გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ფედერალური მხარეების ხელმძღვანელებს მოუწოდა, გააძლიერონ ძალისხმევა კორონავირუსის შემთხვევების სწრაფად მატების წინააღმდეგ. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
მესამე ტალღის გაკონტროლების მიზნით, კანცლერი არ გამორიცხავს კომენდანტის საათის შემოღებასაც.
გერმანიაში რეგისტრირებულია კორონავირუსის სულ 2.8 მილიონზე მეტი კი შემთხვევა. ქვეყანაში ვირუსს 76 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
1tv.ge