კომპანია Google-მა დეველოპერების კონფერენციის თარიღი დაასახელა, რომელზეც Android-ის ახალი ვერსიის პრეზენტაციაა დაგეგმილი. XDA Developers-ის ცნობით, ღონისძიება 12-14 მაისს ქალაქ მაუნთინ-ვიუში გაიმართება.
ღონისძიების ჩატარების ადგილი და თარიღი Google-ის გენერალურმა დირექტორმა, სუნდარ პიჩაიმ გაასაჯაროვა.
გამოცემის ვარაუდით, ღონისძიებაზე არა მხოლოდ Android 11-ს, არამედ Pixel-ის სმარტფონების განახლებას წარადგენენ.
ოპერაციული სისტემის აქტუალური ვერსია Android 10 Google-მა 2019 წლის 7 მაისს გამოუშვა.
imedinews.ge