შევხვდით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს. ლაშა დარსალიასთან საუბრისას განვიხილეთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, ადამიანის უფლებების კუთხით რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობა და რა შეგვიძლია ევროპარლამენტში უფრო მეტი ერთად გავაკეთოთ-, ამის შესახებ ლიეტუვის ყოფილმა პრემიერმა, ანდრიუს კუბილიუსმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.
მისი თქმით, ევროპარლამენტარებს აქვთ გარკვეული იდეები, რომლებსაც ისინი სავარაუდოდ მომავალ კვირას განიხილავენ.
„ევროპარლამენტში მომზადებულია რეზოლუცია უკრაინაზე, მინსკის შეთანახმების იმპლემენტაციაზე და ყირიმზე არის ვრცელი ჩანაწერი. საუბარია არაღიარების პოლიტიკაზე, მის მნიშვნელობაზე და ყირიმში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე. ჩვენ გვსურს, რომ მოვამზადოთ წლიური ანგარიში ყირიმში ადამიანის უფლებებზე და ეს შესაძლოა იქცეს მაგალითად, რომ ანალოგიური ანგარიში მომზადეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც“- განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.
Imedinews.ge