გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ საზღვარგარეთ მოგზაურობისგან და რაც შეიძლება მინიმუმამდე დაიყვანონ კონტაქტები. ანგელა მერკელის თქმით, ქვეყანაში არსებული მდგომარეობა სერიოზულია.
გერმანიაში გასული დღეების განმავლობაში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რაოდენობამ მკვეთრად მოიმატა, რის გამოც ქვეყანაში წერტილოვანი კარანტინი, რომელიც 16 დეკემბრის შემდეგ მოქმედებს, კიდევ ერთხელ გახანგრძლივდა.
მერკელმა მოსახლეობას მოუწოდა, აღდგომის სადღესასწაულო დღეებში თავშეკავება გამოიჩინონ და კონტაქტები შეზღუდონ.
1tv.ge