ანდრიუს კუბილიუსი - საქართველო არის ქვეყნა, რომელიც, თუ ყველაფერი კარგად წავა, იქნება კარგი მაგალითი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის

ანდრიუს კუბილიუსი - საქართველო არის ქვეყნა, რომელიც, თუ ყველაფერი კარგად წავა, იქნება კარგი მაგალითი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის

access_time2020-05-19 23:00:03

საქართველო არის ქვეყნა, რომელიც თუ ყველაფერი კარგად წავა, იქნება კარგი მაგალითი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის, მაგრამ მთავრი გამოწვევა არის თავისუფალ და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, – ამის შესახებ ლიეტუველი ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიშის განხილვისას განაცხადა.

 

„ვფიქრობ, შეგვიძლია, შესწორებების შეტანა, საქართველოში განვითარებულ ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც პოზიტიური გზით ვითარდება. მინდა, შევაქო საქართველოს პრეზიდენტი, მის მიერ გადადგმული ბოლო ნაბიჯების გამო, რომელიც ნამდვილად იძლევა 8 მარტის შეთანხმების სრულად განხორციელების პერსპექტივას. ასევე მინდა, აღვნიშნო ფასილიტატორების, მათ შორის ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის როლი. ვფიქრობ, ევროკავშირს შეუძლია, დაეხმაროს მსგავსი პოლიტიკური კრიზისების მქონე ქვეყნებს, როგორ გადაწყვიტონ ეს კრიზისები. საქართველო არის ქვეყნა, რომელიც თუ ყველაფერი კარგად წავა, იქნება კარგი მაგალითი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის, მაგრამ მთავრი გამოწვევა არის თავისუფალ და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ერთგვარი გამოწვევაა პოსტსაბჭოთა ტრადიციების გათვალისწინებით მთელ რეგიონში. მოვუწოდებ, ევროკავშირის ელჩს გადახედონ შესაძლებლობას, რომ იქნება გავზარდოთ წარმომადგენლობა, რომ დავეხმაროთ ქვეყანას უპასუხოს ამ გამოწვევას სათანადოდ“, – განაცხადა კუბილიუსმა.

 

პირველი არხი





ბაზარზე ლუდის პირველი ქართული ბრენდი ბრუნდება - „ზედაზენის“ ახალი პროდუქტი

ბაზარზე ლუდის პირველი ქართული ბრენდი ბრუნდება - „ზედაზენის“ ახალი პროდუქტი
access_time2020-05-30 15:00:14
„ზედაზენი“ ახალ პროდუქტს უშვებს. საუბარია ლუდის პირველ ქართულ ბრენდზე „ აიაზე“, რომელიც ბაზარზე ბრუნდება. ცნობისთვის, „აია“ 1953 წელს, ქალაქ ქუთაისში გამოჩნდა. ბრენდი ქუთაისში მოღვაწე...

"თვეში 200-ლარიან დახმარებას ვერ აიღებს პირი,ვისაც დამსაქმებელმა ანაზღაურება აპრილში ან მაისში ჩაურიცხა"-როგორ გაიცემა ფულადი დახმარებები

access_time2020-05-30 14:00:19
ოპოზიცია ხელისუფლებას უკვე დიდი ხანია მწვავედ აკრიტიკებს - უმუშევრად დარჩენილებისთვის და თვითდასაქმებულებისთვის მიზერულმა (200-300 ლარიანი) თანხებმაც უსაშველოდ დაიგვიანაო. დავა გაგრძელდა 29 მაისსაც, როცა ოპოზიციის მიერ დაბარებული პრემიერი პარლამენტში მივიდა. სწორედ 29 მაისს დაანონსდა - თვითდასაქმებულებისთვის 300-ლარიანი დახმარების ჩარიცხვა დაიწყოო. ვინ მიიღო, ვინ არ მიიღო და ვინ საერთოდ ვერ მიიღებს? რა ეტაპზეა ფულადი დახმარებების...

კავშირი მოწევას და კოვიდ-19-ს შორის - ნიუ-იორკელი მეცნიერების ახალი კვლევა

კავშირი მოწევას და კოვიდ-19-ს შორის - ნიუ-იორკელი მეცნიერების ახალი კვლევა
access_time2020-05-30 13:00:33
ფრანგ მეცნიერთა ერთი მცირე ჯგუფის ჰიპოთეზა, თითქოს თამბაქოს მოწევა შეიძლება ადამიანს ახალი კორონავირუსისგან იცავდეს, მალევე გაბათილდა. მას თავისთავად ბევრი ლიმიტი გააჩნდა და კრიტიკას ვერ უძლებდა. თუმცა, ამ საკითხზე არცერთ სხვა კვლევას, ან პუბლიკაციას, რომელიც...

ისინი არ არიან მარტო – ახალგაზრდები ხულოსთვის გაერთიანდნენ

ისინი არ არიან მარტო – ახალგაზრდები ხულოსთვის გაერთიანდნენ
access_time2020-05-30 11:30:23
– „ტელევიზორი ან სხვა რამე ტექნიკა გაქვთ? – კი, პატარა ტელევიზორი გვაქვს, ძველებური… სახლი გვაქვს გადასახურავი. წყალი ჩამოდის. შედგმული გვაქვს ვედრო და რაღაცები“ – ამბობს ქალი ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანიდან. „მე არ მეგონა, ამას თუ მომიტანდით. მადლობა“. – ამბობს სოფელ რიყეთში მცხოვრები კაცი და აცრემლებულ თვალებზე  ხელებს იფარებს. ამ და სხვა ვიდეობს Facebook-გვერდზე –...

ადამიანებმა უნდა იზრუნონ საკუთარ თავზე და თავად უნდა უზრუნველყონ საკუთარი კეთილდღეობა - დავით ფანჯაკიძე

ადამიანებმა უნდა იზრუნონ საკუთარ თავზე და თავად უნდა უზრუნველყონ საკუთარი კეთილდღეობა - დავით ფანჯაკიძე
access_time2020-05-30 10:22:44
ცნობილი ბიზნესმენი დავით ფანჯაკიძე სოციალურ ქსელში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს, რომელსაც კომერსანტი უცვლელად გთავაზობთ: „ტყუილად იშლიან ნერვებს ერთნი, სულ ტყუილად იშლიან ნერვებს მეორენი და სულ ტყუილად უშლიან ნერვებს ხალხს ორივენი... მათი წარმოდგენები სახელმწიფოს მოწყობაზე იდენტურია, ამიტომ ვერც ერთნი და ვერც მეორენი ვერ შეძლებენ სოციალისტური მმართველობის გზით ვერც სიღარიბის დაძლევას, ვერც ეკონომიკის აღორძინებას, ვერც გაჭირვებულთა დახმარებას და ვერც...


მსგავსი სიახლეები

up