გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ორი სხვადასხვა ვაქცინით აიცრა. ამის შესახებ AFP კანცლერის პრეს სპიკერზე დაყრდნობით წერს.
ვაქცინის პირველი დოზა 66 წლის მერკელმა აპრილში მიიღო. მაშინ ის AstraZeneca-თი აიცრა, თუმცა მეორე აცრის დროს არჩევანი ამერიკულ Moderna-ზე შეაჩერა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
imedinews.ge