ანდრიუს კუბილიუსი და რასა იუკნევიჩიენე აგვისტოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

ანდრიუს კუბილიუსი და რასა იუკნევიჩიენე აგვისტოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

access_time2022-08-06 16:00:48

ევროპარლამენტარები ანდრიუს კუბილიუსი და რასა იუკნევიჩიენე აგვისტოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.


„14 წლის წინ, 2008 წლის 7 აგვისტოს, რუსი სამხედროები საერთაშორისო სამართლის უხეშად დარღვევით საქართველოში შეიჭრნენ. შედეგად, საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი დღემდე რჩება რუსეთის ოკუპაციის ქვეშ.


ეს იყო პუტინის რუსეთის არაპროვოცირებული სამხედრო აგრესიული ომის პირველი შემთხვევა სუვერენული მეზობელი სახელმწიფოს წინააღმდეგ. სამწუხაროდ, მსოფლიოს დემოკრატიულმა საზოგადოებამ არ მოახდინა მკაფიო და ადეკვატური რეაქცია კრემლის ამ აგრესიულ ქცევაზე. აქედან გამომდინარე, პუტინის რუსეთმა განაგრძო აგრესიული პოლიტიკა და 2014 წელს შეიჭრა უკრაინაში და უკანონოდ განახორციელა ყირიმის ანექსია, ხოლო კიდევ რვა წლის შემდეგ მან დაიწყო სრულმასშტაბიანი აგრესიული ომი უკრაინისა და დასავლეთის წინააღმდეგ.


ჩვენ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.


წარსულის გაკვეთილები უნდა ვისწავლოთ. დემოკრატიულმა საზოგადოებამ უნდა უზრუნველყოს ყველა საჭირო დახმარება და სტიმული საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, შიდაპოლიტიკური განხეთქილების დასაძლევად და დეოლიგარქიზაციისა და დეპოლარიზაციისმისაღწევად.



რუსეთს აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიის 20%, მაგრამ კრემლის მთავარი მიზანია საქართველოს მთელი გეოპოლიტიკური ნების ოკუპაცია, რათა საქართველო აღარ ესწრაფოდეს ევროატლანტიკურ კავშირში ინტეგრაციას.


ჩვენ შეშფოთებით ვადევნებთ თვალს, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლებისა და „ქართული ოცნების“ ლიდერების ქმედებებსა და განცხადებებს, რომლებიც ჩანს, როგორც გაცნობიერებული გადაწყვეტილება, რომელიც ზიანს აყენებს საქართველოს შესაძლებლობას მოიპოვოს კანდიდატის სტატუსი უახლოეს მომავალში.


კრემლის ახალი ჰიბრიდული და სხვა ტიპის თავდასხმებისგან საქართველოს თავდაცვისთვის ერთადერთი გზა არის გააკეთოს ყველაფერი, რათა საქართველომ უახლოეს მომავალში შეასრულოს ევროკავშირის საბჭოსა და ევროკომისიის მიერ გაწერილი 12 პირობა, დაწყებული დეპოლარიზაციით და დამთავრებული დეოლიგარქიზაციით.


ოლიგარქების გავლენა ახალგაზრდა დემოკრატიებზე კარგად ცნობილი მოვლენაა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. როდესაც საქართველოს ხელისუფლება თავის სხვადასხვა განცხადებებში ცდილობს დაარწმუნოს, რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის ასეთი ოლიგარქი, ეს მხოლოდ დამატებით მტკიცებულებას იძლევა, რომ ბიძინა ივანიშვილი არის განსაკუთრებული გავლენის მქონე ოლიგარქი, რადგან საქართველოს პრემიერ-მინისტრი, სხვა მაღალი დონის ქართველი ოფიციალური პირები და „ქართული ოცნების“ ლიდერები მის დასაცავად გამოდიან.


ევროპარლამენტი მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ ლიდერებისგან ევროკავშირის საბჭოს მიერ დამტკიცებული პირობების შესასრულებლად კონკრეტულ ნაბიჯებსა და ქმედებებს ელის და არა მხოლოდ ბავშვურ განცხადებებს, რომლითაც ყველაფრისთვის აშშ-ის ამჟამინდელ ელჩს ან ევროკავშირის ყოფილ წარმომადგენელს ადანაშაულებენ.


მოვუწოდებთ საქართველოს ყველა პოლიტიკურ ძალას და სამოქალაქო საზოგადოებას, გააერთიანონ ძალისხმევა 12 პირობის სწრაფად შესასრულებლად. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ საქართველო კვლავ შეიძლება გახდეს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის ლიდერი, თუ ამ მიზნისთვის ერთიანი მუშაობა იქნება. ჩვენ გვჯერა საქართველოს და მისი ხალხის!“, – აღნიშნულია განცხადებაში.,


წყარო: 1tv.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up