ანგარიში ხალხს - ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის 1 წლის საქმიანობა

ანგარიში ხალხს - ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის 1 წლის საქმიანობა

access_time2022-07-01 15:45:58

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ ინიციატივით შექმნილი ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის საქმიანობას 1 წელი შეუსრულდა. შემაჯამებელი ღონისძიება ჭიათურის დრამატულ თეატრში გაიმართა. დარბაზში შეკრებილ სტუმრებს,  სიტყვით მიმართა  კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“  სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა. მან ისაუბრა კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის საკითხზე  და რეგიონისთვის მულტიფუნქციური ცენტრის მნიშვნელობაზე.


„ეს არის პროექტი  იმ პოზიტიური ძვრებისა და რეალური, ხელშესახები პროგრესის ერთ-ერთი  ნათელი  გამოხატულება, რომელსაც ბოლო წლებში ჩვენმა კომპანიამ მიაღწია. ჩვენ გვჯერა, რომ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლება და კონკურენტუნარიანობა უტყუარი გარანტიაა მომავალზე ორიენტირებული ახალგაზრდა თაობის წარმატებისთვის. ეს კი, თავის მხრივ, იქნება იმის წინაპირობაა, რომ ეკონომიკურად საგრძნობლად წავიწიოთ წინ და განვითარების ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა. სწორედ ამიტომ, არის კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ ერთ-ერთი პრიორიტეტი ადგილობრივი ახალგაზრდების მაქსიმალური ხელშეწყობა. დარწმუნებული ვართ, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია შრომით ბაზარზე მათი ეფექტიანი ინტეგრაცია. ტექნოლოგიების ეპოქაში თითოეულმა მათგანმა ადრეული ასაკიდანვე უნდა აუწყოს ფეხი თანამედროვე მოთხოვნებს, დაეუფლოს ბაზარზე არსებულ მაღალანაზღაურებად პროფესიებს. გვჯერა, რომ სწორედ ეს არის ის, რაც გააძლიერებს ჭიათურას, საბოლოო ჯამში კი, რა თქმა უნდა, მთელ ჩვენს ქვეყანას,“ განაცხადა სიტყვით გამოსვლისას კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა.


მულტიფუნქციური ცენტრის წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ, ასევე „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციული დირექტორი თეიმურაზ ხონელია  და  მულტიფუნქციური ცენტრის ხელმძღვანელი ნატალია პატარიძე. მათ მულტიფუნქციური ცენტრის ერთ წლიანი საქმიანობა შეაჯამეს, ყურადღება გაამახვილეს მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებზე და აღნიშნეს, რომ საგანმანათლებლო სივრცეში მიღებული ცოდნა ხელს უწყობს დასაქმებას, რაც პოზიტიურად აისახება რეგიონზე.


„ჩვენი კომპანიის პრიორიტეტების გათვალისწინებით, ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მიზანია, რომ განათლება ჩვენს რეგიონში იყოს მაქსიმალურად ხელმისაწვდომი. სწორედ ამიტომ, პროექტის ფარგლებში წარმართული თითოეული კურსი და ღონისძიება იყო, არის და იქნება სრულიად უფასო ჭიათურისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ნებისმიერი მსურველისთვის. დარწმუნებული ვარ, ახალგაზრდა თაობას გავუღვივებთ ინტერესს და სულ უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდება, შეიძინოს პროფესია და გახდეს მოთხოვნადი, მაღალანაზღაურებადი კადრი. გპირდებით, ჩვენ ჩვენს მაქსიმუმს გავაკეთებთ მათი მოტივაციის ასამაღლებლად. ჩვენი კომპანიის მხარდაჭერით და ფინანსური ჩართულობით ყველაფერი კეთდება, რომ გვყავდეს უფრო მეტი კონკურენტუნარიანი სპეციალისტი, რაც თავისთავად მეტ დასაქმებულ ადამიანს და ფინანსურად გამართულ ოჯახს ნიშნავს,“ განაცხადა კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაცულმა დირექტორმა თეიმურაზ ხონელიამ.

წლის შემაჯამებლ ღონისძიებას  ჭიათურის მერი გივი მოდებაძეც დაესწრო.



მულტიფუნქციური ცენტრის შექმნის დღიდან, საგანმანათლებლო პლათფორმის  კურსებსა და აქტივობებში 500 -ზე მეტი ახალგაზრდა ჩაერთო.  მათგან ათზე მეტი მსმენელი ცენტრში შესწავლილი პროფესიული მიმართულებით დასაქმდა და მათი  რიცხვი ყოველთვიურად იზრდება.


აღსანიშნავია, რომ სწორედ მულტიფუნქციური ცენტრის საკონკურსო იდეების ფარგლებში კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ სრულად დააფინანსა 3 ბიზნეს იდეა.  ბიზნეს იდეების კონკურსი, ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრში, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის" ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. კომპანია მომავალშიც გეგმავს ხელი შეუწყოს ყველა იმ პროექტს, რომელიც უკავშირდება ჭიათურის განვითარებას, მომავალი თაობის განათლებას და მათივე დასაქმებას.

 

ერთი წლის განმავლობაში წარმატებით განხორციელებული  ტექნოლოგიური თემატიკის კურსები არაერთ საინტერესო მიმართულებას მოიცავდა: რობოტექნიკა, პროგრამირება (Front-End Development, Python, C#, WordPress), სოციალური მედია მარკეტინგი, გრაფიკული და UI/UX დიზაინი. მულტიფუნქციურ ცენტრში აქტიურად იგეგმება კონკურსები, ლაშქრობები და ბანაკები. შეიქმნა “აგრო სკოლა”, “სამოქალაქო კლუბი”, და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი - “ტექნოლოგიური სივრცე”, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.


ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის შემაჯამებელ ღონისძიებაზე მომავალ გეგმებზეც იყო საუბარი. დეტალები სტუმრებს  მულტიფუნქციური ცენტრის ხელმძღვანელმა ნატალია პატარიძემ გააცნო.


„როგორც ცნობილია, განსაკუთრებით მასშტაბური გეგმებით 2022 წლის ზაფხული იქნება დატვირთული და სექტემბრიდან უკვე ახალ კურსებზე განახლდება მიღება. ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ ზრუნვას პროექტში ადგილობრივი ახალგაზრდების მეტი ჩართულობისათვის, რაც რეგიონის გამოცოცხლებას შეუწყობს ხელს“, განაცხადა მულტიფუნქციური ცენტრის ხელმძღვანელმა სიტყვით გამოსვლისას.


ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრში ახალ კურსებზე მიღება სექტემბრიდან განახლდება. კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ გადაწყვეტილებით სწავლა ჭიათურასა და ზესტაფონში მცხოვრები ნებისმიერი მსურველისთვის კვლავ უფასო იქნება.



(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up