ანდროიდის ოპერაციული სისტემა ცნობილ ავტომობილებში იქნება ინტეგრირებული

ანდროიდის ოპერაციული სისტემა ცნობილ ავტომობილებში იქნება ინტეგრირებული

access_time2018-09-22 12:00:00

CNNMoney-ის ცნობით, Google ანდროიდის ოპერაციულ სისტემა Renault-ის, Nissan-ისა და Mitsubishi-ის ავტომობილებში იქნება ინტეგრირებული - კომპანიებს შორის მიღწეული შეთახნმების მიხედვით, 2021 წლიდან წარმოებულ ავტომობილებში მომხმარებლები Google Maps-ის, Google Play Store-სა და Google Assistant-ის გამოყენებას შეძლებენ.



აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებას მსოფლიო საფონდო ბირჟებზე არაერთი ცვლილება მოჰყვა: სანავიგაციო სისტემის მწარმოებელი კომპანიის, TomTom-ის აქციები ამსტერდამში 24%-ით შემცირდა.



ავტომწარმოებლების განცხადებით, Google-თან თანამშრომლობა ნიშნავს, რომ ავტომობილების მომხმარებლებს ყველაზე თანამედროვე სისტემებთან ექნებათ შეხება.




ტექნოლოგიურ კომპანიებთან არაერთი ავტომწარმოებელი თანამშრომლობს. მაგალითად, მიმდინარე წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, Volkswagen-ი და Hyundai სილიკონ ველიზე არსებულ სტარტაპთან, Aurora Innovation-თან იწყებენ თანამშრომლობას, რომელიც თვითმავალი ავტომობილების ტექნოლოგიაზე მუშაობს.



თავის მხრივ, Google-ის მფლობელი Alphabet-ი თვითმავალი ავტომობილის შექმნას ცდილობს და ამისთვის კომპანია Waymo-ს უკვე $1 მილიარდზე მეტის ინვესტიცია გამოუყო - თვითმავალი ავტომობილის ტესტირებას Waymo არიზონაში ახორციელებს და სავარაუდოდ, ახლო მომავალში მძღოლებს დანიშნულების ადგილას მისვლისთვის ავტომობილის მართვა არ დასჭირდებათ.


CNNMoney

თეგები:
Google



რატომ ღირს საკმეველი და მირონი ასე ძვირი

რატომ ღირს საკმეველი და მირონი ასე ძვირი
access_time2021-12-04 11:00:24
საკმეველი და მირონი მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებული და ძვირფასი ნედლეულია. მხოლოდ რომის კათოლიკური ეკლესია წელიწადში დაახლოებით 50 ტონა საკმეველს იყენებს. საკმევლის...

ჩინეთი და რუსეთი ამერიკას კოსმოსში ებრძვიან

ჩინეთი და რუსეთი ამერიკას კოსმოსში ებრძვიან
access_time2021-12-04 15:00:08
როდესაც რუსეთი რაკეტის დარტყმით ანადგურებს კოსმოსში განლაგებულ თანამგზავრს, ან ჩინეთი ახალ ზებგერით რაკეტას ცდის, შეიარაღებათა რბოლა, რომელიც მიმდინარეობს დედამიწის ორბიტაზე, მას-მედიაში ახალი ამბების თემა ხდება, თუმცა, ამ აშკარა ფაქტების და ფართო საზოგადოების ყურადღების მიღმა, აშშ და მისი მოწინააღმდეგეები ერთმანეთს კოსმოსში ყოველდღიურად ებრძვიან. სანამ ვაშინგტონის ოფიციალური პირები და ექსპერტები გაზრდილ საფრთხეებზე საუბრობენ, მოწინააღმდეგეები ამერიკულ თანამგზავრებს თითქმის ყოველდღე...

რა გეკუთვნით სახელმწიფოსგან, როგორც ორსულს

რა გეკუთვნით სახელმწიფოსგან, როგორც ორსულს
access_time2021-12-04 12:00:27
...

რა გვიჯდება ბიუროკრატიის შენახვა

რა გვიჯდება ბიუროკრატიის შენახვა
access_time2021-12-04 16:00:11
...

რა ინტერესები აქვს ირანს კავკასიაში

რა ინტერესები აქვს ირანს კავკასიაში
access_time2021-12-04 12:30:45
კავკასიაში დაძაბულობის ახალი კერაა. ყარაბაღში 44-დღიანმა საომარმა მოქმედებებმა ძალთა აქამდე არსებული ბალანსი შეცვლა და ირან-აზერბაიჯანის...


მსგავსი სიახლეები

up