაკებას აწარმოებს.


„ფერმერებს ცოდნა აკლიათ, აგრონომის დაქირავება კი მათთვის ძალიან ძვირი სიამოვნებაა. ჩვენ მათ უსასყიდლოთ დავეხმარებით ხარისხიანი პროდუქტის წარმოებაში, რომელსაც შემდეგ თავადვე შევიძენთ. ჩვენი აგრონომები მათთან წლის მანძილზე მუდმივ კონტაქტზე იქნებიან“ - ამბობს მეწარმე.


საწარმოს სიმძლავრე წელიწადში 400 ტონა ნიგოზი იქნება. პირველი წელს კომპანია 150 ტონის გადამუშავებას გეგმავს, შემდეგ მოცულობა გაიზრდება და ნიგოზს ნუშიც დაემატება.


„ნედლეულის შესყიდვა სეზონზე მოხდება, გადამუშავება კი წლის მანძილზე გაგრძელდება, შეკვეთების მიღებასთან ერთად. შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის და სპეციალური ტომრების გამოყენებით ნიგვზის შენახვა რამდენიმე თვის მანძილზეა შესაძლებელი“ - ამბობს ანა ქევშიშვილი.


თენგიზ აბლოთია

წყარო:east-fruit.com



თეგები:
ანიგოზი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up