გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი კარანტინში გადაიყვანეს. ამის შესახებ CNBC იტყობინება.გამოცემის ინფორმაციით, ამის მიზეზი მერკელის ერთ-ერთ ექიმთან კონტაქტი გახდა, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინეს. კერძოდ, ექიმმა კანცლერს პროფილაქტიკური აცრა გაუკეთა.
როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, მერკელი კარანტინს სახლში გაივლის და ამ დროის განმავლობაში მუშაობს დისტანციურად განაგრძობს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge