კორონავირუსი ყველაზე დიდი გამოწვევაა რის წინაშეც ევროკავშირი ოდესმე მდგარა, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა გერმანიის პარლამენტში განაცხადა.მისივე თქმით, პანდემიის პერიოდში „ევროპამ თავისი დაუცველობა აჩვენა“.
„პანდემიამ ცხადყო, ჯერ კიდევ რამდენად მყიფეა ევროპული პროექტი,“- განაცხადა მერკელმა.მისივე თქმით, კორონავირუსთან ბრძოლაში ევროპის ქვეყნების ერთობა და სოლიდარობა ძალიან მნიშვნელოვანია.
„ერთობა და სოლიდარობა ისეთი მნიშვნელოვანი არასდროს ყოფილა, როგორც დღეს არის“, – განაცხადა მერკელმა.
ცნობისათვის, გერმანია 1-ელი ივლისიდან ექვსი თვით ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე გახდება.
ipn.ge